სამართლიანობის მარყუჟი ვიწროვდება და მასში უეჭველად მოჰყვებიან ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები

კეზერაშვილი, რომ დამნაშავე, პროფესიონალი თაღლითი და აფერისტია დადგენილია სასამართლოს მიერ. უფრო მეტიც, ეს ყველამ იცის ევროპაში დაწყებული პენისიონერებიდან დამთავრებული კუბილიუს-კრამონ-ფოტიგებამდე დამთავრებული! მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ ყოფილ ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში ახლა მექრთამე-ლობისტების და კეზერაშვილისნაირების დროა, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ. მისივე თქმით, კეზერაშვილი მარიონეტი ევრობიუროკრატიის […]
EASA ავიაკომპანიებს Airbus A350-ის ძრავების შემოწმებას ავალდებულებს

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ავიაკომპანიებს Airbus A350-ის ზოგიერთი ძრავის ერთჯერადი შემოწმების ჩატარება დაავალა. როგორც Financial Times-ი იტყობინება, აღნიშნულის მიზეზად მარეგულირებელმა „პოტენციურად დეფექტური“ მაღალი წნევის საწვავის მიწოდების მილების დემონტაჟის აუცილებლობაზე მიუთითა. ინსპექტირების აუცილებლობა გამოწვეულია ჰონგ კონგის ხელისუფლების, ასევე Airbus-ისა და თვითმფრინავის ძრავების მწარმოებელი Rolls-Royce-ისგან მიღებული მონაცემებით. ჰონგ კონგის ავიაკომპანია Cathay Pacific-მა გამოაცხადა, რომ 48 ერთეულ A350 […]
საქართველოს რკინიგზის ორგანიზებით, ბათუმში, მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+ -ის მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რკინიგზის ორგანიზებით, ბათუმში, მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+ -ის მორიგი ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა ბოლო პერიოდის გადაზიდვების მაჩვენებლები, არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარებისა და მარშრუტის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო შეხვედრაზე მარშრუტის განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, დამატებითი ხარჯებისა და რესურსების დაზოგვის გზით, გადაზიდვების პირობები […]
ევროკავშირის სასამართლომ Google-ისთვის 2,4 მილიარდი ევროს ჯარიმა ძალაში დატოვა

ევროპულმა სასამართლომ(European Court of Justice, ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია) სამშაბათს დაადგინა, რომ ამერიკულმა კომპანია Google-მა (რომელიც ეკუთვნის Alphabet Inc.-ს) უნდა გადაიხადოს 2,4 მილიარდი ევრო ჯარიმა ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის რაც გამოიხატება საკუთარი სავაჭრო შედარების სერვისის მხარდაჭერაში. ეს საქმე 2009 წელს დაიწყო, როდესაც ბრიტანულმა კომპანია Foundem-მა (დიდი ბრიტანეთი იმ დროს ჯერ კიდევ ევროკავშირის ნაწილი იყო) […]
FDI-ის პროგნოზირება რთულია, რადგან არჩევნების შედეგებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული – დავით კეშელავა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის დავით კეშელავას შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არსებული მაჩვენებლები დაახლოებით მოლოდინების შესაბამისია. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, იმ ფონზე, რომ ყველა არჩევნების მოლოდინშია, ინვესტიციებში დიდი ძვრები მოსალოდნელი არ იყო. „მეორე კვარტალში მცირე ზრდა გვაქვს ძირითადად კაპიტალის და არა რეინვესტირების ხარჯზე, თუმცა რეალურად დაახლოებით იგივე კომპანიები აკეთებენ ინვესტიციებს, რაც მანამდე. წინა პერიოდებში რაც […]
საქართველოს რკინიგზის ორგანიზებით, CASCA+ -ის ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რკინიგზის ორგანიზებით, ბათუმში, მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+ -ის მორიგი ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა ბოლო პერიოდის გადაზიდვების მაჩვენებლები, არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარებისა და მარშრუტის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო შეხვედრაზე მარშრუტის განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, დამატებითი ხარჯებისა და რესურსების დაზოგვის გზით, გადაზიდვების პირობები […]
ანა ბუჩკური – „ქართული ოცნების“ რიტორიკა არის აბსოლუტურად ყალბი – პარტიას, რომელმაც დაყო საზოგადოება აგენტებად და მოღალატეებად, მშვიდობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ „ნაცებისა“ და „ოცნების“ ტანგო ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა პალიტრანიუსის გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. მისივე თქმით, პარტიას, რომელმაც საზოგადოება დახლიჩა და ერთმანეთს დააპირისპირა, მშვიდობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. „ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ „ნაცებისა“ და „ოცნების“ ტანგო. […]
გიორგი ვაშაძე – არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს არის “ოცნება”, რომელიც ბლოკავს 14 მილიარდ ევროს, მეორე მხარეს – ჩვენ, რომელთაც შეგვიძლია 14 მილიარდი ევრო მოვუტანოთ ქვეყანას

14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდ ევროს ბლოკავს დღეს „ოცნება“. ხალხო, ეს ხომ კოლოსალური თანხაა, 14 მილიარდი ევრო, წარმოიდგინეთ, უბრალოდ, რა შეუძლია ამ თანხას გააკეთოს საქართველოში , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქვეყანას 14 მილიარდ ევროს მოუტანს და […]
თინა ბოკუჩავა – ხელისუფლების ცვლილებისთანავე, გპირდებით, რომ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე

ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ჩვენ გპირდებით, რომ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. ამ მომენტიდან საქართველოს ეძლევა წვდომა ევროკავშირის გაწევრიანების 14 მილიარდიან ფონდზე, რასაც ივანიშვილის “ქართული ოცნება” დღესდღეობით ბლოკავს, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში და ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს. “გასულ […]
გიორგი ვაშაძე – „კი ევროპას“ ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, ევროპულ პასპორტს და რაც მთავარია, 14 მილიარდ ევროს საქართველოსთვის

ვფიქრობ, არჩევანი ძალიან მარტივია, ერთ მხარეს არის” ქართული ოცნება”, რომელიც ბლოკავს 14 მილიარდს და უნდა, რომ უარი გვათქმევინოს ევროკავშირზე. მეორე მხარეს ვართ ჩვენ – „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა” ნომერი 5 და ჩვენ შეგვიძლია ეს 14 მილიარდი მოვიტანოთ , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქართველებს ევროპული პასპორტი არაერთ კეთილდღეობას მოუტანს. […]