3 სექტემბერს, თბილისში 687 000-ზე მეტი ავტომობილი დაფიქსირდა – კახა კალაძე

თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს. სატრანსპორტო პოლიტიკის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. „მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომელიც საერთაშორისო კვლევებითა და გამოკვეთილი მგზავრთნაკადის საჭიროების მიხედვით დაგეგმილ დერეფნებს გაივლის. დღეის მდგომარეობით, საავტობუსო პარკის შემადგენლობა უპრეცედენტოა და შეადგენს 1 935 ერთეულს, რითაც […]

სელფი Ad Black Sea-ს პარტნიორია

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, რეგიონში უმსხვილესი კრეატიული ფესტივალის, Ad Black Sea-ს უკვე ტრადიციული პარტნიორია. ფესტივალი ბათუმში სამი დღის განმავლობაში, 12-15 სექტემბერს იმართება. Ad Black Sea 2024-ს ესწრება 1,300-ზე მეტი მონაწილე და ისევე როგორც ყოველ წელს, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, დაესწრონ […]

კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. „კომერსანტი“ კახა ოქრიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ გენო პეტრიაშვილს, ლაშა ტალახაძეს და ყველა იმ ქართველს, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში გააქვს და სიამაყით გვავსებს მეც და ჩვენს ხალხსაც. მათი შეერთება „ოცნებასთან“ თავიდან გამიკვირდა – სად ქართული დროშა, ჰიმნი, სიამაყე და სად რუსეთის მიმართ მორჩილების, […]

სავალუტო ფონდი უკრაინას 1.1 მილიარდიან ახალ ტრანშს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 1.1 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების შემდგომი ტრანშის გამოყოფასთან დაკავშირებით კიევთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა. „უკრაინამ შეასრულა ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, ისევე როგორც სტრუქტურული კრიტერიუმები ივნისის ბოლოსთვის“, – განაცხადა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში, გევინ გრეიმ, უკრაინის ხელისუფლებასთან 4-დან 10 სექტემბრის ჩათვლით კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. […]

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. როგორც ეროვნულმა ბანკი განმარტავს, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალია. მიმდინარე წლის აგვისტოში ფასების საერთო დონე წლიურად 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა. „ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული […]

პაატა მანჯგალაძე – მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის „ქართული ოცნების“ სიაში, ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს უარის თქმას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის და 14 მილიარდიანი დახმარებისთვის საქართველოსთვის

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას, რაც გამოსდით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ პირველი ოცეულის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა დაყოფას, სიღატაკესა და დაცლილ საქართველოს ნიშნავს. „საქართველო […]

ნიკა ობოლაძე – დასავლელი მოკავშირეების ყურადღება და არჩევნებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

დასავლელი მოკავშირეების ყურადღება და არჩევნებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ერთადერთი, რაც მათ სურთ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა , – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. კერძოდ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური საკითხების მდივანი ნიკა ობოლაძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” განცხადებას, რომ ბუნდესტაგის წარმომადგენელთა […]

პეტრე ცისკარიშვილი – დავით კეზერაშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, მათ მიაწეროს ის, რაც ქვეყანაში ხდება

დავით კეზერაშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა გვარის ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, რომ ასეთ ადამიანებს მიაწეროს ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, რის სათავეში თვითონ არის, საიდანაც ეს ხელისუფლება შოულობს ფულს, აბრალებენ დავით კეზერაშვილს და სხვა პიროვნებებს,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საუბრისას განაცხადა. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, რამდენიმე კვირის […]

ეროვნულმა ბანკმა მისო “კრედიტსერვისი+” 86 200 ლარით დააჯარიმა – მიზეზები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+“ 86 200 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ სებ-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

რუსეთში დააკავეს სტენდაპ-კომიკოსი თბილისში კონცერტზე ხუმრობის გამო

ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ 13 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სტენდაპ-კომიკოსს დმიტრი გავრილოვს, YouTube-ზე გავრცელებულ მის ჩანაწერში “აღმოჩენილი” სიძულვილის გაღვივების ბრალდებით. გადაწყვეტილება ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ ორშაბათს მიიღო. გავრილოვის დაკავების საფუძველი გახდა ვიდეო რგოლი, რომელშიც სამართალდამცველებმა „ეროვნების, ენის, წარმომავლობისა და სოციალური კუთვნილების ნიშნით ადამიანის ღირსების შემლახავი“ ნიშნები ამოიკითხეს. სასამართლოს ვებ-საიტზეა მითითებულია, რომ საქმის აღძვრის საფუძვლად ქცეული ვიდეო „აღმოჩენილია“ […]