დღეს ხინოწმინდობაა

დღეს ხინოწმინდობაა – დღესასწაული მთიან აჭარაში (კინტრიშის ხეობა). ხინოწმინდა — ხინოწმინდის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი სოფელ ხინოში, სოფლის განაპირას, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მოვაკებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. დღესდღეობით მისი მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ტაძარი გუმბათიანი იყო, მაგრამ დიმიტრი ბაქრაძე აღნიშნავდა, რომ ის კონსტრუქციით აჭის ეკლესიას ჰგავდა, რომელიც უგუმბათოა. ტაძარი XVIII საუკუნეში ოსმალების ლაშქრობის დროს დაზიანდა. ოსმალები […]
ბაიდენი: აშშ მუშაობს უკრაინისთვის გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე აკრძალვის მოსახსნელად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 10 სექტემბერს თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მუშაობს უკრაინისთვის გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნაზე, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. კითხვას, მოახდენს თუ არა აშშ ამგვარ ცვლილებას, ბაიდენმა უპასუხა, რომ მისი ადმინისტრაცია “ახლა მუშაობს ამაზე”. აშშ ყოყმანით ეკიდება მის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების საკითხს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე, კონფლიქტის ესკალაციის შესახებ შეშფოთების […]
ტეილორ სვიფტმა კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო დებატების შემდეგ, მომღერალმა ტეილორ სვიფტმა თავის Instagram გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ ნოემბრის არჩევნებზე იგი ხმას დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისს მისცემს. სვიფტის თქმით, მან მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დონალდ ტრამპმა საკუთარ ვებსაიტზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თითქოს ტეილორ სვიფტი მას უცხადებდა მხარდაჭერას. “შევიტყვე, რომ […]
„ეროვნული ბანკი ცდილობს, დამატებით არ გაზარდოს ზეწოლა გაცვლით კურსზე და ინფლაციაზე“ – 175 774 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. მათი ინფორმაციით, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 175,774 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.00%-ზე დატოვა. შესაბამისად, 175,774 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. „175,774 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (95%). […]
გერმანული Lufthansa-ს დაინტერესებულია ლატვიური airBaltic-ის წილის შეძენით – Bloomberg

გერმანული Lufthansa განიხილავს ლატვიურ ავიაკომპანია airBaltic-ის აქციების შეძენის შესაძლებლობას ამ უკანასკნელის დაგეგმილ IPO-მდე – იტყობინება Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით. მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. Lufthansa-მ, airBaltic-მა და ლატვიის ტრანსპორტის სამინისტრომ ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადეს. Lufthansa ჯგუფში უკვე შედის რამდენიმე ავიაკომპანია სხვა ქვეყნებიდან – Austrian Airlines, Swiss Airlines და Brussels Airlines. […]
რატი ბრეგაძე – დავით კეზერაშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება კითხვის ნიშნებს აჩენს – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის შედეგად ამ კითხვებს სათანადო პასუხი გაეცემა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება კითხვის ნიშნებს აჩენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის შედეგად ამ კითხვებს სათანადო პასუხი გაეცემა. „ის, რომ ბატონი კეზერაშვილი სხვადასხვა გზებით ცდილობს ოპოზიციის დაფინანსებას, უშუალოდ მისი განცხადებებიდანაც ირკვევა. მას ამ ფაქტის უგულებელყოფა არც უცდია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ადამიანი, […]
მიხაილ როთი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს, – ამის შესახებ გერმანელი დეპუტატი სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე წერს. „მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკავშირეებთან და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში“, – წერს როთი.
„სელფი“ Ad Black Sea-ს პარტნიორია

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, რეგიონში უმსხვილესი კრეატიული ფესტივალის, Ad Black Sea-ს უკვე ტრადიციული პარტნიორია. ფესტივალი ბათუმში სამი დღის განმავლობაში, 12-15 სექტემბერს იმართება. Ad Black Sea 2024-ს ესწრება 1,300-ზე მეტი მონაწილე და ისევე როგორც ყოველ წელს, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, დაესწრონ […]
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, რუსეთისთვის რაკეტების გადაცემის შესახებ ცნობების გამო

აშშ-მა 10 სექტემბერს ირანს ახალი სანქციები დაუწესა, თეირანის მხრიდან რუსეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის – მათ შორის იმ ცნობებისთვის, რომ ახლახან თეირანმა რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტები, მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში გამოსაყენებლად. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანსა და რუსეთში დაფუძნებული 10 ინდივიდი და ექვსი უწყება გამოყო სანქციების სამიზნედ, ასევე დაბლოკილად გამოაცხადა ოთხი ხომალდი, რომლებსაც, სამინისტროს თქმით, იყენებენ ირანის […]
ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN იმყოფებოდნენ. „ქართულ სტენდზე, რომელიც ქალაქ შენჭენში საერთაშორისო გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი, ექვსი […]