საქართველოს აქვს ძლიერი ეკონომიკა, რომელიც მიუხედავად უამრავი შიდა და გარე გამოწვევებისა ზრდას განაგრძობს და მსოფლიოსთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის

„მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5 წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილს, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციას დაიკავებს. კიდევ გაქვთ კითხვა რატომ მშვიდობა?“-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპი გამოიწვია საქართველოს პოტენციალის გამოყენების სწორმა დაგეგმვამ, თავისუფალმა ბიზნეს გარემომ, სხვადასხვა ბიზნეს თუ […]
ვიქტორ წილოსანი – ყოველი მე-5 ადამიანი 1,5 კილომეტრის გადაადგილებისთვის ავტომობილს იყენებს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია – თუ ეს კულტურა არ შემცირდა, ჩვენ პრობლემები მუდმივად გვექნება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში ადამიანები დაახლოებით 700-800 მეტრის გასავლელად ავტომობილით გადაადგილდებიან, მაშინ როცა მათ შეუძლიათ, რომ ეს მარშრუტი ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით დაფარონ. მისივე თქმით, თუ კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულების კულტურა არ შეიცვლება, დედაქალაქში მუდმივად ამ საკითხის ირგვლივ პრობლემები იქნება. “ზოგადად, მობილობა არის […]
გია ხუხაშვილი – ივანიშვილმა ღმერთსაც კი „გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს იძულებითი ნაბიჯია, კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული – სია კატასტროფულად სუსტია, ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ

[ბიძინა ივანიშვილმა] ღმერთსაც კი „გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს იძულებითი ნაბიჯია, ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, – ასე შეაფასა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, „ქართული ოცნების“ სიის ოცეული. როგორც მან აღნიშნა, სია “კატასტროფულად სუსტია” და მმართველი გუნდი „ორი კინკილა სპორტსმენის იმედზეა“. „ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელებას აქვს რაციონალური და ირაციონალური ახსნა. რაციონალური ახსნა […]
ბექა ოდიშარია – სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა – ჩვენ სიაში „ლუზერებს“ არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებული ადამიანები შეგვყავს მარგინალური ოპოზიციისგან განსხვავებით

სპორტსმენების მიმართ ბულინგი სამარცხვინოა – ჩვენ სიაში „ლუზერებს“ არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სპორტსმენების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია. “სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა. სპორტსმენები სწორედ ის ხალხი არიან, ვისაც ყველაზე კარგად ესმის […]
კონკურსის – „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის – „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კონკურსის არსებობის ხუთი წლის მანძილზე, 200-ზე მეტი საინტერესო პროექტი დაფინანსდა. „კონკურსი საკმაოდ პოპულარულია შემოქმედებით წრეებში და მისი მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო […]
რამაზ საყვარელიძე – ბიძინა ივანიშვილმა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ამომრჩევლის მოზიდვის ფუნქცია უნდა შეასრულონ – „ქართულ ოცნებას“ მობილიზება სჭირდება

პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე სპორტსმენების ყოფნა, ამომრჩევლის მიზიდვას ემსახურება. როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულ ოცნება“ „ასეთი ძლიერი მობილიზება“ არჩევნებში დამაჯერებელი შედეგისთვის სჭირდება. „არჩევნების წინ ყველაფერს ამომრჩევლის მოზიდვის ფუნქცია აქვს. ალბათ, გასაკვირი არ იქნება, რომ იგივე ფუნქცია ჰქონდეს სიასაც. ამიტომ აქვეყნებენ ხოლმე სიასაც. მით უმეტეს, რომ […]
სერგო ჩიხლაძე – „ოცნება“ ამ არჩევნებს აგებს, ამაზე მეტყველებს სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ყოფნა – „ქართული ოცნება“ უკეთესს შემთხვევაში ალბათ, 40-მდე დეპუტატს გაიყვანს

[საარჩევნო სიაში] ივანიშვილის პირველი ნომრობა ნიშნავს შემდგომი მოწვევის პარლამენტში მის მდინარაძეობას, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულზე. ჩიხლაძის თქმით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, “ოცნება” პარლამენტში მაქსიმუმ 40 დეპუტატამდე შეიყვანს. „ოცნება“ ამ არჩევნებს აგებს, ამაზე მეტყველებს სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ყოფნა. ეშინია მას და […]
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. “საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალია. მიმდინარე წლის აგვისტოში ფასების საერთო დონე წლიურად 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად […]
თბილისში ერეკლე II-ს ძეგლის დადგმისთვის კულტურის სამინისტროს 955 000 ლარი გამოეყოფა

თბილისში ერეკლე II-ს ძეგლის დამზადებისთვის კულტურის სამინისტროს 955 000 ლარი გამოეყოფა. შესაბამისი განკარგულება პრემიერის ხელმოწერით მთავრობამ 9 სექტემბერს გამოსცა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 955 000 ლარი“, – წერია განკარგულებაში. ცნობისთვის, ერეკლე II-ს ძეგლის დადგმა კახეთის გზატკეცილზე იგეგმება, […]
Reddit-ის მომხმარებლებმა ქვეითებისთვის ყველაზე ცუდი ქვეყნები დაასახელეს

ბევრი ტურისტი ახალი ადგილების მონახულებას ფეხით გასეირნებით ამჯობინებს, თუმცა, ისინი ყოველთვის ვერ ახერხებენ ამას. Reddit-ის მომხმარებლებმა გამოავლინეს ქვეყნები, სადაც „ყველაზე ცუდი გამოცდილება“ ჰქონდათ ფეხით სიარულის დროს. გამოკითხვაში მონაწილე ტუტისტების უმრავლესობამ ქვეითებისთვის ცუდ ქვეყნებად აზიის ქვეყნები, კერძოდ ინდონეზია, ინდოეთი, ფილიპინები, ვიეტნამი, ტაილანდი, მალაიზია დაასახელა. ასეთივე ქვეყნების სიაში აღმოჩნდა თურქეთი, ეგვიპტე და იტალიაც. ერთ-ერთმა მოგზაურმა ისიც აღნიშნა, […]