მიხაილ როთი საქართველოშია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოშია, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად როთი ავრცელებს.
„დილა მშვიდობისა, თბილისი!“- წერს გერმანელი დეპუტატი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
თბილისში გამომგზავრებამდე მან საქართველოს შესახებ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს.
„არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. ოლიგარქია დემოკრატიის საწამლავია. ანტი-ლგბტი კანონი საქართველოს ტოლერანტობისა და ღიაობის ხანგრძლივ ისტორიასთან თანხვედრაში არ არის. დიალოგი მნიშვნელოვანია. გერმანია + ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეცვლის თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას“, – წერს როთი.
შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვეოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?