მიწისძვრა Volkswagen-ში და კრიზისი გერმანიისთვის? კომპანია პირველად თავისი არსებობის ისტორიაში გერმანიაში საკუთარი ქარხნების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს

მიწისძვრა Volkswagen-ში და კრიზისი გერმანიისთვის? კომპანია პირველად თავისი არსებობის ისტორიაში გერმანიაში საკუთარი ქარხნების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს ერთ-ერთი მსხვილი გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Volkswagen-ი პირველად თავისი არსებობის ისტორიაში გერმანიაში საკუთარი ქარხნების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს, რათა 1 მილიარდი ევროს ეკონომია მოახდინოს. სტატიას ამ შინაარსით ბრიტანული The Guardian-ი აქვეყნებს. ეს ამბავი ქარხნებში მომუშავე ადამიანებამდეც მივიდა, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, […]

ფიზიკური პირების ქონების გადასახადი დროულად უნდა შეიცვალოს – რომან გოცირიძე

ფიზიკური პირების ქონების გადასახადი დროულად უნდა შეიცვალოს – რომან გოცირიძე პარლამენტის ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმა სწრაფად უნდა გატარდეს. როგორც გოცირიძემ BMG-ის განუცხადა, ფინანსთა სამინისტრომ რეფორმის ფარგლებში ერთმანეთისგან უნდა გააცალკევოს იურიდიული და ფიზიკური პირების გადასახადის საკითხი, რათა მოქალაქეების ნაწილში ცვლილებები სწრაფად შევიდეს. რომან გოცირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ […]

ლია სტურუა პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია

ლია სტურუა პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია ქართველი პოეტი ლია სტურუა პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრემიის, სარა მაგუაირის ჯილდოს, გამარჯვებულია. სტურუას ლექსების კრებულმა „პირიქით“ პრიზი საუკეთესო თარგმნილი პოეზიისთვის მიიღო. წიგნი ინგლისურად ნატალია ბუკია-პიტერსმა და ვიქტორია ფილდმა თარგმნეს. ლია სტურუასთან ერთად, წლევანდელი პრემიის მოკლე სიაში მოხვდნენ მექსიკელი, სამხრეთკორეელი, ირანელი, ლიბანელი, ჩინელი და პალესტინელი პოეტები. თუმცა, საბოლოოდ გამარჯვება […]

რომელია შეუგროვებელი პლასტმასით ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა?

ინდოეთი შეუგროვებელი პოლიმერული ნარჩენებისგან დაბინძურების თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ანგარიშში წერია, რასაც სამეცნიერო ჟურნალი Nature ავრცელებს. კერძოდ, ინდოეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად გარემოში 9.3 მლნ ტონა პოლიმერულ ნარჩენს ყრიან. მეორე ადგილზე ნიგერია, ხოლო მესამეზე ინდონეზიაა. მათი პლასტმასის ნარჩენების დონე, ინდოეთთან შედარებით, 2,7-ჯერ დაბალია. ბრიტანელმა მეცნიერებმა პლასტმასით ყველაზე მეტად დაბინძრებული ქვეყანა […]

“ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა

“ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა. დღესდღეობით თბილისში „საბვეის“ უკვე 12, ხოლო რეგიონში 5 რესტორანი ოპერირებს. ახალი რესტორანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე გაიხსნა, სადაც „საბვეის“ გარდა, დანკინის რესტორანი „სმარტის“ სუპერმარკეტი და „ვინტოს“ ავტო-მომსახურების ცენტრიცაა განთავსებული. წლის ბოლომდე „საბვეის“ ქსელი უკვე 20-მდე რესტორნით იქნება წარმოდგენილი. „Subway International […]

კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესი გართულდა – მევენახეები დაბალ ფასზე საუბრობენ

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაშია. უკვე გადამუშავებულია 60 ათას ტონამდე ყურძენი. ამ ეტაპისთვის, მოსავალი 4 500-მდე მევენახე-ფერმერმა უკვე დააბინავა, თუმცა ისინი პროდუქციის რეალიზების პროცესში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ბაჩო კუპატაძე კახელი მევენახეა, რომელიც ,,კომერსანტს’’ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშემშლელ ფაქტორებზე ესაუბრა. მევენახე აცხადებს, რომ წელს ყურძნის ხარისხიც მაღალია და რაოდენობაც გაზრდილია, თუმცა პრობლემას ჩაბარების დაბალი ფასი წარმოადგენს. […]

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ შავ ზღვაში ჩამოაგდეს რუსული საბრძოლო თვითმფრინავი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმელებმა შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი სუ-30სმ. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დღეს, 12 სექტემბერს განაცხადა. სამმართველოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი, რომელიც ოკუპირებული ყირიმის ქალაქ საკის აეროდრომზე დისლოცირებულ 43-ე საზღვაო-საავიაციო პოლკს ეკუთვნოდა, 11 სექტემბერს ჩამოაგდეს გადასატანი სარაკეტო საზენიტო კომპლექსით. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, […]

ხალხის ძალას“ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საზოგადოებისთვის მკაფიო გახდა – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა

„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყებას და ჩვენს ოცეულს, აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი [ამ პროცესში] თავიდანვე ჩაერთო და ყველა მოქალაქეს მოუწოდა – [არჩევნებზე] ქუდზე კაცი [გამოვიდეს]“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ განვითარებული პროცესების დროსაც გამოჩნდა, რადგან […]

CFD მექანიზმმა ბანკებთან დაფინანსების მოზიდვის კუთხით, ბევრი პოზიტიური ფანჯრები გახსნა – გიორგი მარგებაძე

CFD მექანიზმმა ბანკებთან, დაფინანსების მოზიდვის კუთხით, ბევრი პოზიტიური ფანჯრები გახსნა, შეიძლება ითქვას, რომ ამან კარგად იმუშავა. გვერდზე რომ გადავდოთ ეს საკითხი, ძალიან ბევრი ინვესტორი არის დაინტერესებული, მათ შორის ევროპელი, სწორედ ამ მექანიზმით, – ამის შესახებ „საქმის კურსთან” ინტერვიუში მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ განაცხადა.

როგოია ბათუმში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა? – ახალი დეტალები

ბათუმში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს. ექიმის ინფორმაციით, 32 წლის კაცი მეხის დაცემის შედეგად კლინიკაში ელექტროტრავმით შეიყვანეს. მისი თქმით, ამ დროისთვის პაციენტი კონტაქტურია და სტაციონარშია გადაყვანილი. თავდაპირველად, ბათუმში მეხის ჩამოვარდნისა და ახალგაზრდა კაცის დაშავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მეტეოროლოგმა კობა ფარტენაძემ გაავრცელა: ბათუმში ახალგაზრდა კაცს მეხი […]