ნოდარ მელაძის თქმით, ცესკოს თავმჯდომარე შაბათის ეთერის გუნდზე ზეწოლას ახდენს

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაბათის ეთერის გუნდზე ზეწოლას ახდენს და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება. დღეს, 12 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ TV პირველის ჟურნალისტები ცესკოს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავებაში დაადანაშაულა. ნოდარ მელაძე […]

ესტონეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი კარისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. “წინ შეხვედრები და დისკუსიები გველის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი მიზნების მიმართ, მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – წერს კარისი. შეგახსენებთ, უკრაინის დედაქალაქში გუშინ ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდნენ, […]

ლევან დავითაშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ტინგ სუესიანგს შეხვდა

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დინამიურად ვითარდება და ამ ურთიერთობის მაღალ ნიშნულზე შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მხრიდან გამოხატული მკაფიო მხარდაჭერა, მათ შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებში თანამშრომლობის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პეკინში, ჩინეთის სახალხო […]

საპენსიო სააგენტოს აქტივები გაიზარდა – რომელ საფონდო ინდექსებში აქვს ორგანიზაციას ₾990 მლნ-ი ინვესტირებული

საქართველოს საპენსიო სააგენტო აგვისტოს საინვესტიციო შედეგებს აქვეყნებს – ფონდის მთლიანი აქტივების მოცულობამ 5.5 მილიარდ ლარს მიაღწია, შესაბამისად, აგვისტოს განმავლობაში ფონდის აქტივები 174 მილიონი ლარით გაიზარდა. ფონდის მთლიანი ოდენობიდან 1.23 მილიარდი ლარი აქტივებზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს წარმოადგენს. 5.5 მილიარდი ლარი წარმოადგენს საქართველოს 1,548,000 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს, რაც სისტემის ერთი მონაწილისთვის საშუალოდ 3,552 ლარის დანაზოგს ნიშნავს. საპენსიო […]

ბრიუსელში მეეზოვეებმა ერთკვირიანი გაფიცვა გამოაცხადეს

ბრიუსელის ერთ-ერთ კომუნაში მუნიციპალური კომპანიის მეეზოვეებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ერთკვირიანი გაფიცვა გამოაცხადეს. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ The Brussels Times იუწყება. მეეზოვეთა პროფკავშირი ჩივის, რომ ბოლო წლებში მათ უფრო მეტი ინციდენტი აწყდებათ სამუშაოს დროს, უარესდება სამუშაო პირობები და მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მათ ჩივილებს არ ამჩნევს. ისინი გეგმავენ გაფიცვას 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით, მაგრამ განცხადებაში […]

„ამ ტემპით პრივატიზების დასრულებას 100 წელი დასჭირდება – ეკონომიკური აქტივების 70-80% გაჩერებულია“

„პრივატიზაციის პროცესში გამოწვევები ბევრია, მაგრამ ამ გამოწვევებს არსებული პრივატიზაციის პროცესი არ პასუხობს,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში არსებული გამოწვევები განპირობებულია რამდენიმე მიზეზით, კერძოდ: გასაყიდად არ გამოდის საინვესტიციოდ მიმზიდველი აქტივები, ქონება ვალდებულებებით იყიდება და ბიუროკრატიული პროცესები, რაც ეკონომიკურის ნაცვლად, პოლიტიკურ გადაწყვეტას ემყარება. „პრივატიზაციის პროცესში გამოწვევები […]

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების, სავარაუდოდ, უკანონოდ დამუშავების მცდელობა გრძელდება, არ დავუშვებთ თანამშრომლებზე ზეწოლას

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების, სავარაუდოდ, უკანონოდ დამუშავების მცდელობა გრძელდება, არ დავუშვებთ თანამშრომლებზე ზეწოლას ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა ინტენსიურ ხასიათს იძენს. როგორც კალანდარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო მოხელეები საკუთარ საქმიანობას წარმართავენ კანონმდებლობის შესაბამისად, კეთილსინდისიერად, ჩართულმა მხარეებმა კი მათი […]

„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ადგილობრივებთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ჭერისა და ძმაგულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. დელეგატობის კანდიდატმა ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობის როლზე საარჩევნო პროცესში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ […]

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები საქართველოში – ვინ დატოვა რეიტინგის TOP 10

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია. „კომერსანტი“ გთავაზობთ კომპანიების, რომლებშიც მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიციები განხორციელდა (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით): აღსანიშნავია, რომ კომპანიების რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებაა. 2023 წლის ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანიების რეიტინგში წლევანდელი ლიდერებიდან, […]

უკრაინის პროტესტის გამომწვევ ფილმს კიდევ ერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა უარი თქვეს პროგრამიდან ამოეღოთ რუსი დოკუმენტალისტის, ანასტასია ტროფიმოვას ფილმი „რუსები ომში“, რომლის მთავარი გმირები უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილე რუსი ჯარისკაცები არიან. უკრაინის ხელისუფლება ამ დოკუმენტურ ფილმს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამართლების მცდელობად აფასებს. უკრაინელი აქტივისტები და კინოს წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ფილმის ავტორი წარსულში მუშაობდა რუსულ პროპაგანდისტულ ტელეკომპანია RT-ში. თავად ანასტასია ტროფიმოვა […]