MAN-ის სატვირთო ავტომობილის შეძენა უკვე „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი

სატვირთოების, ავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე კომერციული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდის, MAN-ის სატვირთო ტრანსპორტის შეძენა „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ის, რომ MAN-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck and Bus-ია, რომელიც გერმანულ მოწინავე ბრენდს 2006 წლიდან წარმოადგენს. ლიზინგის პირობები მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. ამ დროისთვის სპეციალური შეთავაზებები […]
“ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა” – მეთიუ მილერი რუსული დაზვერვის სამსახურის ბრალდებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ განცხადებას, რომლითაც რუსული დაზვერვის სამსახურმა თქვა, რომ “შტატებს არჩევნებში “ოცნების” გამარჯვებისთვის ხელის შეშლა სურს“, გამოცემა “აქცენტთან” ინტერვიუში, თქვა: ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ რუსეთის სპეცსამსახურების მსგავს ბრალდებებს აბსურდულს ვუწოდებთ. აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ […]
შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვანი პროფესიონალებისგან

26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება – “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, დასვა შეკითხვები და მიხვდე რა მრავალფეროვანი განვითარება შეგიძლია იპოვო ბიზნეს სამყაროში. ღონისძიებაზე, ასევე, გექნება შესაძლებლობა, გაეცნოშ ენთვის საინტერესო ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს, დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზევე შეავსო განაცხადი და გახდე თიბისის გუნდის წევრი. თიბისის […]
“არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოს და ვიდეოს სთხოვდა, შემდგომ კი აშანტაჟებდა” – შსს–მ ერთი პირი დააკავა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ თბილისში ერთი პირი დააკავა – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “2006 წელს დაბადებული რ.ხ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გამოძალვის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]
გაეროს თანამშრომლები ემსხვერპლნენ ყოფილი სკოლის შენობაზე ისრაელის ავიაციის თავდასხმას

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) ექვსი თანამშრომელი დაიღუპა ღაზის სექტორში, ყოფილი სკოლის შენობაზე ისრაელის ავიაციის ორი თავდასხმის შედეგად. სააგენტოს თანახმად, ეს იყო დაღუპული თანამშრომლების ყველაზე მეტი რაოდენობა ერთ ინციდენტში. გაეროს გენერალურმა მდივანი, ანტონიუ გუტურუეში წერს X-ში, რომ რაც ღაზაში მოხდა, სრულიად მიუღებელია. სკოლის შენობას თავს აფარებენ იძულებით გადაადგილებული პალესტინელები, 12 ათასი ადამიანი – უმეტესობა ქალები […]
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს განიხილავენ. როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა […]
21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა პირველად დააფიქსირა პოზიცია და აღნიშნა, რომ “ინანიებს”. საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, […]
შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ პროგრამა არის, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსს და სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან – იმდენად არიან აბსურდში, ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს

„ლელოს“ პროგრამა არის, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსს და სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. იმდენად არიან აბსურდში, ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა. მისი […]
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ადგილობრივებთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ჭერისა და ძმაგულის მოსახლეობას შეხვდა. პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, დელეგატობის კანდიდატმა ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობასა და მოსახლეობის […]
ლევან მაჭავარიანი – როცა სენატში პოლიტიკურად ანგაჟირებული კი არა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პიროვნება და რადიკალური „ენჯეოს” წარმომადგენელია მიპატიჟებული, მის მოხსენებას ჩვენი საზოგადოებისთვის რა ფასი უნდა ჰქონდეს?

როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული კი არა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პიროვნება და რადიკალური „ენჯეოს” წარმომადგენელია მიპატიჟებული, მის მოხსენებას ჩვენი საზოგადოებისთვის რა ფასი უნდა ჰქონდეს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული. მისი თქმით, ასეთი ტიპის განხილვებზე მიუკერძოებელი […]