სასამართლომ ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სასამართლო ნიკა გვარამიას 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ნიკა გვარამია.

28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა – საია-ს თავმჯდომარე

28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა – საია-ს თავმჯდომარე მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, […]

კონკურენციის სააგენტომ ცემენტის ბაზარზე ორი კომპანია დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ, ცემენტის წარმოების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა, თუმცა კომპანიები და შემსყიდველები დააჯარიმა, რადგან კონცენტრაციაზე წინასწარ არ ჰქონდათ სააგენტოსთვის მიმართული. საქმე შეეხება ლევან ვარსიმაშვილისა და გია ვარსიმაშვილის მიერ შპს „მაქს იმპორტის“ 50-50%-იანი წილების შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციებს. “GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ […]

„ბანკებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყველა პირის მომსახურება უნდა შეწყვიტონ, რადგან ამის შემდეგ სწორედ მათ შეექმნებათ პრობლემა“- გიორგი კეპულაძე

,,საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე დარწმუნებულია, რომ კომერციული ბანკები საქართველოს პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან და სანქცირებულ ჩინოვნიკებს მომსახურებას არ გაუწევენ. კეპულაძის შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე მეტად სწორედ კომერციული ბანკები დაზარალდებიან. რაც შეეხება ოცნების წევრებს, მათთვის ძალადობრივი ქმედებით გამოწვეული ყველა უარყოფითი შედეგი წინასწარ იყო ცნობილი, ამიტომაც შესაძლოა, ირაკლი კობახიძე სანქციებისთვის უკვე მზად იყოს. ,,სისტემა […]

საია-ს თავმჯდომარე – 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა

მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, […]

გენერალურ პროკურატურასთან აქცია სახელწოდებით, „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს“ იმართება

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია სახელწოდებით, „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს“ იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, მათ შორის, საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ და ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ. ერთ-ერთი დაკავებულის, 19 წლის ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ ყველა დაკავებული არის პოლიტიკური პატიმარი და ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის და პატრიოტიზმისთვის […]

მარკ რუტე – ხშირად ვეუბნები ზელენსკის, რომ უნდა შეწყვიტოს ოლაფ შოლცის კრიტიკა, რადგან ეს უსამართლოა

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ხშირად ვეუბნები ზელენსკის, რომ უნდა შეწყვიტოს ოლაფ შოლცის კრიტიკა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. ამასთან, რუტემ განაცხადა, რომ ის, შოლცისგან განსხვავებით, უკრაინას Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის და არ […]

ეკა სეფაშვილი – პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება მაფიქრებინებს, რომ ის პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები არ არსებობს – არა მგონია, მისი განცხადება ვინმემ სერიოზულად მიიღოს

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ 29 დეკემბრამდე ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, მაფიქრებინებს, რომ ის პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები და კონსტიტუცია არ არსებობს – არა მგონია, მისი განცხადება ვინმემ სერიოზულად მიიღოს, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას „ხალხის ძალის” დეპუტატი ეკა სეფაშვილი. სეფაშვილი იმასაც ამბობს, რომ ზურაბიშვილს გარედან მკაცრი დავალება […]

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ პროცესი მაშინვე დაიწყება, როგორც კი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. ტრამპის თქმით, ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველივე დღეს მოეწერება ხელი ბრძანებების ისტორიულ ფურცელს, რათა დაიკეტოს ქვეყნის საზღვრები არალეგალი უცხოელებისთვის და, პარალელურად, დაიწყება ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაცია ამერიკის ისტორიაში.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ახალი წლის წინა დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოში 29 დეკემბრამდე ზამთრის თბილი ამინდებია მოსალოდნელი. გვაზავას თქმით, ღამის ყინვის გამო, შედარებით ეციება აღმოსავლეთ საქართველოში. “გასული კვირა იყო ძალიან რთული მეტეოროლოგიური სიტუაციებით. განსაკუთრებით, ძლიერი ნალექი აღინიშნა დასავლეთ საქართველოში, ნაკლები ნალექი მოვიდა აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, ეს არის ბაკურიანი, ახალციხის მიდამოები. ნალექი თითქმის არ აღნიშნულა […]