პროკურორი ოთარ ცინდელიანისთვის გამოტანილ განაჩენზე – სასამართლომ ობიექტური, კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს. ლევან ვეფხვაძე განმარტავს, თუ რის საფუძველზე ცნო მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 21 წლის ოთარ ცინდელიანი ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ და რატომ მიუსაჯა მას უვადო თავისუფლების აღკვეთა. „სასამართლომ ობიექტური, კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება […]

ურუშაძე: ინვესტიციის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტში ავაშენებთ სატვირთო ტერმინალს

· 59 · · 14 მილიარდიანი ინვესტიციის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავაშენებთ სატვირთო ტერმინალს, ქუთაისი გახდება აგრო-ლოგისტიკური და ინდუსტრიული ცენტრი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანას ევროპულ ბაზარზე, იმერეთის რეგიონის აგროზონად ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ სექტორში. ჩამოყალიბდება რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვით ადგილობრივი საწარმოების მშენებლობას და ქუთაისის […]

ძალიან მაგარი ხელფასი – რას აპირებს კახა კალაძე თბილისის მოქალაქეებისთვის

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია 400-მდე ვაკანსიას აცხადებს. მისი ინფორმაციითვე, საუბარია, შპს “თბილსერვის ჯგუფში“ არსებულ ვაკანსიებზე. “მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ. თბილისის მერიის შპს “თბილსერვის ჯგუფს“ აქვს ვაკანსიები. არის როგორც დასუფთავების, ისე სანიაღვრე და გარე განათების ქსელის მიმართულებით. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმება არის შესაძლებელი. 90% დასუფთავების […]

ნოდარ მელაძე ცესკოს თავმჯდომარეს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მელაძე აცხადებს, რომ გიორგი კალანდარიშვილი ზეწოლას ახდენს შაბათის ეთერის გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ დღეს, 12 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრალი დასდო TV “პირველის” ჟურნალისტების, ცესკოს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავებაში. […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. მარსაგიშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2020 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის: მოსამართლედ მუშაობის პერიოდში […]

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება და აქედანვე იმზადებს საბაბს იმისთვის, რომ არჩევნები არ აღიაროს

ეს იმის დასტურია, რომ ოპოზიცია არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება და აქედანვე იმზადებს საბაბს იმისთვის, რომ არჩევნები არ აღიაროს, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო მეტი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რადიკალიზმი, ძალადობა და სიძულვილის ენა. „ჩვენ ეს უკვე გავლილი გვაქვს არაერთხელ. სხვა რამ […]

გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი “თბილისის ზღვა“ 80 კილომეტრ საათი სიჩქარით 2023 წლის მაისში გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომლთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს. ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე კი ამჯერად 100 […]

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი „ენჯეოები“ რა სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ და ამ სიასთან დაკავშირებით ბოღმის გარდა ვერაფერი ვეღარ თქვეს, რადგან ხვდებიან, რომ ეს მათი საბოლოოდ დამარცხების სიაა

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი „ენჯეოები“ რა სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ და ამ სიასთან დაკავშირებით ბოღმის გარდა ვერაფერი ვეღარ თქვეს, რადგან ხვდებიან, რომ ეს მათი საბოლოოდ დამარცხების სიაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხალხს გაუხარდა ის, რომ ლეგენდები პირველ ოცეულში არიან და გაუხარდათ ისიც, რომ თავად ბიძინა […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კიკვიძისა და ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას გოჩა ენუქიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დელეგატმა უპასუხა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს და მათ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის დელეგატი პაატა კვიჟინაძე ხარაგაულის სოფლების: სარგვეშის, ღორეშის, უბისისა და მაქათუბნის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია „დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან, საკრებულოს […]