Moderna 2025 წელს 3,5 მილიარდ დოლარამდე გაყიდვებს ელის

Moderna-მ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მომავალ წელს 2,5-დან 3,5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაყიდვებს ელოდება და პროგნოზირებს, რომ ახალი პროდუქტის გამოშვება გამოიწვევს შემოსავლის საშუალო წლიურ ზრდას 25%-ით 2026-2028 წლებში. ვაქცინის მწარმოებელმა გასულ თვეში დაგეგმა 3 მილიარდი და 3,5 მილიარდი დოლარის გაყიდვები ამ წლისთვის, რაც იქნება მისი ყველაზე დაბალი წლიური შემოსავალი მას შემდეგ, რაც Moderna-მ გამოუშვა COVID-19 ვაქცინა […]
“გამჭვირვალობის კანონი აუცილებელია, არ უნდა იყოს საზოგადოებაში რამე დამალული” – რას ამბობს ლაშა ტალახაძე

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ მისი მიზანი საქართველოს გაწევრიანებაა ევროკავშირში. ის პოლიტიკაში წავიდა და “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეშვიდე ნომრად წარდგა. “გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად შეაბიჯებს ევროპაში. დარწმუნებული ვარ ევროპაში შესვლას ვიმსახურებთ და ჩემი მთავარი მიზარია, რომ საქართველო […]
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების მონიტორინგი დაიწყო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი დაიწყო. სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში უკვე არის 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მათ 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დაემატებათ. მისიის წევრები ხელისუფლებსი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრა მედიასთანაც. მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ პრესკონფერენციაზე უარი თქვა წინმსწრებად შეეფასებინა […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ტოლაანთსოფელი, ალოტი, ევჟენტი და მიმდებარე სოფლებში; მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქავთარაანი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ჯიჯონი და მიმდებარე სოფლებში; […]
პეტრე ცისკარიშვილი – მართლმსაჯულება ივანიშვილის „კლანს“ რომ არ ჰქონდეს მიტაცებული, სააკაშვილი უნდა ხვდებოდეს ხალხს და კამპანიაში სრულყოფილად უნდა იყოს ჩართული

ამ ქვეყანაში სამართალი რომ იყოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის „კლანს“ არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს, უნდა ხვდებოდეს ხალხს, უნდა იყოს კამპანიაში სრულყოფილად ჩართული, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან ყველაზე მეტად მიშასი ეშინია ამ რეჟიმს , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ […]
მიკელ არტეტა “არსენალთან” კონტრაქტს 3 წლით გაახანგრძლივებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა “მეთოფეებთან” კონტრაქტს 3-წლით გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანელი ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. ესპანელ სპეციალისტს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა ლონდონური კლუბის მესვეურები 42 წლის სპეციალისტის მუშაობით აღფრთოვანებულები არიან და ხელშეკრულება 2027 წლამდე გაუფორმეს. შეგახსენებთ, არტეტამ “არსენალი” 2019 წელს ჩაიბარა. “მეთოფეებმა” მისი ხელმძღვანელობით ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგეს.
15 წლის წინ შეძენილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, „ავერსი“ სამედიცინო ტურიზმზე გათვლილ სასტუმროს, უნივერსიტეტს და სამედიცინო ცენტრს ააშენებს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რომელიც წლებია „ავერსის“ საკუთრებაშია კომპანია ახალი მულტიფუნქციური კლასტერის სამედიცინო, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და კომერციული ფუნქციებით განვითარება იგეგმება. ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალებით ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს „ავერსმა“ უკვე მიმართა. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ტერიტორია დაიყოფა სამ საპროექტო ნაკვეთად. პირველ ნაკვეთზე აშენდება ბლოკი, სადაც განთავსდება სამედიცინო კომპლექსი, სამედიცინო ტურიზმის მიზნებისთვის გათვლილი […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9742 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9786 ლარს შეადგენდა. […]
მედია: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე Storm Shadow-ის გამოყენების უფლება მისცა

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის წინააღმდეგ ომში ბრიტანული რაკეტა Storm Shadow გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის მაშინ, როცა რუსეთის ჯარები განაგრძობენ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ენერგეტიკისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. როგორც Guardian-ი იტყობინება სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიევს უფლება მიეცეს, გამოიყენოს ბრიტანული წარმოების ფრთოსანი რაკეტები რუსეთის ტერიტორიის შიგნით, თუმცა ამის […]
გიტანას ნაუსედა – უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო – ერთად დავამარცხებთ ურჩხულს

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა უკრაინასთან ერთად ომში ურჩხულს დაამარცხებს. ნაუსედამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვა აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას საკუთარ ბრძოლად მიიჩნევს. „უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ურჩხულს, რომელსაც იმპერიალისტური ამბიციები მართავს“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას ომის […]