ჯიმ რიში – განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ჩვენს მეგობრებზე საქართველოში – 2012 წლის შემდეგ ჩვენი ნდობა და ხედვა იმედგაცრუებული აღმოჩნდა და ვფიქრობ, ეს რბილად ნათქვამია
2012 წლის შემდეგ ჩვენი ნდობა და ჩვენი ხედვა იმედგაცრუებული აღმოჩნდა, ეს ვფიქრობ, რბილად ნათქვამია. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მიმდინარეობს განხილვა თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“. სენატორის თქმით, ის განსაკუთრებულით შეშფოთებულია საქართველოსთან დაკავშირებით. “უპირველეს ყოვლისა, ყველა უნდა შევთანხმდეთ და ვაღიაროთ, […]
გორში, პროექტის ”აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, სპორტულ-კულტურული ღონისძიება გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის” ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმრო „გორი ინნ”-ისა და „აჭარაბეთის” მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, გორში, სასტუმრო ”გორი ინნში”, სოციალური პროექტის_ “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულმა […]
რატი იონათამიშვილი პარალიმპიელებს – ჩვენ მთელ მსოფლიოს ვანახეთ, როგორი ბრძოლა და ერთობა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, დავიცვათ ერთმანეთი და წინ აღვუდგეთ უსამართლობას
ჩვენ მთელ მსოფლიოს ვანახეთ, როგორი ბრძოლა და ერთობა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, დავიცვათ ერთმანეთი და წინ აღვუდგეთ უსამართლობას. ამიტომ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი, ლაღი და შეკრული გუნდი, ვინც კიდევ ბევრჯერ ააჟღერებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს და ყველაზე მაღლა ააფრიალებთ საქართველოს დროშა , – ასე მიმართა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა […]
პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა
პარლამენტში თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მათ სერტიფიკატები გადასცა. „მოხარული ვარ, რომ ეს წამოწყება წარმატებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო და კერძო სექტორს ერთმანეთთან როგორც აზრთა გაცვლის, ასევე გამოცდილების გააზრების შესაძლებლობა ჰქონდეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტი კვლავაც აქტიურად […]
„ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშოროს არამზადები“ – რიში
„იმედს მაძლევთ, როცა მეუბნებით, რომ უმრავლესობას სწორი რამის გაკეთება სურს. [..] თუ რასაც თქვენ ქართველ ხახლსა და მის სურვილებზე ამბობთ, სიმართლეა, ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშორონ არამზადები და მოიპოვონ თავიანთი მომავლის კონტროლი. ვილოცებთ თქვენთვის“, – განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე. რიშის ამ განცხადებას წინ უძღოდა მისი რეპლიკა, რომ აშშ-ში არ ესმით […]
ეკა გიგაური – ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს
საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ! , – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა აშშ-ში, სენატში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც განხილვის თემა „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ […]
შალვა პაპუაშვილი – ძვირფასო პარალიმპიელებო, გილოცავთ მიღწეულ შედეგებს, თქვენ ასახელეთ საქართველო და შთაგონების წყაროდ იქეცით მრავალი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ
დიდი სიხარულითა და სიამაყით ვხვდებით სამშობლოში დაბრუნებულ ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს პარალიმპიურ თამაშებზე და გული ბედნიერებითა და აღფრთოვანებით აგვივსეს , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარალიმპიელების დახვედრის ღონისძიებაზე. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ათლეტების დამსახურებით, პარალიმპიადაზე საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. 180 ქვეყნიდან 51-ე ადგილზე გავედით, სპორტსმენებმა საქართველოსთვის რეკორდული რაოდენობის მედლები მოიპოვეს. „ძვირფასო […]
Carlsberg–ი ყაზახეთში უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში 100 მილიონ ევროზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს
Carlsberg გეგმავს 100 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციას განახორციელოს ყაზახეთში უალკოჰოლო სასმელების წარმოების ქარხნის მშენებლობაში, რაც გააორმაგებს მის მთლიან ბიზნეს–მოცულობას – იტყობინება კომპანიის ვებგვერდი. „მოსალოდნელია, რომ ახალი ინვესტიცია გამოიმუშავებს ორნიშნა ანაზღაურებას ინვესტირებულ კაპიტალზე (ROIC) პირველი წლიდან და გაზრდის ჯგუფის ROIC-ს მესამე წლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. Carlsberg Group–მა და PepsiCo, Inc.–მა გამოაცხადეს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება ახალი შეთანხმების […]
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია – მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია – მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები იყო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს 26 […]
საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას – ლევან დავითაშვილი
მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას. მომსახურებით ვაჭრობაზე ბარიერების შემცირებით, ჩვენ ბიზნესს ვაძლევთ უფრო დიდ წვდომას ბაზარზე და ვიზიდავთ უფრო მეტ ინვესტიციას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა ICT, ფინანსები, ლოგისტიკა და ტურიზმი. ლიბერალიზაციის ამ პროცესს ხელი შეუწყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა. ისინი მოიცავს ყოვლისმომცველ თავებს სერვისების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა გაძლიერდეს […]