საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთარი სისხლის ბანკი ექნება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დამოუკიდებელი საწარმოო ტრანსფუზიოლოგია, საკუთარი სისხლის ბანკი იფუნქციონირებს. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა. შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში მოხდება. მთავრობა განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტროში ამ სისტემის არსებობა გულისხმობს სისხლის აღებას, კომპონენტების დამზადებას, შენახვას და ადმინისტრირებას, მუდმივად […]
ბენ კარდინი – გასაოცარია, მაგრამ “უცხოური გავლენის” კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვნენ – კონგრესს აქვს პასუხისმგებლობა, გაბედული ნაბიჯები გადადგას
გასაოცარია, მაგრამ „უცხოური გავლენის“ კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს – დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვნენ , – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობს განხილვა თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული […]
პარალიმპიურმა ჩემპიონმა გიგა ოჩხიკიძემ პრემიერ-მინისტრს სპორტის განსაკუთრებული გულშემატკივრობისთვის საჩუქრად ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი გადასცა
პარალიმპიურმა ჩემპიონმა გიგა ოჩხიკიძემ პრემიერ-მინისტრს სპორტის განსაკუთრებული გულშემატკივრობისთვის საჩუქრად ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარალიმპიელმა ჩემპიონმა პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარალიმპიური კომიტეტის სურვილია, ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი პრემიერის პირად კოლექციაში დარჩეს. „ჩვენი მხრიდან, ჩვენი გუნდისგან, ჩვენი პარალიმპიური კომიტეტისგან გვსურს, ერთი პატარა საჩუქარი გავუკეთოთ ბატონ ირაკლი კობახიძეს. ძალიან კარგად ვიცით ბატონი ირაკლი […]
კახა კალაძემ სამშობლოში დაბრუნებულ პარასპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა
სამშობლოში დაბრუნებული პარალიმპიელებისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დახვედრის ცერემონია გაიმართა. პარიზის ზაფხულის XVII პარალიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე პარასპორტსმენებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს, რაც ქართული პარასპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. ღონისძიებაზე პარალიმპიელებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. „გვახსოვს, რამხელა იმედით გაგაცილეთ და მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზიარებთ ამ უდიდეს, […]
აშშ-ის ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთიდან შინ ბრუნდება
დასრულდა პენტაგონის იშვიათი მანევრი, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ავიამზიდი ჰყოლოდა უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“ შინ მიემგზავრება. აშშ-ის თავდაცის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განკარგულება გასცა, რომ „თეოდორ რუზველტს“ მოკლე ვადით გაეგრძელებინა თავისი მისია და დარჩენილიყო რეგიონში, მაშინ, როცა ავიამზიდი „აბრაჰამ ლინკოლნი“ სასწრაფო წესით გაიგზავნა რეგიონში. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის […]
“შავი ლომი” | “იბერიანსთან” ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ” – რიჩარდ კოკერილი
“შავი ლომი” უკვე ესპანეთშია, სადაც 2024 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ შეხვედრაში, ბურგოსში, ესპანურ “იბერიანსს” შეერკინება. შეხვედრა 15 სექტებერს, საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება. გუნდის მთავარი მწვრთნელისთვს, ინგლისელი რიჩარდ კოკერილისთვის ეს იქნება პირველი ოფიციალური მატჩი “შავი ლომის” დამრიგებლის რანგში: “კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. მოთამაშეებმა ბევრი იშრომეს, კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან და მოუთმენლად ველით ჩვენს პირველ […]
“ოცნების” “სიძულვილის შემცველი რეკლამის” არგაშვების გამო “მთავარი არხი” 5000 ლარით დაჯარიმდა
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპის ეთერში არგაშვების გამო “მთავარი არხი” 5 000 ლარით დაჯარიმდა. მაუწყებელმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე ეხება მმართველი პარტიის ვიდეორგოლს, სადაც “ოცნება” საკუთარი თავის ალტერნატივად ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს. პირველი “ბნელ წარსულად” არის მოხსენიებული, მეორე კი – “მორალურ გადაგვარებად”. მთავარმა არხმა ჩათვალა, რომ აღნიშნული რეკლამა არღვევს “მაუწყებლობის შესახებ”კანონს სიძულვილის ენის წახალისება/აკრძალვის ნაწილში. […]
პრემიერი – 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, გვქონდა საუკეთესო შედეგი გუნდურ ჩათვლაში, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია
2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში, 2024 წლის პარიზის თამაშებში კი უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 9 პარასპორტსმენი სამშობლოში პარალიმპიური მედლით დაბრუნდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური […]
ზელენსკის მტკიცებით, რუსეთის კონტრშეტევა კურსკში უკრაინული გეგმით მიდის
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კურსკის ოლქში 10 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. „ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩრდილოეთის დაჯგუფების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის ორი კონტრშეტევა ფანასევკასა და სნაგოსტის დასახლებების მიმართულებით და აღკვეთეს თავდასხმის მცდელობა ოლგოვკას დასახლების მიმართულებით“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. რუსული მხარის ცნობით, სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციები გრძელდება ტყის რაიონებში უკრაინის დივერსიული […]
მინიმალური თანადგომა და მაქსიმალური პრეტენზიები – ქეცბაიამ შეიძლება კვიპროსის ნაკრები დატოვოს
goal.philenews-ის ცნობით, კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგიოს კუმასთან შეხვედრა მოითხოვა და არაა გამორიცხული პოსტი დატოვოს. ადგილობრივი მედია უკვე ქეცბაიას შესაძლო მემკვიდრეზე, სოფრონის აგვუსტისზე (იხ. სურათი) ლაპარაკობს, მაგრამ ის ამჟამად „კარმიოტისას“ უდგას სათავეში და არავინ იცის, მოისურვებს თუ არა ეროვნული გუნდის თავკაცობას, ან გაუშვებს კი კლუბი? კვიპროსმა ერთა ლიგის პირველ ტურში […]