დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინის განცხადებამ რუსეთის სიღრმეში დარტყმების შედეგების შესახებ ადრესატამდე მიაღწია

კრემლს ეჭვი არ ეპარება, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგები მოჰყვება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმებს, ადრესატამდე მიაღწია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „განცხადება, რომელიც პუტინმა გუშინ გააკეთა, არის ძალიან მკაფიო, ცალსახა და ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა“, – დასძინა კრემლის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, […]

14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება

14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ფოკუსშია -ფოთი, როგორც კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი. პროექტი 3 ნაწილისგან შედგება: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა, ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა, კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი. „ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სახელოვნებო, შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი საფესტივალო […]

„სამოქალაქო იდეა“ – საქართველოს მთავრობის მიერ თანამშრომლობისთვის შემოთავაზებული ჩინური კომპანია საეჭვო რეპუტაციის მქონე ენერგეტიკული კორპორაციაა – მთავრობა კვლავ არ იჩენს საკმარის პასუხისმგებლობას ჩინურ კომპანიებთან მიმართებით

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ თანამშრომლობისთვის შემოთავაზებული ჩინური კომპანია China Huadian Corporation, საეჭვო რეპუტაციის მქონე ენერგეტიკული კორპორაციაა და მთავრობა „კვლავ არ იჩენს საკმარის პასუხისმგებლობას ჩინურ კომპანიებთან მიმართებით“. ორგანიზაცია აღნიშნული კომპანიის დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ „მრავალი კანონდარღვევის შემთხვევის გარდა, ვერც მისი მდგრადობისა და უსაფრთხოების რეპუტაცია ამართლებს თანამშრომლობის ტრაფარეტულ პირობებს“. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ეკონომიკისა და […]

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან გაიმართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ჯავის, გვაზაურისა და სააკაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ხელაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, ასევე ამომრჩეველთან ისაუბრა ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. „აქ ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ და ვცდილობთ, მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.

ოთარ შამუგია – სახელმწიფოს მხრიდან მევენახე ფერმერების მხარდაჭერა, ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია და უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში“ იმყოფებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა სახელმწიფოს მხრიდან მევენახე ფერმერების მხარდაჭერასა და ბაზრების დივერსიფიცირების […]

თინა ბოკუჩავა – ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები

აშშ ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს და უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი, რაზეც ღიად ისაუბრეს კანონმდებლებმა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის […]

საქართველოს პარლამენტმა ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად 270 დავალება გასცა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად 270 დავალება გასცა. როგორც აპარატის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების ნაწილი აცდენილია სახალხო დამცველის რეკომენდაციების სულისკვეთებას, მათ ფორმულირებაში შეტანილი არსებითი ცვლილებების გამო და სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით არ წარმოადგენს სახალხო დამცველის რეკომენდაციიდან გამომდინარე დავალებას. ამასთან, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, წინა წლებთან შედარებით, […]

გარდაიცვალა მსახიობი ზურა ბერიკაშვილი

გარდაიცვალა მსახიობი ზურა ბერიკაშვილი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი დისშვილი, ანო მაისურაძე ავრცელებს. ზურა ბერიკაშვილი ცნობილი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის შვილი იყო. გასული წლის ბოლოს, ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მკურნალობდა.

შემოდგომას აგრობაზარი – “უნიკალური ქართული გემო“

შემოდგომას სათანადო მხიარულებითა და სავსე დახლებით ვეგებებით – 14 და 15 სექტემბერს, დედაენის ბაღში აგრობაზარი “უნიკალური ქართული გემო“ დაგხვდებათ! “რა გინდა, სულო და გულო, აქ რომ ვერ იპოვო?! სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მეწარმეები ჯანსაღ და სიყვარულით დამზადებულ პროდუქტებს დაგახვედრებენ. ნაცნობ გემოებთან ერთად, კულინარიულ სიახლეებსაც აღმოაჩენთ და ამ გემრიელ თავგადასავალს დაუვიწყარ მოგონებადაც გადააქცევთ. დაე, ეს დღეები დამეგობრების, […]

პსჟ-მა გადახდაზე უარი განაცხადა – მბაპეს სახელფასო დავალიანებაზე დავა გაგრძელდება

L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ კილიან მბაპესთვის დავალიანების გადახდას არ აპირებს და საქმის შემდგომ ინსტაციაში გასაჩივრებას გეგმავს. გუშინ საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის იურიდიულმა კომიტეტმა პარიზელები დაავალდებულა, რომ გუნდის ყოფილი თავდამსხმელისთვის დავალიანება გადაეხადა, თუმცა “პარკ დე ფრენსის ბინადრები” ამას არ დაემორჩილნენ და გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. კილიანს ბოლო 3 თვის თანხა, რომელიც ბონუსებისა და ხელფასების ჩათვლით 55 მილიონ ევროს შეადგენს, […]