დებატებიდან 24 საათში კამალა ჰარისმა $47 მლნ მოიზიდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისისა და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიები გამორჩეული იმითაც არის, რომ, გარდა პოლიტიკური საკითხებისა, მხარეები ერთმანეთს კამპანიების დასაფინანსებელი თანხების მოზიდვაში ეჯიბრებიან. კანდიდატებს შორის ბოლო დებატებიდან 24 საათში კამალა ჰარისმა დამატებით $47 მილიონი მოიზიდა და ამით რესპუბლიკელებთან ფინანსურ რბოლაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში დემოკრატებმა შემომწირველებისგან $361 მილიონი მიიღეს, რაც თითქმის სამჯერ […]
ვახტანგ თურნავა – ერთობლივი ძალისხმევით ახალგაზრდებს მივეცით საკუთარი ნიჭის აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა, მჯერა, ჩემს ახალ ამპლუაში სხვაგვარად შემიძლია შევიტანო წვლილი – ვიმუშაო საქართველოს როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ცენტრად პოზიციონირებისთვის
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრი ვახტანგ თურნავა სოციალურ ქსელ „ლინკდინზე“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც „სქილვილის“ კოლეგებს და პარტნიორებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. თურნავა იმ წარმატებაზე საუბრობს, რომელსაც მან და მისმა გუნდმა საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების კუთხით მიაღწიეს. როგორც თურნავა აღნიშნავს, მისი და კოლეგა კომპანიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი ლარი შემოვიდა. მისივე თქმით, “ეს გუნდური […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხაზი გაესვა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას. დელეგატის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. „შეხვედრაზე, განვიხილეთ, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე, ვისაუბრეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე […]
პაატა მანჯგალაძე – თუ „ოცნების“ რომელიმე ლიდერი ამას უარყოფს, მზად ვართ, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინ ავუხსნათ, თუ როგორ მოვიტანთ 14 მილიარდ ევროს
14 მილიარდი ევრო რეალურია, „ოცნება კეტავს“ ამ შესაძლებლობას და ჩვენ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავხსნით მას, რადგან დაჩქარებული წესით დავიწყებთ მოლაპარაკებას, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, მსგავსი ევროპული დაფინანსება საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და განათლების სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოხმარდება. “ჩვენი დაპირება არის რეალური იმასთან […]
რა საფუძვლით იზღუდება 3 პარტიის საარჩევნო რეკლამა – განმარტებები
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ასე შეაფასა მან კომისიის ბოლო გადაწყვეტილებები. გუშინ, 12 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ ოთხს არხს – საზოგადოებრივ მაუწყებელს, “TV პირველს”, “მთავარ არხს” და “ფორმულას” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. პროცედურის მიხედვით, კომისიის მიერ სამართალდამრღვევად ცნობილ მაუწყებელს შესაბამის სანქციას სასამართლო განუსაზღვრავს. ამ შემთხვევაში, კომისიამ […]
ოზგანი რუსეთის საინვესტიციო პროექტების შესახებ აფხაზეთში
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების დოკუმენტი საინვესტიციო საქმიანობის შესახებ “არ ცვლის კანონმდებლობაში არსებულ ნორმას, რომ რუსეთის იურიდიულ პირებს შეუძლიათ განახორციელონ საინვესტიციო პროექტები აფხაზეთში, რესპუბლიკაში [დე ფაქტო] რეგისტრირებული ფილიალების მეშვეობით”. ოზგანმა განაცხადა, რომ მხარეებმა დაადგინეს საინვესტიციო სფეროები, რომლებიც ექვემდებარება მთავრობათაშორის შეთანხმებას – ეს არის […]
ინგლისში ენცოს არ დასჯიან – არგენტინელს პრემიერ ლიგაში სანქციები არ ელოდება
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) “ჩელსის” არგენტინელ ნახევარმცველ ენცო ფერნანდეშს არ დასჯის. 23 წლის ფეხბურთელმა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ არგენტინის ნაკრების ავტობუსში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეძახილები დაიწყო. “ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველანი ანგოლადან არიან. დედები ნიგერიელები არიან, მათი მამები კამერუნელები, მაგრამ მათ პასპორტებში წერია – “ფრანგული”, – სკანდირებდა ენცო. ინგლისის ფეხბურთის […]
“ლაშას პირად ან მის ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ვერავის ვერ გაპატიებთ” – გიორგი ჭინჭარაული განცხადებას აკეთებს
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული თავის სოციალურ ქსელში განცახდებას ავრცელებს ლაშა ტალახაძის პოლიტიკაში წასვლის შესახებ ატეხილ კრიტიკაზე: “რამდენიმე დღეა თავს ვიკავებ, მაგრამ, ბევრი ისეთი ადამიანი გადავიდა “დაუკრეფავში”, ვინც წესით მე პატივს მცემს და მითვალისწინებს…. აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მიუღებელია, ადამიანი გეზიზღებოდეს პოლიტიკური შეხედულების გამო… არ აქვს მნიშვნელობა […]
“მისი მხრიდან მუდმივად ვხედავთ კინკლაობაში შემოყვანის მცდელობას” – პრემიერის კომენტარი ბრიფინგზე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა, მან არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე“. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი სულ ცდილობთ მათ კინკლაობაში შეყვანას, “ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში. არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას […]
რომან ფიფია – ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ დინამო არენაზე ოქტომბრის თამაშს, მაგრამ გადაწყვეტილება ფედერაციამ უნდა მიიღოს
ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ [დინამო არენაზე] ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი გვეცოდინება შემდეგ კვირას, – აღნიშნულის შესახებ „თბილისის დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ „კვირის პალიტრას“ განუცხადა. როგორც რომან ფიფიამ განმარტა, დინამო არენასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს მომდევნო კვირისთვის ელოდებიან. “დინამო არენა ორი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. პირველი იარუსი უფრო ძველია, გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მეორე კი […]