სახელმწიფო სამშენებლო კომპანია „დელტა მშენებელს“ შემოსავალი 105.6 მილიონ ლარამდე გაეზარდა

საქართველოს მთავრობის საკუთრებაში არსებულმა კომპანია „დელტა მშენებელმა“ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 25 მილიონი ლარით, 105.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, გაუმჯობესდა მოგების მაჩვენებელიც და ის 2022 წელს 5.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 1.8 მილიონი ლარით აღემატებოდა. „დელტა მშენებელის“ უმსხვილეს პროექტს „ჯარის ქალაქი“ წარმოადგენს, რომელიც […]

მე მაქვს გაცხადებული ამბიციური მიზანი, რომ საქართველომ ევროპის ქვეყნების სამეულში დაიკავოს ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით – პრემიერი

მე მაქვს გაცხადებული ამბიციური მიზანი, რომ საქართველომ ევროპის ქვეყნების სამეულში დაიკავოს ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ვინც პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე, არის სწორედ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. „ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება, გამოიკვლიოს ნებისმიერი ფაქტი, რაც შეიძლება, უკავშირდებოდეს პარტიების არალეგალურ დაფინანსებას და აქ იკვეთება რეალურად […]

“დასავლეთისგან უკრაინისთვის უფრო ინტენსიურ დახმარებას უნდა ველოდოთ” -დონალდ ტუსკი

რუსეთის ფედერაციისთვის ირანის მიერ რაკეტების მიწოდების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, “დასავლეთისგან უკრაინისთვის უფრო ინტენსიურ დახმარებას უნდა ველოდოთ”, – მიიჩნევს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. 13 სექტემბერს ვროცლავში გამართულ ბრიფინგზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინა უკეთ უნდა იყოს აღჭურვილი და შეძლოს უკრაინის ცის მაქსიმალურად ეფექტიანად დაცვა, რაც, გარკვეული აზრით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვასაც […]

მთავრობა არ დაესწრება პრეზიდენტის ორგანიზებულ ოლიმპიელების საჯარო დაჯილდოებას

საქართველოს მთავრობა მონაწილეობას არ მიიღებს პრეზიდენტის მიერ საჯარო სივრცეში ოლიმპიელებისა და პარალიმპელების დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც 13 სექტემბერს გაიმართება, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად. “არა, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინტიტუტებს, არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე და იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. […]

“მეგობრები სწორედ ამისთვის არიან” – გაბრიელიუს ლანდსბერგისი კიევშია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. “მე დავბრუნდი კიევში, რადგან მეგობრები სწორედ ამისთვის არიან”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. 11 და 12 სექტემბერს კიევში იმყოფებოდა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვია, რომელიც უკრაინას ომში “მონსტრის” დამარცხებას დაჰპირდა. ნაუსედამ ასევე თქვა, რომ მისი სახელმწიფო ელოდება “დადებით გადაწყვეტილებას” უკრაინისთვის მოკლე დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენასთან […]

მარნეულში ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს – “თანხა მოსთხოვეს”

მარნეულში ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა ადამიანებმა დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს და ბიზნესმენის მხრიდან უარის შემდეგ, მის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. ხელყუმბარა არ აფეთქდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.

გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი

55 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი. ზურა ბერიკაშვილის დის შვილმა, ანო მაისურაძემ, რამდენი საათის წინ დაწერა: ამ 9 თვის განმავლობაში, იმდენი რამე და ვინმე გადავიაზრე, ვინ მოთვლის. დიდი განსაცდელი, დიდი გამოცდაა რა, მართლა. მიყვარხარ ზუკა და გული მეგლიჯება ყოველ წამს გარდაიცვალა ზურა. პანაშვიდები 14 და 15 სექტემბერს. მისამართი: თამარაშვილის 19ა. გასვენება 16 სექტემბერს. ცნობისთვის, […]

გიგაურისნაირებს რომ უსმენენ დღეს ამერიკაში, იმიტომ აღარ უსმენს მათ ქართველი ხალხი და იმიტომ აღარ აქვს ფასი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ჩვენი საზოგადოებისთვის

გიგაურისნაირებს რომ უსმენენ დღეს ამერიკაში, იმიტომ აღარ უსმენს მათ ქართველი ხალხი და იმიტომ აღარ აქვს ფასი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ჩვენი საზოგადოებისთვის „26 ოქტომბრამდე გაძლიერებული გარე ჩარევების რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ დასავლეთი იძულებული იქნება საქართველოსთან მიმართებით შეცვალოს პოლიტიკა და პატივი სცენ ქართველი […]

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს – თქვენთვის სასურველ დროს, სასურველ ტელეარხზე, მზად ვარ, დავასახელო ის ევროპული ფონდები, საიდანაც 14 მილიარდ ევროს მოვიზიდავთ – თუ მართალი ხართ, დავსხდეთ დებატებში!

მე მზად ვარ პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას რომელ ფონდებზე არის საუბარი, იმიტომ, რომ მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ, – ასე უპასუხა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების დაწყებისთანავე აღნიშნული დაფინანსება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება. „ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, […]

ცესკო ამომრჩევლებს, ხმის მიცემის ადგილის გასაგებად, მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმებისკენ მოუწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს, ხმის მიცემის ადგილის გასაგებად, მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ამასთან, იოსელიანის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებას ცესკოს ახალი მობილური აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს. „26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური […]