ნატოს გენერალური მდივანი უსამართლოდ მიიჩნევს ზელენსკის მიერ შოლცის კრიტიკას

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისადმი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს. რიუტემ გერმანულ სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ ზელენსკის არაერთხელ უთხრა, რომ შოლცის მიმართ კრიტიკა უნდა შეეწყვიტა, რადგან, მისი აზრით, ეს სამართლიანი არ არის. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, შთამბეჭდავია, რომ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მასშტაბით გერმანია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა და […]

ბაკურიანში 3-დღიანი პროექტი – „შესაძლებლობები უსაზღვროა“ განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში 3-დღიანი პროექტი – „შესაძლებლობები უსაზღვროა“ განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი […]

ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა იანვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება – თეა ზაქარაძე

ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას – აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ბიზნესმა, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ პრემიერთან შეხვედრამდე განაცხადა. მისი თქმით, თუ ქვეყანაში მიმდინარე […]

12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ნოშიკო ნამორაძე

12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა! – ასე მიმართა “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე. „12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც უკრაინაში ხდება? უკრაინა მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში […]

“თავის დათვლების ნაცვლად მოუსმინეთ ხალხს და დანიშნეთ ახალი არჩევნები“ – ნოდიკო ტატიშვილი

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება თავების დათვლას თავი უნდა დაანებოს და ახალი არჩევნები უნდა ჩანიშნოს. “იმედიანად ვარ. ამიტომ ვდგავარ 25 დღეა აქ და კიდევ ვიდგები, რამდენიც საჭიროა. ერთადერთი გამოსავალი ამ საშინელებიდან, რაც დღეს ხდება არის ახალი არჩევნები. ასევე უნდა გათავისუფლდნენ უდანაშაულო პატიმრები. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. არავინ დაღლილა და ამის […]

ნოშიკო ნამორაძე – 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!

12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა! – ასე მიმართა “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე. „12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც უკრაინაში ხდება? უკრაინა მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში […]

„არსის“ დირექტორი – ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება

ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, – ამის შესახებ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე განაცხადა. მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ბიზნესსექტორი პრემიერისგან პასუხებს მიიღებს. „ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია […]

პრემიერისგან დაველოდებით პასუხს, როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია, ბიზნესს, ქვეყანას რა შეიძლება ეშველოს – ბექა ბექაია

პრემიერისგან დაველოდებით პასუხს, რა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნუტრიმაქსის“ მმართველმა პარტნიორმა, ბექა ბექაიამ პრემიერთან შეხვედრაზე შესვლის წინ განაცხადა. „პრემიერისგან დაველოდებით პასუხს, რა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში. როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია, როგორ უნდა შემცირდეს პოლარიზაცია, ბიზნესს, ქვეყანას რა შეიძლება ეშველოს. რა თქმა უნდა, [ბიზნესი] რთულ მდგომარეობაშია. გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ. ქვეყანაში ტურისტი აღარ […]

ესპანეთში ყოველწლიური საშობაო ლატარია „El Gordo“ გათამაშდა

ესპანეთში გაიმართა საშობაო ლატარია „El Gordo“, რომელიც ითარგმნება როგორც „მსუქანი“. იგი ითვლება მსოფლიოში უდიდეს ლატარიად ჯამური საპრიზო ფონდის მიხედვით და თითქმის განუწყვეტლივ იმართება 1812 წლიდან. ამჯერად მონაწილეებს შორის 2,7 მილიარდი ევროს საპრიზო ფონდი გათამაშდა. ევრონიუსი

30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი მესმის მოთხოვნები – არ ვუერთდები ამ მოთხოვნას – იაშვილი

30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი მესმის მოთხოვნები – არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, – ამის შესახებ მედიას ირაკლი იაშვილმა ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელმა პრემიერთან შეხვედრაზე შესვლამდე განუცხადა. „დამპატიჟეს და მოვედი მაინტერესებს იმიტომ რომ 30 წელიწადია ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა და ჩვენც მათ შორის და ახლა მინდა რომ […]