1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი დარჩა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი დარჩა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9939 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. […]

ბავარიაში სამხედროებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

გერმანიის ფედერალური სუბიექტ, ბავარიის ქალაქ ჰოფში დააკავეს 27 წლის სირიელი მამაკაცი, რომელიც ბუნდესვერის ჯარისკაცებზე თავდასხმას ცივი იარაღით გეგმავდა. გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილის მიზანი იყო მოსახლეობაში პანიკის დათესვა და რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიისადმი ყურადღების მიპყრობა. ჰოფში, ცენტრალური სადგურიდან სამი კილომეტრის დაშორებით, განლაგებულია ბუნდესვერის ყაზარმები, სადაც რამდენიმე ასეული ჯარისკაცი ცხოვრობს. მიუნხენის გენერალური პროკურატურა დაკავებულს ტერაქტის მომზადებაში ადანაშაულებს. უწყების ოფიციალური […]

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ჰიდრავლიკური ამწით(ე.წ. დომკრატით) ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, მანქანა ჩამოვარდა და ხელოსანი მანქანის ქვეშ მოიყოლა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია, თუმცა მედიკოსებს 33 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

პარლამენტში თამაშდამოკიდებულების პრევენციის პოლიტიკის გაძლიერების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, აზარტული თამაშების კვლევის და პრევენციის ცენტრთან (GRAPC) თანამშრომლობით, თამაშდამოკიდებულების პრევენციის პოლიტიკის გაძლიერების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, სამინისტროების და მათ დაქვემდებარებული უწყებების, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა, მკვლევრებმა გლაზგოს უნივერსიტეტიდან […]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები ყვარლის რაიონის სოფლებში გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანავარდოს მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რასაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ყვარლის […]

მთავრობა არ დაესწრება პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიელთა საჯარო დაჯილდოებას

საქართველოს მთავრობა მონაწილეობას არ მიიღებს პრეზიდენტის მიერ საჯარო სივრცეში ოლიმპიელებისა და პარალიმპელების დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც 13 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი კითხვის პასუხად. “არა, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინტიტუტებს, არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე და იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. […]

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს ათენში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ და საბერძნეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ხრისა ნიკოლაუმ. ათენში, საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრებისას ქართველმა და ბერძენმა კოლეგებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საბიბლიოთეკო საქმეში ბერძენი კოლეგების […]

ბენტანკურს სონზე ხუმრობის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

“ტოტენჰემის” ნახევარმცველ როდრიგო ბენტანკურს თავის თანაგუნდელ ჰონ-მინ სონზე ხუმრობის გამო 6-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება. 27 წლის ურუგვაელის საქმეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს, რომელიც ფეხბურთელს ბრალს რასისტულ გამონათქვამში სდებს. ბენტანკურს ამ ზაფხულს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სთხოვა, რომ სონის მაისური ეჩუქებინა, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა, რომ ეს არა სონის, არამედ შესაძლოა, ბიძაშვილის მაისური იყო, რადგან ისინი ყველანი ერთმანეთს […]

„ქართული ოცნების“ რეკლამის ამოღების გამო, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „TV პირველსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. კომისიამ ამით ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დააკმაყოფილა. იმავე კლიპის ეთერში განთავსებაზე უარი თქვა „მთავარმა არხმა“. ამ არხის წინააღმდეგაც გამოწერა კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევათა ოქმი. მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპში, რომლიც ეთერიდან ამოიღეს, ჩანან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმის მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების […]

„აგროსფეროს“ ორგანიზებით სიმინდის მინდვრის დღე „ბაიარენა“ ჩატარდა

2 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ფერმერ მუხრან მეტრეველის ნაკვეთზე „აგროსფეროს“ ორგანიზებით Dekalb-ს სიმინდის მინდვრის დღე, „ბაიარენა“ გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცვნენ Dekalb-ის ახალ ჰიბრიდებს, მათ მახასიათებლებსა და უპირატესობებს. ამასთანავე, სიმინდისთვის საჭირო აგროტექნიკურ სამუშაოებსა და ინოვაციურ პრეპარატებს. „ეს შეხვედრა ფერმერთა განათლებასა და განვითარებას ემსახურება, რაც ჩვენთვის […]