გორში სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა

გორში სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მას პოლიცია დაუმორჩილებლობას ედავება. იოსებ ბაბაევი გორში კაფეს ფლობს, რომლის წინ ქართულმა ოცნებამ სცენა დადგა, საიდანაც დღეს ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვა. სამოქალაქო აქტივისტი, ივანიშვილის ჩამოსვლისთვის სამი დღით ადრე ქალაქში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდა. სწორედ ამას უკავშირებენ დაკავებას მისი მეგობრები. “არ ვიცი, რამდენ ხანს შეიძლება ამ ყველაფერი ვიცხოვროთ. […]
გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს

14 სექტემბერს პოლიციამ გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი დააკავა. მას სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ბაბაევი გორში ფლობს ბარს. ამ ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე დღეა მიმდინარეობს სამზადისი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად. მოეწყო სცენა, მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. გადაადგილებისას შექმნილ დისკომფორტს ბაბაევი ღიად აპროტესტებდა და სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებაც იუწყებოდა. დღეს დილით კი […]
ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო

ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.”– ამის შესახებ განცხადებვას ავრცელებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. “მან სცენაზე გამოჩენიდან მალევე შეძლო საკუთარი ნიჭიერებითა და ინდივიდუალიზმით ქართველი მაყურებლის მოხიბვლა. ზურაბმა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ღირსეული და მნიშვნელოვანი სახელი დატოვა არამარტო თეატრალურ წრეებში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში. […]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პირველი ოფიციალურად დამტკიცებული პრეპარატია. პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არასრულწლოვნებმა. ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ ხაზს უსვამს […]
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,ინტერესი ყველაზე მეტად კანიონებისა და მღვიმეების მიმართ არის გაზრდილი

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტერესი ყველაზე მეტად კანიონებისა და მღვიმეების მიმართ არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. კერძოდ, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: ნავენახევის მღვიმე – 33% სათაფლია – 20% მარტვილის კანიონი – 12% პრომეთეს მღვიმე – 10% დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ვიზიტორები უპირატესობას […]
“ნაპოლი” “კვარას” 6 მილიონს სთავაზობს – რას ითხოვს ქართველი ფეხბურთელის აგენტი?

დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია მალე “ნაპოლისთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ცნობილი იტალიური გამოცემა Repubblica-ს ცნობით, ნეაპოლური კლუბი ქართველს ანაზღაურების სახით 6 მილიონს (ბონუსების ჩათვლით) სთავაზობს. წყაროს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის შეტანას ითხოვს, რაც ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს არ სურს. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები გრძელდება. შეგახსენებთ, “კვარას” “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 […]
„სულ ის ფრაზა მიტრიალებს თავში – ძია გივის საფლავის მოწესრიგება რომ დაასრულე უკბილოდ იხუმრე – ისეთი საფლავი გამოვიდა, სიკვდილი მოგინდებაო კაცს!“ – დიმიტრი ხვთისიაშვილი ზურა ბერიკაშვილზე

„სულ ის ფრაზა მიტრიალებს თავში – ძია გივის საფლავის მოწესრიგება რომ დაასრულე უკბილოდ იხუმრე – ისეთი საფლავი გამოვიდა, სიკვდილი მოგინდებაო კაცს!“ – დიმიტრი ხვთისიაშვილი ზურა ბერიკაშვილზე მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებას, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დიმიტრი ხვთისიაშვილი წერს, ზურას გარდაცვალება ყველასთვის დიდი დანაკლისია, რადგან ყველას თავისი ბერიკა ჰგავდა… „ეს […]
“შეგროვდა თანხა, რომლითაც მამა თეიმურაზის ოჯახი ბინას იყიდის”

“შეგროვდა თანხა, რომლითაც მამა თეიმურაზის ოჯახი ბინას იყიდის” სრულიად საქართველო შეძრა მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებამ. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მოძღვარი, რომლის გადასარჩენად გასულ წელს საზოგადოება გაერთიანდა და მაშინ მისი გადარჩენა მოხერხდა, ახლა გულის შეტევით გარდაიცვალა. თეიმურაზ ქორიძე ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახური იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა სოფელ ჩაილურის ტაძრის აღდგენაში, იგი […]
ირაკლი ნადირაძე – პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ვსაუბრობთ – როგორ ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი, როგორ შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-ში, როგორ ექნება ჩვენს ქვეყანას 14 მილიარდ ევროიან ფონდთან წვდომა

პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ვსაუბრობთ – როგორ ჰქონდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი, როგორ შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-ში, როგორ ექნება ჩვენს ქვეყანას 14 მილიარდ ევროიან ფონდთან წვდომა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, საზოგადოებას სხვა პრობლემებთან ერთად გაზრდილი გადასახადები და მომატებული […]
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში დოღი – ,,ოზურგეთის თასი 2024″ გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში დოღი – “ოზურგეთის თასი 2024” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელმა ცხენოსნებმა მიიღეს. დოღის ფარგლებში, რომლის საპრიზო ფონდი 21 800 ლარს შეადგენდა, სხვადასხვა დისტანციაზე 5 გარბენი მოეწყო. მთავარი გარბენის – გურული მხედრების თასი (Wild West Trophy), გამარჯვებული ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა. დოღს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი […]