ლატვიაში შესაძლოა რუსეთის და ბელარუსის ქალაქებთან დაძმობილება კანონით აიკრძალოს

ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ლატვიის რომელიმე ქალაქის რუსულ ან ბელარუსულ მუნიციპალიტეტთან დაძმობილების შეთანხმების არსებობას, თუმცა, როგორც „ლატვიის რადიო” იუწყება, ამ რეალობის თავიდან ასაცილებლად კანონის შემუშავება იგეგმება. 2022 წლამდე რუსულ და ბელარუსულ მუნიციპალიტეტებთან დაახლოებით 20 ლატვიური ქალაქი იყო დაძმობილებული. შეთანხმებით გათვალისწინებული იყო ტურიზმის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტირების, ჯანდაცვის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის […]

“მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, “იუნაიტედს” უფრო მაღალი მიზნები აქვს”- ერიკ ტენ ჰაგი

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა “წითელი ეშმაკების” სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, მის გუნდს უმაღლესი მიზნები აქვს. “ფეხბურთში გამარჯვება აუცილებელია, რადგან შენგან შედეგებს ითხოვენ. კარგია, რომ კლუბის ახალ ხელმძღვანელებს ეს ესმით და ამაზე საუბრობენ. ერთად ვმუშაობთ, რომ უდიდეს წარმატებას მივაღწიოთ. არავინ უარყოფს, რომ კლუბში ბოლო 8-9 თვეში ბევრი რამ მოხდა, ამას დადებითი […]

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს გაუზიარებს

ორი თვის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა ტრამპთან და ძალიან კეთილგანწყობილი კარგი საუბარი გვქონდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ჟურნალის, ფარიდ ზაქარიასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, თავის სამშვიდობო გეგმას უპირველეს ყოვლისა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაუზიარებს. ამავდროულად, მან თქვა, რომ სამართლიანი და სწორი იქნება სამშვიდობო გეგმის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთანაც გაზიარება – […]

რუის-ურბნისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ 22-ე სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოს რუის-ურბნისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ 22-ე სასწავლო წელი დღეს მასშტაბური ღონისძიებით დაიწყო. გიმნაზიაში ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებას რუის ურბნისის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი იობი, ეპარქიის სასულიერო პირები, მწერლები, ოლიმპიური ჩემპიონები – გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე, ასევე მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. როგორც გიმნაზიის რექტორმა არქიმანდრიტმა სტეფანემ (კორინთელი) აღნიშნა, გიმნაზიაში ამჟამად 180 […]

გივი მიქანაძე – მაქსიმალურად ვერიდებით აშშ-სთან ურთიერთობების დაძაბვას

გივი მიქანაძე – მაქსიმალურად ვერიდებით აშშ-სთან ურთიერთობების დაძაბვას ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით აშშ-სთან რაიმე ურთიერთობების დაძაბვას, და პირიქით, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას, ოღონდ ეს გადატვირთვა უნდა იყოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპზე აგებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა გვი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა სენატში საქართველოს საკითხთან დაკავშირებულ მოსმენაზე. გივი მიქანაძის თქმით, სენატში გამართულ […]

ბაიდენს და სტარმერს არ მიუღიათ გადაწყვეტილება კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემაზე

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შეხვედრა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკრაინისთვის უფლების მიცემა, რომ გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის წინააღმდეგ იერიშებისთვის. მხარეებს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის შეტყობინებაში არ იყო ნახსენები შორი დისტანციის იარაღი. მასში მხოლოდ ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს გორში გაიმართება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები შიდა ქართლში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო’ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა მოსახლეობასთან, დღეს, გორში გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები სიტყვით გამოვლენ. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.

ბორბონების სამეფო სახლის მიწვევით 28 სექტემბერს, პარმაში, პოეტი დათო მაღრაძე საზეიმო ცერემონიალზე ლექსების კრებულს – „ხიდი ჰორიზონტზე“ წარადგენს

ბორბონების სამეფო სახლის მიწვევით 28 სექტემბერს, პარმაში, პოეტი დათო მაღრაძე საზეიმო ცერემონიალზე ლექსების კრებულს – „ხიდი ჰორიზონტზე“ წარადგენს. წიგნი დუკა კარლო უგო დი ბორბონის ხსოვნას ეძღვნება, რომელმაც პოეტი კონსტანტინიანელთა წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა და რაინდის პირველი ხარისხის ტიტული მიანიჭა.

თურქეთი ნაღდი ფულით გადახდაზე ლიმიტის დაწესებას განიხილავს

თურქეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას დაავალდებულოს ქვეყნის მოქალაქეები და უცხოელი ტურისტები, გადაიხადონ 7 ათას ლირაზე, ანუ 206 დოლარზე მეტი თანხა მხოლოდ საბანკო ბარათებით. ამის შესახებ გაზეთი Ekonomim წერს. „თურქეთის ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ახალ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო გახდება სადებეტო ან საკრედიტო ბარათების გამოყენება 7 ათასი თურქული ლირის და მეტი ოდენობით თანხის გადასახდელად“, – აღნიშნავს გამოცემა. […]

ზიმბაბვეში 200 სპილოს მოკლავენ

გვალვით გამოწვეული საკვების ნაკლებობის გამო, ზიმბაბვეში 200 სპილოს მოკვლას აპირებენ. „გარდიანის“ ცნობით, ხელისუფლებამ უკვე გასცა შესაბამისი განკარგულება. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, სპილოებზე ნადირობა დაგეგმილია, მათ შორის, ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში – ჰვანგეში. შემდეგ ზიმბაბვეს ხელისუფლება გეგმავს „ქალების მობილიზებას, რათა გააშრონ სპილოს ხორცი და გააგზავნონ იმ რაიონებში, სადაც საკვების მწვავე დეფიციტია“. ზიმბაბვეში ამჟამად დაახლოებით ასი ათასი სპილო […]