“Ramses Yachts-ი მეცხრე თვეა გაჩერებულია” – გიორგი ჩიკვაიძე

კატერების და იახტების რეალიზატორი კომპანია „Ramses Yachts-ი მეცხრე თვეა გაჩერებულია. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჩიკვაიძემ განაცხადა. საქმე ის არის, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, საგამოძიებო სტრუქტურების […]

შუქრუთელები მთავრობასა და პარლამენტს მიმართავენ, მათი უფლებები დაიცვან

„თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვართ, პარლამენტის თავჯდომარე და მთავრობის მეთაური განცხადებებს ისე აკეთებენ, რომ წარმომადგენელიც კი არ გამოუგზავნიათ ამბის გასაგებად. სამაგიეროდ, იმეორებენ ,,ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას”, – სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც მეოთხე დღეა, პარლამენტთან აქციას მართავენ, მმართველი გუნდის წევრებს განცხადებით პასუხობენ. „გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ჩვენს პროტესტთან დაკავშირებით. […]

საქართველოში 3 000-მდე მარანია დარეგისტრირებული – სამინისტრო

საქართველოში დარეგისტრირებულია 3000-მდე დიდი, საშუალო და მცირე მარანი. აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „იმ ბაზრებზე, სადაც ვხედავთ, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, მეტ საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ბაზარი მზარდია, ქართულ ღვინოს ცნობადობა აქვს და პროცესები კარგად მიდის. ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გვაქვს ექსპორტის […]

ლევან ზალკალიანი – იმერეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევესხვადასხვა ფონდებიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 25 474 271 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით 227 პროექტი არის დაფინანსებული. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტებს შორის არის როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე, რეკრეაციული სივრცეების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების, სპორტული ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემებისა და სხვა […]

დაცულ ტერიტორიებს შორის წელს ყველაზე მეტად ნავენახევის მღვიმის მონახულება გაიზარდა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა 2024 წლის 8 თვის განმავლობაში ყველაზე მონახულებადი ობიექტები. სააგენტოს ცნობით, ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ინტერესი ნავენახევის მღვიმის მიმართ. ეს ადგილი შარშანდელთან შედარებით 33%-ით მეტმა ადამიანმა ნახა. ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, რომლებსაც ჯამში 619 […]

ევროკავშირში რუსული აქტივების გაყინვის გახანგრძლივების ვარიანტებს განიხილავენ

ევროკავშირი განიხილავს წინადადებებს სანქციების რეჟიმის სამიდან ხუთ წლამდე გახანგრძლივების შესახებ, რაც ეხება რუსული აქტივების ბლოკირებას, რათა უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფა გარანტირებული იყოს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი ვარიანტია აქტივების გაყინვის განახლებული ვადების 36 თვემდე გახანგრძლივება, განაცხადეს სააგენტოს თანამოსაუბრეებმა, რომლებიც მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობენ. კიდევ ერთი წინადადება გაახანგრძლივებს აქტივების გაყინვას […]

გია ჯაფარიძე – არის ცვლილებების იმედი, რწმენა, სურვილი, ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ საქართველო დააბრუნოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, აღმშენებლობის გზაზე

არის ცვლილებების იმედი, რწმენა, სურვილი, ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ საქართველო დააბრუნოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, აღმშენებლობის გზაზე, -ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძე, სამგორში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ორი არჩევანი არსებობს: ან კეთილდღეობა ევროპაში ან სიღატაკე იზოლაციაში. „ვფიქრობ, მოქალაქეები ამას აცნობიერებენ. რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან გვაქვს საუბარი ადგილობრივ პრობლემებზეც, რომლებიც ამ […]

გიორგი ვაშაძე – საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, რომელსაც „ოცნება“ ბლოკავს – 14 მილიარდი ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას, ფასების დაწევას, სოციალური პრობლემების მოგვარებას

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამგორის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. გიორგი ვაშაძის თქმით, მათ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, სადაც პირველი პუნქტს „კი ევროპას“ წარმოადგენს: “კეთილდღეობა ევროკავშირში, რომელიც ჩვენ მოგვაქვს და ვუხსნით ხალხს, პასპორტს ვურიგებთ, სადაც არის მთელი ჩვენი პროგრამა და პირველი არის – კი ევროპას. 14 მილიარდი მოგვაქვს ევროკავშირისგან და „ოცნება“ ამას ბლოკავს. […]

ხულო-ზარზმის გზით, გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა უკვე რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი

ორი რეგიონის დამაკავშირებელი, ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია გზის 31 კმ-იან მონაკვეთზე და გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი. რეაბილიტირებულია გზა კურორტ ბეშუმის გადასახვევამდეც. სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დარჩენილ მონაკვეთებზე. „ხულო-ზარზმის გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი […]

ყველაზე მონახულებადი კანიონები და მღვიმეები საქართველოში – 2024 წლის 8 თვის სტატისტიკა

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტერესი ყველაზე მეტად კანიონებისა და მღვიმეების მიმართ არის გაზრდილი. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოდან “კომერსანტს” აცნობეს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: ნავენახევის მღვიმე – 33% სათაფლია – 20% მარტვილის კანიონი – 12% პრომეთეს მღვიმე – 10% დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ვიზიტორები უპირატესობას მარტივ ეკოტურისტულ […]