მიანმარში წყალდიდობის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა

BBC-ის ცნობით, მიანმარში ტაიფუნ იაგის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 230 000-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად დედაქალაქი ნაიპიდაუ დაზარალდა. წელს, აზიის ყველაზე ძლიერმა შტორმმა, ტაიფუნ იაგიმ, ვიეტნამის, ჩინეთის კუნძული ჰაინანისა და ფილიპინების ტერიტორიამდეც მიაღწია. მანამდე, ვიეტნამში ტაიფუნ იაგის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 197 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიანმარის სახელმწიფო […]
ანტიკორუფციულ ბიუროს ყველა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება აქვს – მედია

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ანტიკორუფციული სამსახურისთვის მინიჭებული განუსაზღვრელი უფლებებით მთავრობამ კრიტიკულად განწყობილი პირების ტერორი დაიწყო, – ამის შესახებ “მთავარი არხი” იუწყება. მედიის ცნობით, რუსული კანონის პარალელურად დამტკიცებული ცვლილებებით ოლიგარქის საპარლამენტო გუნდმა პრემიერს დაქვემდებარებულ უწყებას ყველა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება მისცა რაც დღემდე დაუშვებელი იყო. ანტიკორუფციულ ბიუროს ყველა იმ პირის ყველა მონაცემებზე აქვს წვდომა ვისი სამოქალაქო პოზიცია […]
ძლიერი წვიმის ფონზე ცენტრალური ევროპის ქვეყნებში წყალდიდობისთვის ემზადებიან

ძლიერი წვიმის ფონზე ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ავსტრიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების ხელისუფლებები წყალდიდობისთვის ემზადებიან. ჩეხეთში მდინარეებში მატულობს წყლის დონე. ქვეყნის აღმოსავლეთში ათასობით სახლია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე. ვარაუდობენ, რომ შაბათს საღამოსთვის ვითარება გართულდება ძლიერი ქარის გამო. სინოპტიკოსების პროგნოზებით ქარიშხალი საათში 100 კილომეტრს მიაღწევს. ზოგიერთი ქალაქის ხელისუფლება არ გამორიცხავს ევაკუაციას. ბრნოში წყალდიდობის ზონაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს […]
ფოთში საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ტარდება

14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად ჩატარდება საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი.ამ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სახელოვნებო, შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი საფესტივალო აქტივობები-მასტერკლასები, გამოფენები, ინტერაქტიული სასწავლო აქტივობები , პერფორმანსები, ვიქტორინები, შეჯიბრებები, კონცერტები. ღონისძიება მიზნად ისახავს EU4Culture პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას. ფოთის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმები, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურის […]
სასადილო-შუამთის მონაკვეთზე სამი დღით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

16-19 სექტემბერს, დღის საათებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სასადილო-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. რის გამოც, 2024 წლის 16 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე […]
“შავი ლომი” | 9 დებიუტანტით “იბერიანსთან”

“შავი ლომის” სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასზე გასამართი პირველი შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა და მასში 9 დებიუტანტია. ჩვენი გუნდი კვირას, 15 სექტემბერს, საქართველოს დროით 14 საათზე ესპანეთში, ბურგოსში ადგილობრივ “იბერიანსს” ეთამაშება. შეხვედრა “სან ამაროს” სტადიონზე გაიმართება. დებიუტანტთაგან თამაშს იწყებენ მეორეხაზელი ვლადიმერ ჩაჩანიძე, მესამეხაზელები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე, ასევე ფრთა ამირან შვანგირაძე. […]
გორში ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი დააკავეს

გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ ბაბაევი დაკავებულია ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დღეს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება” მოსახლეობას ხვდება. მედიის ცნობით, ბაბაევის რესტორანი სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედაა, სადაც დღევანდელი ღონისძიებისთვის სცენა დაამონტაჟეს. „TV […]
რუმინეთში ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. წყალდიდობამ ქვეყნის რვა ოლქში ათასობით სახლი დააზიანა. დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი. გარემოს დაცვის სამინისტროს წყალმომარაგების სააგენტოს ცნობით, სტიქიური უბედურება გასული 24 საათის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია. სინოპტიკოსები უხვ ნალექებს მეზობელ ქვეყნებში, მათ […]
გიორგი ამილახვარი გორში ახლად რეაბილიტირებულ მე-12 საჯარო სკოლას ესტუმრა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ქალაქ გორის ახლად რეაბილიტირებულ მე-12 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სკოლა მინისტრთან ერთად დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა და გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა. […]
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა – ცესკო

“დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო. სატრენინგო პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას, შეიძენენ/გაიღრმავებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.”- ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. “სამწუხაროდ […]