აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი. ამის შესახებ ლაპარაკია ამერიკელებისთვის გამოცემულ რეკომენდაციაში. „ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი კანონების თვითნებურად გამოყენებისა და დაკავების საფრთხის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მხარდაჭერის, ასევე რეგიონში გაზრდილი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, არ იმოგზაუროთ ბელარუსში,“ ნათქვამია უწყების განცხადებაში. ბელარუსში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ, მოერიდონ საჯარო დემონსტრაციებს. გარდა ამისა, სახელმწიფო […]

ტრამპმა პირობა დადო, რომ „შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს“

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თანამდებობაზე ყოფნის პირველსავე დღეს „შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს“, რადგან რესპუბლიკელები აკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას და თეთრ სახლს. „ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებას ბავშვების სექსუალური დასახიჩრების დასრულების შესახებ, უარს ვიტყვი ტრანსგენდერულ პოლიტიკაზე ჯარში და ჩვენს დაწყებით, საშუალო და მაღალ კლასებში“, თქვა ტრამპმა ახალგაზრდა კონსერვატორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე შტატ არიზონის ქალაქ ფენიქსში. მან […]

სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, დამნაშავე ვარ მარტო იმაში, რომ ადამიანი მოვკალი – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა. სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ კი მხოლოდ მკვლელობის ნაწილში, ხოლო იმ ნაწილში, რომ ის კესარია აბრამიძეს გენდერის თვალსაზრისით „სისტემატურადურად სცემდა“, ბრალდებას არ იზიარებს და შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ […]

“აქციების ორგანიზატორი არის უფალი“- რას ამბობს გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველზე შეკრებილი ხალხის ლიდერი ღმერთია. “იდეალური კომბინაცია ეწყობა, ფანტასტიკაა, სიზმარში მგონია თავი. ამდენი ხანი ვიცოცხლე ამისთვის, რომ ეს მენახა – ერთიანი საქართველო, ერთი სული, ერთი ხორცი, ერთი ისტორია, ერთი აწმყო და ერთი დიდი მომავალი. ჩვენ ძალიან მაგარ ქვეყანას შევქმნით, ქვეყანა მაგარი გვაქვს, ძალიან მაგარ სახელმწიფოს შევქმნით. ქრისტესმიერი სამართალი […]

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპის დღევანდელ ლიდერებს საკუთარი ხალხი განუდგა, ჩვენი ოპოზიცია კი მათთვის “ხორუმს” ცეკვავს. მონა რომ ხარ, ბატონი მაინც უნდა შეარჩიო სწორად

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპის დღევანდელ ლიდერებს საკუთარი ხალხი განუდგა, ჩვენი ოპოზიცია კი მათთვის “ხორუმს” ცეკვავს. მონა რომ ხარ, ბატონი მაინც უნდა შეარჩიო სწორად პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით ევროპაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქართული ოპოზიცია „გედის სიმღერას“ მღერის. თამარ ჩიბურდანიძე აქციაზე „ხორუმის“ ცეკვას აფასებს და აღნიშნავს, […]

Starbucks-ის თანამშრომლები 5-დღიან გაფიცვას მართავენ

Starbucks Corp.-ის თანამშრომლები ხუთდღიან გაფიცვას მართავენ, რომლის დაწყება 20 დეკემბერს Starbucks Workers United-ის პროფკავშირმა გამოაცხადა. ყოველდღიურად საპროტესტო აქციები სულ უფრო მეტ ყავის მაღაზიას მოიცავს, ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ში. საპროტესტო აქციები პარასკევს დაიწყო ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესსა და სიეტლში. ყავის მაღაზიის თანამშრომლები კოლორადოში, ოჰაიოში და პენსილვანიაში შეუერთდნენ მომიტინგეებს შაბათს, ხოლო მისურის, ნიუ ჯერსიში და ნიუ-იორკში კვირას, […]

ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე – ზურაბ მარგველაშვილი კობახიძესთან შეხვედრაზე

ვიკრიბებით, იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, – ამის შესახებ „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა პრემიერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. „ვიკრიბებით, იმისათვის რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. როგორც იცით, ჩვენ 2200-ზე მეტმა ბიზნესწარმომადგენელმა გავაკეთეთ განცხადება საჯარო სივრცეში. ჩვენი გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები,“ – აღნიშნა მარგველაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან მოითხოვს, ფილმების ნაცვლად, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან მოითხოვს, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს. ამ მოთხოვნით არხის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, ტელევიზიის შენობასთან პრესკონფერენცია გამართა. ადგილზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის რეპორტიორები, რეჟისორები და წამყვანები. მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის ეთერი არა ფილმების ჩვენებას, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ დისკუსიებს უნდა დაუთმოს, რაზეც მენეჯმენტისგან უარი […]

ჯგუფი „ფარი“ სახალხო ფორუმის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც, მათი განცხადებით, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების სრული სპექტრის კონსოლიდაციას უზრუნველყოფს

ჯგუფი „ფარი“ სახალხო ფორუმის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც, მათი განცხადებით, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების სრული სპექტრის კონსოლიდაციას უზრუნველყოფს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო ფორუმი იქნება წარმომადგენლობითი პლატფორმა, რომელშიც საპროტესტო მოძრაობაში ჩართული თითოეული სამოქალაქო ან პოლიტიკური ჯგუფი დელეგატს მიავლენს. „თანამემამულეებო და თანამებრძოლებო, ქვეყანა ეგზისტენციალური მნიშვნელობის პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხშია – საკონსტიტუციო ჩარჩოში დასაბრუნებლად, პირდაპირი სახალხო ლეგიტიმაციით, უნდა […]

ვიკრიბებით, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ვისაუბროთ – გიორგი მარგველაშვილი

“თბილღვინოს” თანადამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი ირაკლი კობახიძის ბიზნესთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე შექმნილი ვითარებიდან გამოსავალ გზებზე სასაუბროდ მივიდა. ამის შესახებ მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა რომ Freebusiness-ზე წარმოდგენილი მოთხოვნებს 2200-ზე მეტი კომპანია უერთდება. “ჩვენ ალბათ ვიკრიბებით იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ვისაუბროთ. ჩვენ – 2200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელმა გავაკეთეთ ჩვენი განცხადება საჯარო სივრცეში და გამოსავლის […]