“გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს” – ირაკლი იაშვილი

ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელმა, ირაკლი იაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა, რომ არ უერთდება Freebusiness.ge-ს მოთხოვნებს, რადგან მას ამ თემაზე თავისი მოსაზრება აქვს. ბიზნესმენი თვლის, რომ ლარის კურსზე “ნალოლიავები” შეტევა ხორციელდება და ის “ლარის ჩამოქცევის” მოთხოვნას არ უერთდება. „არჩევნებზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე. დამპატიჟეს და მოვედი, რადგან 30 წელია ასეთ რეჟიმში ვცხოვრობთ და […]
თბილისში ,,კანონიერი ქურდი” გელა თბილისკი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. კანონიერი ქურდი გელა თბილისკი დააკავა. ის კრიმინალურმა პოლიციამ აიყვანა. ვრცელდება ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ გელა ჯოჯუა თავისი შვილის, MMA-ის მებრძოლის ლიანა ჯოჯუას სანახავად იყო მისული. უცნობია, როგორ გადმოკვეთა მან საზღვარი ან რომელი სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში. ის არაერთხელ იყო დაკავებული უკრაინაში. მას ედავებოდნენ როგორც ქურდული სამყაროს წევრობას, ასევე კრიმინალური დაჯგუფების […]
ნინო წილოსანი: მაშინ, როცა ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს “სოროსის” ფონდი აორგანიზებს
ნინო წილოსანი: მაშინ, როცა ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს “სოროსის” ფონდი აორგანიზებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გადაცემა „იმედის კვირის“ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, პერფორმანსების ნაწილი, რომლებიც ქუჩებში ეწყობა, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაორგანიზებული, რეალურად „სოროსის ფონდის“ თბილისის ოფისიდან იმართება. როგორც წილოსანი […]
12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა – ნამორაძე

12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა! – ასე მიმართა “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე. „12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც უკრაინაში ხდება? უკრაინა მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში […]
მამარდაშვილი „ლივერპულში“ სათადარიგო მეკარის როლით დაკმაყოფილებას არ აპირებს – OneFootball

„შეიძლება თუ არა გიორგი მამარდაშვილმა 2025 წელს „ლივერპულში“ ალისონი შეცვალოს?“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა OneFootball-მა მერსისაიდულ კლუბში მამარდაშვილის ტრანსფერი და ალისონ ბეკერთან კონკურენციაში ქართველის შანსი განიხილა. „23 წლის გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამჟამად „ვალენსიაში“ იჯარით თამაშობს, ინგლისურ კლუბს მომავალ სეზონში შეუერთდება. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ახალგაზრდა მეკარე ალისონ ბეკერის შემცვლელად განიხილება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, […]
ბრიტანეთის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულები 25 დეკემბერს მარშს გამართავენ

ბრიტანეთის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულები 25 დეკემბერს მარშს მართავენ. „ვიკრიბებით, ოთხშაბათს, 25 დეკემბერს, 18:00 თსუ-ს მე-2 კორპუსთან ბრიტანეთის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა (Chevening and John Smith Fellowship) მარშზე. მოწოდებით: Chevening Alumni Stand for the European Georgia. საიდანაც შევუერთდებით თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ აშშ პროგრამების კურსდამთავრებულთა მარშს. იმედს გამოვთქვამთ, გამონახავთ დროს და შესაძლებლობას, რათა გავაგონოთ ჩვენი […]
ბიზნესის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში დე ფაქტო პრემიერს ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესმენებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს: “პრემიერისგან დაველოდებით პასუხს, რა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში, როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია, პოლარიზაცია როგორ უნდა შემცირდეს, ბიზნესს რა შეიძლება ეშველოს. რთულ მდგომარეობაშია [ბიზნესი]. გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ, ტურისტი აღარ ჩამოდის, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი რთულ მდგომარეობაში. ვფიქრობ, მთავარია მოხდეს […]
„საქპატენტმა“ 5 ახალ უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ 5 უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე, გორის ვაშლი, სვანური მარილი, კახური შაშხი და ბოლნისის ახალი კარტოფილი გეოგრაფიულ აღნიშვნებად, ხოლო, შპს იმერული ღვინის ასოციაციის მიერ შემოტანილი განაცხადით, ობჩის […]
არჩილ გორდულაძე – აქსიომაა: თუ იქნება დანაშაული, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება! არ დაგვავიწყდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც მისჯილი აქვს კონკრეტული ქმედებისა და დანაშაულის ჩადენის გამო!

ე, მანდ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლები არ შემოერღვეთ – აქსიომაა: თუ იქნება დანაშაული, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება! არ დაგვავიწყდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც მისჯილი აქვს კონკრეტული ქმედებისა და დანაშაულის ჩადენის გამო! – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი მუქარა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, […]
პანამის პრეზიდენტი პანამის არხის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებაზე – პანამის არხის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ასე გაგრძელდება

პანამის არხის და მიმდებარე ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომელიც პანამის არხზე კონტროლის ხელახლა დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა. მისივე თქმით, პანამის დამოუკიდებლობის საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და რომ ჩინეთს არანაირი გავლენა არ აქვს არხის ადმინისტრაციაზე. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, […]