ვიკრიბებით, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ვისაუბროთ – გიორგი მარგველაშვილი

“თბილღვინოს” თანადამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი ირაკლი კობახიძის ბიზნესთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე შექმნილი ვითარებიდან გამოსავალ გზებზე სასაუბროდ მივიდა. ამის შესახებ მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა რომ Freebusiness-ზე წარმოდგენილი მოთხოვნებს 2200-ზე მეტი კომპანია უერთდება.
“ჩვენ ალბათ ვიკრიბებით იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ვისაუბროთ. ჩვენ – 2200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელმა გავაკეთეთ ჩვენი განცხადება საჯარო სივრცეში და გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ. ეს არის დაკავებულების განთავისუფლება და ხელახალი არჩევნები” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?