„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია – ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია. ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით. […]
თითო მოსწავლის მომზადება, სულ მცირე, 500 ლარი ჯდება – მშობელი

მშობლებს სასკოლო ხარჯი გაეზარდათ, თითო მოსწავლის მომზადება, სულ მცირე 500 ლარი ჯდება, რის შესაძლებლობას ოჯახების დიდი ნაწილი მოკლებულია. ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებსა თუ მაღაზიებში სასკოლო ნივთების ფართო არჩევანია, თუმცა სურვილის დაკმაყოფილება მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები და პერსონალური კომპიუტერები უფასოდ რიგდება, ოჯახებს ხარჯი ყოველწლიურად ეზრდებათ. სასკოლო სეზონის მოახლოება განსაკუთრებით მძიმე […]
HBO-მა „ჰარი პოტერის“ მიხედვით სერიალისთვის ღია კასტინგი გამოაცხადა

HBO ახალ ჰარი პოტერს, ჰერმიონ გრეინჯერსა და რონ უიზლის ეძებს. ტელეარხმა გამოაცხადა კასტინგი ახალი სერიალისთვის, რომლის გადაღებასაც მომავალ წელს დაიწყებს. კერძოდ, ეძებენ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ ბავშვებს, 9-11 წლის ასაკში. აღნიშნულია, რომ კანდიდატებს მათი ეთნიკური კუთვნილების, სქესისა და რასისგან დამოუკიდებლად შეაფასებენ. „ჩვენ ინკლუზიურობისა და მრავალფეროვანი კასტინგისადმი მივისწრაფვით. გთხოვთ თითოეულ როლზე წარადგინოთ კვალიფიციური შემსრულებლები, მათ […]
ერთიანობა-ენმ ივანიშვილზე: ეროვნული სირცხვილია, ამ განცხადებით ემსახურება რუსეთის ინტერესებს

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმაურება, რომელშიც ის აგვისტოს ომში არა რუსეთს, არამედ ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე საუბრობს. კოალიციაში ივანიშვილის ამ განცხადებას “ეროვნულ სირცხვილად” აფასებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ამ განცხადებით ქართული ოცნება ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს”. […]
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია – გამოწვევა ახალ მთავრობას

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია, რაც ახალ მთავრობას დარტყმის ქვეშ აყენებს გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ივლისში კვლავ სტაგნაციაში აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემებით დასტურდება, რომ ამან დარტყმა მიაყენა ახალ ლეიბორისტულ მთავრობას, რომელიც ეკონომიკური ზრდას წინა პლანზე აყენებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ONS) განცხადებაში ნათქვამია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი, ივნისთან შედარებით, საერთოდ არ გაზრდილა, ხოლო წარმოების დონე შემცირდა კიდეც. არადა, ანალიტიკოსები […]
მომავალ თვეებში ბუნებრივი აირის ბაზარზე სტაბილურობას პროგნოზირებენ

2024 წლის აგვისტოში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 13.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული. საინვესტიოციო ბანკში იმ ძირითად მიზეზებს განმარტავენ, რამაც ბუნებრივი აირის გაძვირება განაპირობა. „ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის შედეგი იყო. მათ შორის, ომი რუსეთის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნებში (ეგვიპტეში) გაჩენილი მოთხოვნა და ნორვეგიული გაზსადენის სამუშაოები. თვის დასაწყისში უკრაინამ თავისი ყველაზე მასშტაბური […]
„ჯორჯიან მანგანეზში“ შუქრუთის საპროტესტო აქციის მონაწილეებს საკითხის სამართლებრივი გზით გადაწყვეტას ურჩევენ

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას, მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანების კომპენსაციის მიღების მოთხოვნით მართავენ, საკითხის სამართლებრივი გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი 186-ე დღეა გრძელდება – მოსახლეობის ნაწილი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რაც მათი განცხადებით კომპანიის საქმიანობამ სოფელს […]
1950-იანი წლებიდან პირველად ჩინეთში საპენსიო ასაკი იზრდება

ჩინეთი პირველად 1950-იანი წლების შემდეგ ეტაპობრივად საპენსიო ასაკს გაზრდის. ეს ხდება იმის ფონზე, რომ ქვეყნის მოსახლეობა ბერდება, ხოლო საპენსიო ბიუჯეტი მცირდება. ამჟამინდელი საპენსიო ასაკი მსოფლიოში ყველაზე დაბალია. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პარასკევს დაამტკიცა წინადადებები საპენსიო ასაკის 50-დან 55 წლამდე გაზრდის შესახებ ქალებისთვის, რომლებიც მძიმე ფიზიკური შრომით არიან დაკავებულნი, და 55-დან 58 წლამდე პენსიაზე გასვლის ასაკი გაიზრდება […]
ავტომობილების გარეშე მსოფლიო დღემ 5000-ზე მეტი ღონისძიება გააერთიანა, მონაწილეობდა 100 მილიონზე მეტი ადამიანი 2000 ქალაქიდან

ავტომობილების გარეშე მსოფლიო დღე ყოველწლიურად 22 სექტემბერს აღინიშნება. აქციის მთავარი მიზანია გამონაბოლქვი აირებით ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე ყურადღების მიქცევა და მძღოლებისთვის ტრანსპორტირების ალტერნატიული მეთოდების შეხსენება. ათასობით ადამიანი ამ დღეს უარს ამბობს პირად მანქანებზე და გადადის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ველოსიპედზე. გლობალურ გარემოსდაცვით საზოგადოებაში მანქანის გარეშე წელიწადში ერთი დღის გატარების იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, […]
„ანგელმანის სინდრომის“ სამკურნალო წამლის მოდელი შეიქმნა

ხუთწლიანი კვლევის შემდეგ, ჩეხმა მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატის მოდელი, რომელმაც ლაბორატორიულ პირობებში პერსპექტიული შედეგები აჩვენა იმ გენეტიკური დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც „ანგელმანის სინდრომი“ ეწოდება. ამჟამად ეს დაავადება ჩეხეთის რესპუბლიკაში 80 ადამიანს დაუდგინდა, მსოფლიოში კი ამ სინდრომით დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იტანჯება. გენური თერაპიის ასოციაციამ (Asgent), კვლევის დასასრულებლად, ფინანსური სახსრების მოზიდვის საჯარო კამპანია წამოიწყო. „ანგელმანის სინდრომი“ არის თანდაყოლილი […]