გიგი წერეთელი – ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს, იმ ვითარებისთვის, რომელიც ქვეყანაში შექმნა

თუ რაიმე შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო, ეს არის სწორედ ამ ტიპის განცხადებები, – ასე ეხმაურება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ […]

ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩის თქმით, ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ. “დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება. დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და […]

კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა არის უდიდესი ძალა ჩემი დიდი პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობაში – დავით კოდუა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II შეხვდა. პატრიარქმა დავით კოდუა დალოცა და ჯვარი აჩუქა. „სიწმინდეების მოლოცვის დროს, ღვთისგან მომეცა წყალობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს-მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს შევხვედროდი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა უდიდესი ძალაა ჩემი […]

ზურა ჩხაიძე – მიხეილ სააკაშვილს აქვს ტრენაჟორი, ვარჯიშობს და ამ დროს სატურაცია ყოველთვის იცვლება – პაციენტი დღეში რამდენჯერმე კონტროლდება

პაციენტი დღეში რამდენჯერმე კონტროლდება და რაიმე რომ ყოფილიყო, ამაზე პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებდით და არა ვიღაც ქუჩაში დამდგარი ე.წ ექიმი, – ამის შესახებ “ვივამედის” დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ექიმ მანანა ჯებაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის სატურაცია მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც მისი სიცოცხლისთვის საშიშია. მისი თქმით, სატურაციასთან დაკავშირებული ცვლილებები ვარჯიშთანაა დაკავშირებული. როგორც ჩხაიძემ განმარტა, […]

გია ჯაფარიძე – რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ, ერთ-ერთი უსამარცხვინოესი განცხადებაა – ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის მიმართ არ აქვს!

ალბათ, ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ, ერთ-ერთი უსამარცხვინოესია-ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის მიმართ არ აქვს!, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა. აღნიშნულით ის იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის […]

დავით კოდუა – კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა არის უდიდესი ძალა ჩემი დიდი პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობაში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პატრიარქმა დავით კოდუა დალოცა და ჯვარი აჩუქა. „სიწმინდეების მოლოცვის დროს, ღვთისგან მომეცა წყალობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს-მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ივანიშვილი პოლიტიკურ პასუხს აგებს უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის

მოღალატეობრივი, სამარცხვინო განცხადება, – ასე შეაფასა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს ამ უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის პოლიტიკურ პასუხს აგებს. „მან შეურაცხყოფა მიაყენა ანწუხელიძეს, ჟიული შარტავას, „შინდისის“ გმირებს, ათეულობით და ასეულობით ქართველ გმირს, რომელიც ღირსეულად იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო. „ქართული ოცნება“ […]

თამარ კორძაია – ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა სამხედროს, თითოეულ მოქალაქეს – ეროვნული სირცხვილი აჭამა საქართველოს

ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა სამხედროს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – ეროვნული სირცხვილი აჭამა საქართველოს!, – ამის შესახებ “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. აღნიშნულით იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ ქართველ ხალზე ძალადობს

2012 წლიდან „ქართული ოცნება“ ქართველ ხალზე ძალადობს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებით „ქართული ოცნება“ დასრულდება. „ძალადობაა ის, რომ ოჯახები იხლიჩება და ათიათასობით ადამიანი ამ ქვეყნიდან გარბის. ძალადობაა, როდესაც ცდილობენ ქვეყანაში ნებისმიერი მართალი ხმა ჩაახშონ. ძალადობაა, როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ნიშნით დევნის ადამიანებს და პრეზიდენტი […]

დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ! შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე – მერაბ დვალიშვილი

ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო’მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა ემოციური კომენტარი გააკეთა. “ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე. დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ. შედეგით გაკვირვებული საერთოდ არ ვარ. სპორტდარბაზში როგორც წონით დიდ, ასევე […]