შაჰინი: იმედია არჩევნებზე დიდი აქტივობა იქნება, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ თავისუფლად ჩატარდება

· 58 · · შეშფოთებულები ვართ არჩევნების გამო, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ არჩევნებში მონაწილე ხალხს. იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე დიდი აქტივობა იქნება, ისევე როგორც ვიმედოვნებ, რომ ამერიკის არჩევნებზეც დიდი აქტივობა იქნება.

შაჰინი: კობახიძეს არ ჰქონდა ინიციატივა, რომ დაინტერესებულები არიან პარტნიორობის გაგრძელებით

· 55 · · პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან გაწბილებული დავრჩი. ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელზე მეტია საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. საქართველოს მხარს ვუჭერდით [ფინანსური] დახმარებით, ასევე ქვეყანაში არსებობს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც. საქართველოში ვიზიტისას ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ, იყო გორში ვიზიტი და ვნახეთ ის ინიციატივები, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანებს უჭერს მხარს. ძალიან შთამბეჭდავი ახალგაზრდები ვნახეთ. ვნახეთ […]

შაჰინი: მხარდაჭერის გზებს ვერ მოვნახავთ, თუ მთავრობას მოლაპარაკებების მზაობა არ ექნება

· 43 · · ძალიან სამწუხაროა, მიზეზი არ უთქვამთ რატომ არ აპირებდა ჩვენთან შეხვედრას [ბიძინა ივანიშვილი]. უბრალოდ, თქვეს, რომ ვერ შეგვხვდებოდა. მაგრამ ნათელია, რომ ის არაა დაინტერესებული არავინ ისეთთან საუბრით, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს მის ვარაუდებს, ან იმას, რასაც ის ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ამბობს. ასე რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ წინ ვერ წავალთ, […]

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წყალდიდობას ებრძვიან, არის მსხვერპლი

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კოკისპირულმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ათასობით სახლი დააზიანა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიხრჩო. პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ოპოლეს რეგიონში, გლუხოლაზის მერმა განაცხადა, რომ მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქი დაიტბორა. მან მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდა. ამასთან, ქალაქ კრაკოვში მოსახლეობას, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით, ქვიშის ტომრები შესთავაზეს. […]

ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი

ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია უნგრეთში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. „ოთხი დღის განმავლობაში, ფესტივალის ათასობით ვიზიტორს საშუალება ჰქონდა საქართველოს კუთხესთან ქართული ღვინო, კერძები დაეგემოვნებინათ, ცნობილი სომელიე ატილა პეტზოლდის ღვინის მასტერკლასებსა და ქართულ მუსიკალურ პროგრამას დასწრებოდნენ, ასევე ინფორმაცია მიეღოთ […]

რელიგია და პოლიტიკა – მსოფლიო ტრენდი

ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში 2.2 მილიარდი ქრისტიანი ცხოვრობს, 1.6 მილიარდი მუსლიმი, 1 მილიარდი კი ინდუიზმის მიმდევარი. კვლევითმა ორგანიზაციამ Pew Research Center შეისწავლა, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანთა რელიგიური მრწამსი მათ პოლიტიკურ არჩევანზე. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 84% რომელიმე რელიგიის მიმდევარია. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ზოგიერთ ქვეყანაში რელიგიური შეხედულებები არჩევნების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან მჭიდრო […]

მამუკა მდინარაძე – მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს

არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მდინარაძე განმარტავს, მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს. „მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს. სრული ლუსტრაციაა. „ნაცების“ ამაზრზენი, […]

არა კრემლის დიქტატს! – “დაფიონის” ორგანიზებით დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

“არა კრემლის დიქტატს!” – ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ორგანიზებით, დღეს, 15 სექტემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი. აქცია, გუშინ, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ დააანონსდა. ოლიგარქმა გორში, შუშის ბრონირებული აკვარიუმიდან განაცხადა, რომ საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის ომში და საქართველო დაესხა ოს ხალხს თავს. “საზოგადოება დღეს კიდევ ერთხელ ეტყვის ივანიშვილს, რომ რუსეთი ოკუპანტია და რომ […]

ნიკა გვარამია – ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ქვეყნისთვის – მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ისტორიის გაყალბების მცდელობა სამშობლოს წინააღმდეგ

გუშინ საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის – მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ისტორიის გაყალბების მცდელობა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მიათრევს უკან, რუსეთისკენ და ტრაგედიებისკენ. „გუშინ საოკუპაციო ზოლთან, გორში […]

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წყალდიდობას ებრძვიან, არის მსხვერპლი

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კოკისპირულმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ათასობით სახლი დააზიანა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიხრჩო. პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ოპოლეს რეგიონში, გლუხოლაზის მერმა განაცხადა, რომ მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქი დაიტბორა. მან მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდა. ამასთან, ქალაქ კრაკოვში მოსახლეობას, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით, ქვიშის ტომრები შესთავაზეს. […]