“ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” სახელი ოფიციალურად შეეცვალა

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, საქართველოში ცემენტის უმსხვილეს მწარმოებელს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” სახელი ოფიციალურად შეეცვალა და მას შპს “ქართული ცემენტი” ეწოდება. ცვლილება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს აისახა. კომპანიის სახელის ცვლილება უკავშირდება ქარხნიდან გერმანული Heidelberg Materials-ის გასვლას, რაც ცნობილი ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში გახდა. გერმანული Heidelberg Materials-ი კომპანიაში 45%-იან წილს ფლობდა და ის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა და ბიზნესმენ […]
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 004 ლარამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3%-ით); • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – […]
შალვა პაპუაშვილი – გამოჩნდა სახე არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ რაც კიდევ უფრო სკანდალურია, ჩვენი არასამთავრობო სექტორის, რომელმაც ოს ხალხს უწოდა მკვლელები, პირდაპირ გააიგივა ოსი ხალხი ომის დამნაშავეებთან

საერთო ჯამში, ამ ყველაფერმა აჩვენა ერთი რამ, რომ მათ სინამდვილეში მშვიდობიანი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა არც კი ესახებათ – ეს გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ოპოზიციის და ამ NGO-ებისთვის ევროპული გზა არის გზა აფხაზების და ოსების გარეშე, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოხმაურება, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, […]
გიორგი ბოტკოველი – ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ღალატის ქრონიკის შემდეგ რუსეთმა არც დააყოვნა და მისი განცხადება მოიწონეს – ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს

არც გიორგი ანწუხელიძეს, არც რომელიმე სხვა გმირს არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვთ. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ არჩევანი გასაკეთებელი გვაქვს ქვეყნის სიყვარულსა და ერთგულებას ან ივანიშვილის გამოცხადებულ ღალატს შორის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა. მისივე თქმით, ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის სოფლების: კლდეეთისა და ტაბაკინის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. დელეგატის თქმით, უამრავი საინტერესო აზრი, რჩევა და იდეა მოისმინა მოსახლეობისგან. ამასთან, როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, სოფლებში თითქმის სრულადაა მოწესრიგებული ცენტრალური გზები. მისივე თქმით, ადგილობრივებმა პრიორიტეტად დაასახელეს დარჩენილი ცენტრალური და საუბნო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. „მადლობა მინდა […]
„ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ნაძალადევის რაიონში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ჯიხაიშის, იმერეთის, მ. ნოზაძის ( ყოფილი ცინცაძის) ქუჩებისა და ცოტნე დადიანის მე-2 მ.რ N3-ის მაცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ნაძალადევის რაიონში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი […]
მხოლოდ სამედიცინო შემოწმება დარჩა – რაბიო ლიგა 1-ში ბრუნდება

ფრანგი ფეხბურთელი ადრიენ რაბიო ლიგა 1-ში ბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, 29 წლის ნახევარმცველი “მარსელთან” 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. რამდენიმე საათში რაბიო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბს ოფიციალურად შეუერთდება. შეგახსენებთ, რაბიოს წინადადებები საუდის არაბეთისა და თურქეთის ჩემპიონატიდანაც ჰქონდა, თუმცა ადრიენმა ყველა წინადადება იუარა. ბოლოს ფრანგი “იუვენტუსში” ასპარეზობდა, იქამდე კი “პარი სენ […]
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 004 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3%-ით); • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – […]
“რა ვქნა, რა ვუყო ამ ტკივილს, ამ გაუგებარ სიგიჟეს…” – მანანა ბერიკაშვილი ძმას ემშვიდობება

მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის და მანანა ბერიკაშვილი, სოციალურ ქსელში ძმის ფოტოს აქვეყნებს: “რა ვქნა, რა ვუყო ამ ტკივილს? ამ გაუგებარ სიგიჟეს” ცნობისთვის, მსახიობს უკანასკნელ გზაზე დღეს,16 სექტემბერს გააცილებენ.
მთავრობა მერაბ დვალიშვილს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენს

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მერაბ დვალიშვილს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. „მინდა მივულოცო მერაბ დვალიშვილს გუშინდელი უდიდესი წარმატება. ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ მნიშვნელოვან […]