სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

2024 წლის 16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებასააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების […]
სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის, ხოლო წლის ბოლომდე 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება – პრემიერი

სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი დასრულდება, მთლიანად, 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით. „შედეგად, 28 000-ზე მეტი მოსწავლე განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში განაგრძობს. ასევე, შემოდგომაზე დაიწყება პროცედურები, 15 საჯარო სკოლის […]
მოირგე მომავლის პროფესია – დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით შექმნილ STEM სკოლის მეოთხე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. მოსწავლეების STEM მეცნიერებებით დაინტერესების, მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. STEM სკოლის ერთწლიანი კურსის გასავლელად, მოსწავლეებმა 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე. რატომ STEM სკოლა? ინიციატივის ფარგლებში, VII-XI კლასის […]
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მერაბ დვალიშვილს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. „მინდა მივულოცო მერაბ დვალიშვილს გუშინდელი უდიდესი წარმატება. ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ […]
ირაკლი კობახიძე – ივლისში გვქონდა 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 9,7% შეადგინა. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ახლა მთავარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა. „პირველად ვიკრიბებით, მას შემდეგ, რაც ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემები გამოქვეყნდა. ჩვენ ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ 9,7% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში […]
პრემიერი – აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1200 სამხედრო მოსამსახურეს – ისინი კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახალ, მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებში აშენდება 43 კორპუსი და ბინები 1200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. „წინა სხდომაზე თავდაცვის მინისტრს ვთხოვე, მოემზადებინა გეგმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია არ აპირებს, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს და აქედანვე ამზადებს საბაბს – ისინი რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის ემზადებიან

ეს არის პირდაპირ იმის აღიარება, რომ ოპოზიცია რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის ემზადება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი მხოლოდ ექვსმა მოაწერა. მისი თქმით, ეს არის ის […]
მოირგე მომავლის პროფესია – დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში

„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით შექმნილ STEM სკოლის მეოთხე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსწავლეების STEM მეცნიერებებით დაინტერესების, მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „საქართველოს ბანკი“, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. „STEM სკოლის ერთწლიანი კურსის გასავლელად, მოსწავლეებმა 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე. ინიციატივის […]
პრემიერი – სექტემბერ-ოქტომბერში 60 სკოლის რეაბილიტაცია და 100-მდე სკოლის მშენებლობა დასრულდება, შემოდგომაზე დაიწყება 15-ის მშენებლობის და 23-ის რეაბილიტაციის პროცესი – 28 000-ზე მეტი მოსწავლე განახლებულ სკოლებში ისწავლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორ მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ხოლო წლის ბოლომდე მთლიანად 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი იქნება დასრულებული. „მინდა მოსწავლეებს და სტუდენტს ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო. განსაკუთრებით პირველკლასელებს და პირველკურსელებს მივულოცავ, მათ ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი […]
თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს 22 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს და მარათონთან დაკავშირებულ სხვა საინტრესო დეტალებს გააცნობს. პრესკონფერენციაზე მოწვეულ პირებს შორის არიან: საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მისი მოადგილე. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ქალაქ […]