შალვა პაპუაშვილი – როგორც ვხვდები, მიხაილ როთი ოპოზიციის მხარდასაჭერადაა ჩამოსული და ალბათ, მასთან შესახვედრად ოპოზიციის რიგი დადგება – მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ გვაქვს

როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ალბათ, მასთან შესახვედრად ოპოზიციის რიგი დადგება – ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, როთიმ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, ქართველი ხალხის […]
ლევან ბეჟაშვილი – მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე – სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა

მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა. მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივმა განცხადებამ სრულიად საქართველო შეძრა. „ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადება კიდევ […]
პარლამენტის თავმჯდომარე – სხვა გზა არ არსებობს გარდა შერიგებისა, შერიგების გზა კი, თავის მხრივ, არის გააზრებაში, თუ რა ჭრილობები გვაქვს ჩვენ ერთმანეთისთვის მიყენებული და სადაც საჭირო იქნება, იქ სინანული და ურთიერთშენდობა

ორი დღეა ოპოზიცია, ოპოზიციის მედია და NGO-ები ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ომის დამნაშავეებს. შუღლის ამაზე მეტი გაღვივება რა უნდა იყოს?! – როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციას და ზოგიერთ NGO-ს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ესახება ომის გზით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, შერიგება კი გულისხმობს […]
შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები, არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს – რატომ არ გამართეს? იმიტომ, რომ ეშინიათ

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები. არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს, შეეძლოთ, პარლამენტში დაებარებინათ და მასთან დებატები გაემართათ, რატომ არ გამართეს? იმიტომ რომ ეშინიათ, სინამდვილეში, არაფერი სათქმელი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, 14 მილიარდიანი დაფინანსების დაკარგვასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები „ოსტაპ […]
რატი კობახიძე Erasmus Mundus სრული დაფინანსებით, სწავლას ერთობლივ, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული რატი კობახიძე Erasmus Mundus სრული დაფინანსებით, სწავლას ერთობლივ, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს ევროპული საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. პირველ წელს რატი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ავსტრიაში, ხოლო მეორე წელს იორკის უნივერსიტეტში, გაერთიანებულ სამეფოში ისწავლის.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე, სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი სცემეს. უმეტესობის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. შანიძე ერთ-ერთია იმ 9 პირს შორის, რომლებიც სისხლის სამართლის სამართლის წესით დააკავეს. მას […]
“აშენდება 43 კორპუსი…” – ვის გადაეცემა ბინები: რა თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახალ, მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებში აშენდება 43 კორპუსი და ბინები 1200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. “წინა სხდომაზე თავდაცვის მინისტრს ვთხოვე, მოემზადებინა გეგმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო […]
Emmy 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 76-ე ცერემონია გაიმართა. საღამოს ტრიუმფატორი იაპონური სერიალი „სეგუნი“ გახდა, რომელმაც პირველი სეზონისთვის 18 ჯილდო მიიღო, მათ შორის კატეგორიებში „საუკეთესო დრამატული სერიალი“, „საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში“, „საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში“, „საუკეთესო რეჟისურა“. საუკეთესო კომედიურ სერიალად „ხრიკები“ დასახელდა. „ირმის ნუკრი“ კი საუკეთესო მინი-სერიალად აღიარეს. საუკეთესო ანიმაციური სერიალის ტიტულს „ცისფერთვალება სამურაი“ დაეუფლა.
საია: ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო მოძრაობის შესახებ ინფორმაციას დაუსაბუთებლად ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ საქმიანობის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ინფორმაციის გამოთხოვაზე განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წარდგენილი დასაბუთებები კითხვებს აჩენს და პრობლემური გარემოებების არსებობაზე მიუთითებს. ამ საკითხზე საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მედიასთან დღეს, 16 სექტემბერს ისაუბრა. ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული […]
GDI: “აირჩიე ევროპას” ფინანსური ანგარიშების შემოწმება უკანონო, უპრეცედენტო შემთხვევაა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება მისცა, სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპისგან”, მათი დამფუძნებლებისა და კომერციული ბანკებისგან ინფორმაცია მიიღოს. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI), რომელიც მათ ინტერესებს იცავს, განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობის და მისი დამფუძნებლების პირადი ფინანსური ანგარიშების შემოწმება არის სრულად უკანონო და წამოადგენს გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის უხეშ და უპრეცედენტო შემთხვევას. “ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა, რომელიც სასამართლომ გაიზიარა, ემყარებოდა […]