„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ჩხოროწყუში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ჩხოროწყუში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ჯუმბერ იზორიას ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია. როგორც პარტიაში აცხადებენ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. „წუხელ, გვიან ღამით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრისა და ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯუმბერ იზორიას კუთვნილი ავტომანქანა პარტია „ახალის“ წევრმა, ჩხოროწყუს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ დააზიანა. ვახტანგ […]
შალვა პაპუაშვილი – როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს

როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შერიგების გარდა, სხვა გზა არ არსებობს. „ჩვენ არ გვაქვს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. არიან პარტიები, რომლებსაც სხვა მიზნები აქვთ და მზად არიან […]
დღეს საღამოდან საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა, ზოგან ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მათივე ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა.
თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება იყო მოღალატეობრივი – საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის და ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბერს მიიღებს

ივანიშვილის განცხადება გორში იყო ყველაზე სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი და მოღალატეობრივი – საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის და ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბერს მიიღებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიძინა […]
საქართველოს მთავრობამ თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა დაამტკიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა დაამტკიცა. მათივე ცნობით, თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში პრობლემური მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება და სხვა მავნე ნივთიერებების დონეების ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაა. სამინისტროს განმარტებით, დოკუმენტში წარმოდგენილია 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა. გიორგი შანიძე წარდგენილ ბრალდებას აღიარებდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება შანიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი დაკავებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას შუამდგომლობდა. ცნობისთვის, გიორგი […]
გიორგი ამილახვარი – სამინისტრომ დაახლოებით 30 სკოლის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეცია და დირექტორი დანიშნა – ჩვენ რომ პოლიტიზება გვნდომოდა, ავდგებოდით და 2000-ვე სკოლაში დისკრეციას გამოვიყენებდი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 30 სკოლის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეცია და დირექტორი დანიშნა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენ რომ პოლიტიზება გვნდომებოდა, ავდგებოდით და 2000-ვე სკოლაში დისკრეციას გამოვიყენებდი და არც კომისიას და არც სამეურვეო საბჭოებს არ მივანდობდი ამას და ამას […]
რომან გოცირიძე – ივანიშვილის განცხადების მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი – „ქართული ოცნება“ ეწევა რუსეთის „გათეთრებას“, ხოლო ომის წამოწყებაში ბრალს აშშ-სა და დასავლეთს სდებს

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი – „ქართული ოცნება“ ეწევა რუსეთის გათეთრებას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში მის გამართლებას, ხოლო წამქეზებლობასა და ომის წამოწყებაში ბრალს აშშ-სა და დასავლეთს სდებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა. გოცირიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან […]
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ახალი საპარლამენტო სიის ოცეულიდან ვაკო თურნავამ, დეპუტატმა და დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, განათლების და სპორტის, ტექნოლოგიების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ […]
კახა კალაძე – სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული

სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ეს მილიარდები არსად არ ჩანს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირისგან 14 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან, სტატუსთან ერთად, საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარების შეთავაზება სპეკულაციას წარმოადგენს და საზოგადოების […]