ვარლამ ებანოიძე – Keepz-ის აქტიურ ნაბიჯებს ღია ბანკინგში გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვის

ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიის – Keepz-ის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგით პირველი გადარიცხვა განხორციელდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, Keepz-ი ს პრეცედენტს გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვის, […]
ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. მედიის ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა რუმინეთში, ერთი ავსტრიაში და ერთი პოლონეთში, ერთი ადამიანი დაიღუპა ჩეხეთშიც, სადაც შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მოქალაქეებს მოუწოდა, მერებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურების ინსტრუქციები დაიცვან. ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქარიშხლით დაზარალებულ რეგიონებში ავსტრიის შეიარაღებული ძალებია განლაგებულია და რომ […]
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თამაზ შიოშვილი გორის მე-2 საჯარო სკოლაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, გიორგი ბერძნიშვილთან ერთად იმყოფებოდა. „მოგესალმებით, ჩემო პატარებო, მასწავლებლებო, მშობლებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის […]
თინა ბოკუჩავა – წალენჯიხის ბაზარში უამრავ ადამიანს ვხვდებით, რომელთაც ხელისუფლების ცვლილებების მოლოდინი აქვთ

წალენჯიხის ბაზარში უამრავ ადამიანს ვხვდებით, რომელთაც ხელისუფლების ცვლილებების მოლოდინი აქვთ. ჩვენ ერთიანობით უნდა მოვიტანოთ ევროპული კეთილდღეობა და უარი უნდა ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რასაც ივანიშვილი 12 წელია სთავაზობს მოსახლეობას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად წალენჯიხის ბაზარში მოსახლეობას ხვდება. „დღეს ვიმყოფებით წალენჯიხაში, სადაც ყველა […]
გიორგი ამილახვარი – ჩვენ გვაქვს გრაფიკი, რომ 2100-მდე სკოლაში, რომელთაგან დიდი ნაწილი დაზიანებულია, 3-4 წლის განმავლობაში ყველა პრობლემა მოგვარდეს

ვიცი, რომ ზოგიერთი სკოლის მოსწავლეები რამდენიმე ცვლაში არიან გადანაწილებული. მადლობა საზოგადოებას, რომ ამის ურთიერთგაგება არსებობს. საზოგადოება გვისმენს და ამას შეძლებისდაგვარად გაგებით ეკიდება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების სრულად მოგვარებას სჭირდება დრო. „ვიცი, რომ არის სკოლები, სადაც რამდენიმე […]
16 სექტემბრის საღამოდან მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს: ,,16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”
პაპუაშვილი: მსხვერპლი ვართ ორივე, ქართველებიც და ოსებიც

ომის დამნაშავეებს პასუხს მართლმსაჯულება გასცემს, ამას აკეთებს ქართული ოცნება. ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ მიატოვა – ჰააგის და სტრასბურგის პროცესები, ფაქტობრივად, უიმედო იყო ეს საქმეები და ჩვენ შემოვატრიალეთ და ორივე საქმე მოვიგეთ. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ის, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული 2008 წელს, უნდა იქნეს დასჯილი. ასე რომ, ომის დამნაშავეებს, მათ შორის, ვინც აწამა ანწუხელიძე, […]
განახლებადი ენერგიების სისტემაში ინტეგრირება გვიჭირს, რადგან ქარი და მზე ხან არის, ხან არა, ამიტომ მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰესები – ენერგეტიკოსი

საქართველოში მხოლოდ მცირე ზომის ჰესები შენდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ობიექტები ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ საშუალო და დიდი ჰესების პროექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის მეტად საჭიროა, გაჩერებულია და მათი ბედი გაურკვეველია. საქართველოში 2013 წლიდან დღემდე 63 ჰიდროელექტროსადგური აშენდა. მიმდინარე წელს და 2025 წლის პირველ კვარტალში კი 16 ჰიდროელექტროსადგურის შემატებაა გეგმაში და როგორც ეკონომიკის სამინისტროს […]
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მერაბ დვალიშვილს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. „მინდა მივულოცო მერაბ დვალიშვილს გუშინდელი უდიდესი წარმატება. ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ […]
,,დღევანდელ საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება მისალოცი ნამდვილად არ არის…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ლექტორი არჩილ გამზარდია საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებას ასე ეხმაურება: ,,დღევანდელ საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება მისალოცი ნამდვილად არ არის, იშვიათი რამდენიმე ნათელი მასწავლებელი თავიანთი მოწადინებით თუ ანათებენ ჩვენი სასკოლო განათლების წყვდიადში. უხარისხო სახელმძღვანელოები. დღემდე შემორჩენილი საბჭოთა სასკოლო “კულტურა, ფსევდოეთიკა და წესები. არაერთი უსამართლო მასწავლებელი, რომლებსაც სძულთ მოსწავლეები, მათში ინდივიდს და პერსპექტივას კი არ ხედავენ, არამედ […]