ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ. ასევე, ბერიკაშვილის ოჯახს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც მიუსამძიმრეს. პანაშვიდი საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიაში მიმდინარეობს. ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა. ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი […]

ლევან მაჭავარიანი მიხაილ როთზე – მისი საქართველოში ჩამობრძანება იმას ემსახურება, რომ შეხვდეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს – ვიდრე გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, შეუძლებელია, ჩვენი მხრიდან რაიმე ტიპის შეხვედრაზე დავთანხმდეთ

მისი [მიხაილ როთის] საქართველოში ჩამობრძანება, რა თქმა უნდა, იმას ემსახურება, რომ შეხვდეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, როგორც ეს მისი წინა ვიზიტის დროს მოხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სანამ როთი მისი წინა ვიზიტის დროს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ბოდიშს არ მოიხდის, იქამდე უმრავლესობა […]

გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებები დეზინფორმაციაა. მას სურს, პასუხისმგებლობა აირიდოს – “ელთ ბილდინგი”

სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგის” იურისტი “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ დამფუძნებლის, გიორგი ჩიკვაიძის მიერ გაჟღერებული ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებს, რომლის მიზანსაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება წარმოადგენს. ამის შესახებ კომპანიის იურისტმა ვიტალი ხალვაშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქმე ისაა, რომ “ელთ ბილდინგი” კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ იახტის შეძენის […]

სოხუმში ჟურნალისტს და აქტივისტს თავს დაესხნენ

სოხუმის გარეუბანში 15 სექტემბრის საღამოს თავს დაესხნენ ჟურნალისტს, ტელეგრამის არხის, „Абхазский портал-ის” ადმინისტრატორს, დავით გობეჩიას და მოძრაობა „ХарахПицунда-ს” (ჩვენი ბიჭვინთა) წარმომადგენელს, ლია აგრბას. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა გამოიყენეს გაზის ბალონი, ამის შემდეგ გობეჩიას სცემეს და ამის ამსახველი ვიდეო გადაიღეს, ლია აგრბას კი ნიღბიანმა პირებმა ჩანთა გასტაცეს. გობეჩიას თქმით, მანამდე მას უთვალთვალებდნენ. „მტრები არ მყავს, არაფრისთვის დამესხმებოდნენ თავს. […]

“12 რაუნდის” სამწვრთნელო სკოლა – MIND LIKE A CHAMPION

12 რაუნდის სამწვრთნელო სკოლა – ადგილი სადაც სწორად განსაზღვრეს ბაზარზე არსებული მოთხოვნა და შეიმუშავეს საზოგადოების ყველა წევრზე მორგებული სასწავლო პროგრამები. 12 რაუნდის სამწვრთნელო სკოლა 2024 წლის თებერვლიდან გამოჩნდა ბაზარზე და დღესდღეობით ის წარმოადგენს ერთადერთ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტროს, მომზადებისა და გადამზადების საბჭოს მიერ ოფიციალურად მინიჭებული აქვს ფიტნეს ინსტრუქტორის პროგრამის განხორციელების უფლება. სკოლაში დღეისთვის […]

კალაძემ აგვისტოს ომის “პირველ დამნაშავედ” ნაციონალური მოძრაობა დაასახელა და არა – რუსეთი

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის “პირველ დამნაშავედ” მაშინდელი ხელისუფლება დაასახელა და არა – რუსეთი. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ვინ არის 2008 წლის ომში დამნაშავე. “პირველი დამნაშავე, პირველ რიგში ეს არის მოღალატეობრივი ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი და თავისი ბანდის წევრები”, – თქვა კალაძემ. ჟურნალისტებმა მას დაახლოებით 10-ჯერ დაუსვეს […]

ჩვენთვის მთავარი არის ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ – პრემიერი

ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, შვიდი თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რეგიონის ქვეყნებს შორის. „ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის, ბუნებრივია, საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს […]

ჩინეთში ტაიფუნ „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

ჩინეთში ტაიფუნ „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. როგორც მედია წერს, ტაიფუნი „ბებინკა“ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონია. ხელისუფლების ცნობით, გამოცხადდა განგაშის წითელი დონე და ზოგიერთი სანაპირო ტერიტორიიდან დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. შანხაის ორივე მთავარ აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია, რადგან ტაიფუნმა ქალაქში კოკისპირული წვიმა გამოიწვია. ყველა ავტომაგისტრალი დაიხურა და ქალაქის შიდა გზებზე დაწესდა […]

კახა კალაძე მიხაილ როთის ვიზიტზე – ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფით და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული, რისთვის უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა იყოს საუბარი? წარმოუდგენელია

მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოდის [მიხაილ როთი] საქართველოში და გულწრფელად გეტყვით, ინტერესიც არა მაქვს იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიაში ვართ – ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფით და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული, რისთვის უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა იყოს საუბარი? წარმოუდგენელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის განმარტებით, […]

ბექა ლილუაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა რუსეთი, როგორც აგრესორი, ოკუპანტი სახელმწიფო მთლიანად გაიყვანა პასუხისმგებლობიდან – დამატებით 1-2 ხმისთვის და იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე უბრალოდ გადარჩნენ, „ქართულმა ოცნებამ” ბევრი რაღაც იკადრა

რაც შეეხება ბოდიშს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ორმხრივი პროცესია – ამ ორმხრივი პროცესის განხორციელების მთავარი საფუძველი ის არის, რომ ძალიან მკაფიო, საერთო პოზიცია გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ოკუპაციაში მთავარი ბრალდებული და დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, […]