ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს – მე ნამდვილად მწამს, ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში – ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონალური და საერთაშორისო სტაბილურობისა […]
ანა დოლიძე – ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს მხრიდან გიორგი შანიძის პატიმრობაში დატოვება არის რუსეთის დავალება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძისთვის 4-წლიანი თავისუფლების აღკვეთის მისჯას ეხმაურება. როგორც დოლიძე განმარტავს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ აღნიშნული ორგანო სადამსჯელოა. „ახლახან დასრულდა პროცესი გაზაფხულის მოვლენებზე დაკავებულის, ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი შანიძის საქმეზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი სასამართლო არის სადამსჯელო ორგანო, ეს არის […]
მთავრობამ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ცვლილებები სათბურის გაზების ემისიების ავტორიზაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის დანერგვას გულისხმობს. კონკრეტული სამრეწველო და საავიაციო საქმიანობებისთვის სავალდებულო გახდება სათბურის გაზების გაფრქვევის ავტორიზაციის მიღება, რომელიც მონიტორინგის გეგმის მომზადებას და ავტორიზაციის გამცემი ორგანოსათვის […]
ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების მეორე წლისთავზე მის ოჯახს სახლში დარჩენა უბრძანეს

ირანელი ქურთი სტუდენტის, გარდაცვლილი მაჰსა ამინის ოჯახთან დაახლოებულმა პირებმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 15 სექტემბერს უთხრეს, რომ გარდაცვალების მეორე წლისთავზე უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა საღეზში მაჰსა ამინის სახლს ალყა შემოარტყეს და ოჯახის წევრებს არ მისცეს სახლიდან გასვლის საშუალება. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამინის მამას, ამჯად ამინის, ირანის დაზვერვის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ოჯახის წევრებს სახლი არ […]
უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გახდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი

რუსეთის ასტრახანის რეგიონის გუბერნატორმა იგორ ბაბუშკინმა გასულ კვირაში უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი დანიშნა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრად – იუწყება მედია 16 სექტემბერს. 57 წლის დერკაჩი უკრაინაში ქვეყნის ღალატის და კორუფციის ბრალდებების საფუძველზეა ძებნილი. დერკაჩი თითქმის 25 წლის განმავლობაში იყო პარლამენტარი უკრაინაში. ქვეყანა მან დატოვა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. […]
ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი გადადგა და დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობა „კითხვის ნიშნებს აჩენს“

ფრანგმა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა თანამდებობა დატოვა. მან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმაში დაადანაშაულა, რომ ის მის პოზიციებს ძირს უთხრიდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრეტონი ბრიუსელში მის თანამდებობაზე მეორე ვადით წარადგინა, თუმცა ფრანგი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ფონ დერ ლაიენი მის ზურგს უკან ცდილობდა მაკრონის გადარწმუნებას. „თქვენ საფრანგეთს სთხოვეთ ჩემი კანდიდატურა უკან გაეწვია – პირადი […]
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას N20-ის მცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა. შეხვედრაზე აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან განიხილა მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხები, ასევე ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას
“თუ დავრწმუნდებით, რომ ეს სინერგიის მომტანია, მე გახარიასთან პიროვნული თემა არ მაქვს, ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა!” – მამუკა ხაზარაძე

“თუ დავრწმუნდებით, რომ ეს სინერგიის მომტანია, მე გახარიასთან პიროვნული თემა არ მაქვს, ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა!” – მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც თავად გახარიას – მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება […]
საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალების ანაზღაურებაზე 823 ლარით მეტია

საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალების ანაზღაურებაზე 823 ლარით მეტია 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. საქსტატის ინფორმაციით, II კვარტალის მონაცემებით, სქესის მიხედვით საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა კვლავ მაღალია და კაცები ქალებზე 823 ლარით მეტ საშუალო ანაზღაურებას იღებენ. კონკრეტულად, აპრილ-ივნისში ქალების საშუალო ხელფასი წლიურად 153.1 ლარით (10.7%) […]
„განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ყველა დეტალს ყურადღება ექცევა, სერტიფიცირებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს“ – კახა კალაძე

„განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ყველა დეტალს ყურადღება ექცევა, სერტიფიცირებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს“ – კახა კალაძე თბილისის მერი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დიდუბის რაიონში, N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. კახა კალაძემ საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. „მინდა, სწავლის დაწყება პატარებსა და მათ მშობლებს მივულოცო. N19 […]