“თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს ჩვენი აფხაზეთი” – თამარ ბელქანია მოსწავლეებს სასწავლო წლის განახლებას ულოცავს

“თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს ჩვენი აფხაზეთი” – თამარ ბელქანია მოსწავლეებს სასწავლო წლის განახლებას ულოცავს საქართველოში ახალი სასწავლო წელი განახლდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია საჯარო ქალაქ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, საიდანაც სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. “დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ, რომ […]
ევროკომისარი ტიერი ბრეტონი თანამდებობას ტოვებს და ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს

ევროკომისარმა საფრანგეთიდან ტიერი ბრეტონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ გადადგომის წერილში ბრეტონი აცხადებს, რომ ფონ დერ ლაიენმა, პირადი მიზეზების გამო, საფრანგეთს მოსთხოვა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირების პროცესში მისი კანდიდატურა მოეხსნათ და ეს საკითხი თავად მასთან არ განიხილა. “ამ უკანასკნელი მოვლენების ფონზე – საეჭვო მმართველობის შემდგომი მტკიცებულება – უნდა განვაცხადო, […]
„ოცნება“ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას არ აპირებს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში იმყოფება, თუმცა როგორც გაირკვა, მმართველი გუნდი მასთან შეხვედრას არ გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დღეს, 16 სექტემბერს განაცხადა. პაპუაშვილის მტკიცებით, მიხაელ როთთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ აქვთ, ვინაიდან ის თბილისში წინა ვიზიტისას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა. „ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ […]
დრეზდენში ელბაზე წყლის სიჭარბის გამო მეორე დონის გაფრთხილება გამოცხადდა

გერმანიის ქალაქ დრეზდენში, საქსონიის ფედერალური შტატის დედაქალაქში, წყალდიდობის მეორე დონის გაფრთხილება გამოცხადდა. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება. კვირას 22:00 საათისთვის ელბაში წყლის დონემ 5,24 მეტრს მიაღწია, რაც შეესაბამება წყალდიდობის გაფრთხილების 2 დონეს. ორშაბათს მოსალოდნელია „მესამე დონის“ ზღვრის – 6 მეტრის გადალახვა. ელბაში წყლის დონემ შესაძლოა მოიმატოს ოთხშაბათიდან ხუთშაბათამდე. ქალაქმა შესაძლო დატბორვისთვის მზადება […]
ალეკო ელისაშვილი – ხელისუფლება მარეგულირებელ კომისიას, სინამდვილეში ცენზურის კომიტეტს იყენებს იმისთვის, რომ ცენზურა დააწესოს და აკრძალოს რეკლამა, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით ეთერებში გადის

ხელისუფლება მარეგულირებელ კომისიას იყენებს იმისთვის, რომ ცენზურა დააწესოს და აკრძალოს ის რეკლამა, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით ეთერებში გადის – მარეგულირებელმა, სინამდვილეში ცენზურის კომიტეტმა, ხელისუფლების დაკვეთით, ტელევიზიებში გაგზავნა წერილები, რომ კონკრეტული რეკლამა არ გაუშვან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები გრძნობენ, რომ ხელისუფლებას დაკარგავენ და […]
თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა გახსნა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა გახსნა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. „ხუცუბანში 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განთავსებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ქობულეთში ასევე დასრულდა სოფელ ბუკნარის […]
თინათინ ნიბლოშვილმა და ირაკლი ხელაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში, 190-ე სკოლაში, იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ცნობით, საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. „გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს […]
ირაკლი ქარსელაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თბილისის აეროპორტში დახვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და დელეგაციის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს […]
მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის მეორე ეტაპი იწყება

სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი გრძელდება – მახათას მთაზე საბინაო პროექტის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყება და რამდენიმე წელში დასრულდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, საბინაო პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მომავალი სამხედროებისთვის მოტივაციის ამაღლებას. „პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, მახათას მთაზე […]
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების […]