ბელარუსი ჟურნალისტი ქუთაისის აეროპორტიდან, სავარაუდოდ, ვარშავაში გააბრუნეს

ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მიალეშკა, რომელსაც საქართველოში არ უშვებდნენ, სავარაუდოდ, ვარშავაში გააბრუნეს. ის ორშაბათს ღამით ჩაფრინდა პოლონეთიდან ქუთაისის აეროპორტში. როგორ მისმა უფლებადამცველმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ზაალ გორგიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მიალეშკა თავის 11 წლის ქალიშვილთან ერთად საქართველოდან გააბრუნეს, თუმცა მისთვის უცნობია, რომელ ქვეყანაში. ინფორმაციის დასაზუსტებლად ადვოკატი ქუთაისის აეროპორტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს […]
ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით – ირაკლი კობახიძე

ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროებში. ყველა ეს სფერო თანაბრად პრიორიტეტულია ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის […]
მიხაილ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა გერმანიის საელჩოში მიმდინარეობს. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება. „მიხაილ როთი ქართველი ხალხის გამორჩეული მეგობარი და ჩვენი ევროპული დღის წესრიგის აქტიური მხარდამჭერია. დღეს, ჩვენ, ოპოზიცია ვალდებული ვართ, […]
შალვა პაპუაშვილი კატარის მრჩეველთა საბჭოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კატარის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში – მრჩეველთა საბჭოში (მეჯლის ალ-შურა) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მზარდ კავშირებს, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა მეგობრობის ჯგუფებს შორის დადებითი კონტაქტები, რაც ორმხრივი ვიზიტებითაც გამოიხატა. „მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის […]
18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სგპ „ყაზბეგის“მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, დაგეგმილია გადაუდებელი საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც, სამუშაოების მიმდინარეობის […]
ხაზარაძე ხსნის, რა შემთხვევაში განიხილავს გახარიასთან გაერთიანებას

პარტია “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს წინასაარჩევნოდ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებაზე მსჯელობას. მისი თქმით, ამას იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ერთიანი სია ელექტორალურად უფრო მომგებიანი იქნება. “გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი კი არა მაქვს. ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხზე. ეს არ არის, რომ ვიჩხუბეთ და ა.შ. შესაბამისად, არავის არ ვერჩი მის თანაგუნდელებს – ნორმალური […]
რუსეთი აცხადებს, რომ დასავლეთ კურსკში ორი სოფელი დაიბრუნა

რუსეთმა ორშაბათს, 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა დასავლეთ კურსკის რეგიონში მდებარე ორ სოფელზე, რომელსაც აქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ, კონტროლი აღადგინა. მოსკოვის თქმით, ეს მნიშვნელოვანი კონტრშეტევითი ოპერაციაა. რუსული ძალები უკრაინულ ჯარს კურსკის რეგიონში 6 აგვისტოდან ებრძვის. მაშინ კიევმა რუსეთის მიწაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უცხო ქვეყნის მიერ ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელა. საინფორმაციო სააგენტო “როიტერმა” […]
პუტინმა 1,5 მილიონამდე გაზარდა სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც კიდევ ერთხელ იზრდება ქვეყნის შეიარაღებული ძალების საშტატო პერსონალის რიცხვი. ბრძანების თანახმად, ეს იქნება 2 389 130 ერთეული, მათ შორის ზუსტად 1,5 მილიონი სამხედრო მოსამსახურე. წინა ჯერზე ანალოგიურ ბრძანებას ხელი გასული წლის დეკემბერში მოეწერა. მაშინ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 1 320 000-ით განისაზღვრა. ამდენად, სამხედროთა საშტატო რაოდენობა იზრდება 180 […]
პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიის – […]
ფაშინიანს მადლობა გადავუხადე გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მადლობელია ფაშინიანის მიერ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რაც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. “დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის – გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, […]