მთავრობამ პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის ₾21-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 21 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. როგორც ცნობილია მთავრობა ადგილზე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ჯერ შენობის ტექნიკურად გამართვაა აუცილებელი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შენობის ელექტროგაყვანილობის სისტემას, გათბობა, გაგრილება კონდიცირების და სხვა შიდა კომუნიკაციების, მათ შორის ინტერნეტ კომუნიკაციის სისტემებს. პროექტის მთლიანი ღირებულება […]

ოქროს ფასი რეკორდულად იზრდება

ოქროს ფასი რეკორდულად იზრდება საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,590 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია. ოქროს ყიდვა-გაყიდვა როგორც ფიზიკური, ასევე ფასიანი ქაღალდის ფორმითაა შესაძლებელი. როდესაც ჩვენ ბირჟაზე ვსაუბრობთ, მაშინ სწორედ ამ უკანასკნელს, ანუ ოქროს კონტრაქტს მოვიაზრებთ. ინვესტორები […]

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის (მდგრადი ურბანული განვითარება – ურბანული მობილობა ბათუმში)“ სასესხო შეთანხმება კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძემ წარუდგინა. შეთანხმება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოსთვის 15 მლნ. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს 11:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში: ხატაეთის, სერმადინის, ვახუშტი ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაზალეთის ტბა, ჩანადირთკარი, მილახვრიანი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში, […]

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს

საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება განიხილეს და მხარი დაუჭირეს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხზე მომხსენებლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განმარტებით, ხელშეკრულება მიღებულია 2013 წელს […]

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს შორის (მდგრადი ურბანული განვითარება – ურბანული მობილობა ბათუმში)“ სასესხო შეთანხმება გააცნო. „მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტი ბათუმში ურბანული მობილობის მუნიციპალური […]

ლევან ხაბეიშვილი – ადამიანებს, რომლებიც ჩვენი კომისიის წევრებს იტაცებენ, პოლიციის ფორმაც კი არ აცვიათ, კრიმინალური მენტალობის ადამიანები ჩასვამენ მანქანაში და შემდეგ აღმოაჩენ, რომ პოლიციამ გაიტაცა – ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ

პოლიცია ნაძალადევის რაიონში ნარკომანებს, კრიმინალებს მფარველობს და ამ მფარველობის პარალელურად ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს იტაცებს. ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი კომისიის წევრებს იტაცებენ, პოლიციის ფორმაც კი არ აცვიათ, კრიმინალური მენტალობის ადამიანები ჩასვამენ მანქანაში და შემდეგ აღმოაჩენ, რომ პოლიციამ გაიტაცა. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს , – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა […]

ანა დოლიძე – გერმანიის ხმა, გერმანელი პოლიტიკოსების საქართველოში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის არის წამყვანი ძალა ევროკავშირში

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის შეფასებით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს მხარს უჭერს. როგორც ანა დოლიძემ გერმანიის საელჩოში მიხაილ როთთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტი ასევე ადასტურებს გერმანული მხარის ინტერესს 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნებისადმი. “უნდა გვახსოვდეს, რომ გერმანია ისტორიულად საქართველოს ინტერესების […]

,, ბოდიში-ოსებს!!!… მადლობა-რუსებს?! ვინც ოსს და აფხაზს ქართველებს უსევს?!…” – კახა მიქაია

პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია ლექსს აქვეყნებს: წინასაარჩევნო ელეგია როცა ლავროვი გიქებს საქციელს, ეს იმას ნიშნავს, მონად გაქციეს … ან რას ამადლი ახლა სალომეს, როდესაც იღებ რუსულ კანონებს?! ბოდიში-ოსებს!!!… მადლობა-რუსებს?! ვინც ოსს და აფხაზს ქართველებს უსევს?!… გონებაჩლუნგ და კუნთმაგარ ბიჭებს შეეშვი, ნუღარ აღუძრავ იჭვებს… გახსოვდეს, ის ვინც მტერთან ,,ლაგდება”, (ისტორიისგან გაილახება!!!…) მისი განკითხვის ჟამიც დადგება…

პრეზიდენტი ხაზარაძეს და გახარიას გაერთიანებაზე “საბოლოო კონსულტაციისთვის” სასახლეში იწვევს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლელოს ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიას წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში იწვევს. ეს განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტი მიესალმა მამუკა ხაზარაძის მიერ გამოთქმულ მზადყოფნას და ასევე თქვა, რომ გაერთიანებაზე მზაობა გიორგი გახარიას მხრიდანაც არსებობს.