ანა დოლიძე – გერმანიის ხმა, გერმანელი პოლიტიკოსების საქართველოში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის არის წამყვანი ძალა ევროკავშირში

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის შეფასებით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს მხარს უჭერს. როგორც ანა დოლიძემ გერმანიის საელჩოში მიხაილ როთთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტი ასევე ადასტურებს გერმანული მხარის ინტერესს 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნებისადმი. “უნდა გვახსოვდეს, რომ გერმანია ისტორიულად საქართველოს ინტერესების […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისათვის აუცილებელ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, თანმხლებ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა […]

წყალდიდობის გამო პოლონეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

წყალდიდობის გამო პოლონეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დონალდ ტუსკზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეს შეხვედრა მოვიწვიე, რათა საგანგებო მდგომარეობის რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადების შესახებ განკარგულება სწრაფად მიმეღო“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა მინისტრებთან შეხვედრაზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ოლქების სია, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობა შეეხება, მალე გამოქვეყნდება და წყალდიდობის შედეგად […]

თამარ ბელქანია საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე ფახულანის N3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა – დეტალები

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი განახლდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ, საბავშვო ბაღები მოინახულა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აღსაზრდელებს და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება და წარმატებები უსურვა. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თამარ ბელქანია ასევე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის N3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც პატარები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდიან. […]

სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს ორ ოპოზიციურ ჯგუფს. ამის შესახებ მან ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „საჭიროა ერთი რამ – ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამისი მჯერა. მე მზად ვარ, როგორც ნეიტრალურმა მხარემ, ამ […]

რუსეთის კურსკის ოლქის ორ რაიონში გამოცხადდა სავალდებულო ევაკუაცია

რუსეთში, კურსის ოლქში, გამოცხადდა უკრაინასთან მოსაზღვრე ხომუტოვსკის და რილსკის რაიონების მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია – ამის შესახებ 16 სექტემბერს იუწყება რეგიონის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი. მისი თქმით, ევაკუაცია შეეხება დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც საზღვრიდან 15 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს. გადაწყვეტილება მიღებულია “ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე”, “უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”, – წერს სმირნოვი ტელეგრამით. უკრაინის სამხედროების მხრიდან საზღვრის მიღმა მდებარე ხომუტოვსკის და […]

აშშ-ის კონგრესი მთავრობის დროებით დასაფინანსებლად გამოსავლის პოვნას ცდილობს

უქმეების შემდეგ, ვაშინგტონში დაბრუნებული ამერიკელი კანონმდებლები დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან საბიუჯეტო შეთანხმების მიღწევას. ისინი დავობენ კანონმდებლობაზე, რომელიც მთელი ფისკალური წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, ამერიკის მთავრობის მუშაობას დროებით დააფინანსებს. ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის ამოწურვამდე 15 დღე რჩება. თუ 30 სექტემბრის შუაღამემდე, როცა მიმდინარე ფისკალური წელი სრულდება, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად არ გაეგზავნა აღნიშნული კანონპროექტი, ბევრი ფედერალური სააგენტოს პროგრამა […]

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამამ ნათლად დამანახა ჩემი რეალური შესაძლებლობები“ – ფერმა ოდაშის დამფუძნებელი

სალომე კალანდაძე ოთხი წელია გურიაში, სოფელ ნიგოითში, მეუღლესთან ერთად ფერმას აშენებს. ამბობს, ფერმის შექმნის იდეა ყოველთვის გვქონდა, თუმცა სურვილის რეალობად ქცევა მხოლოდ პანდემიის დროს მოვახერხეთო. დღეს უკვე წყვილს ფერმაში ორგანული ბოსტნეული მოჰყავს მათთვის, ვისთვისაც ჯანსაღი პროდუქტი ღირებული და პრიორიტეტულია. ფერმა ოდაში ტრადიციული მეურნეობაა, სადაც როგორც ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, ისე მოსავლის რეალიზაციის საერთაშორისო მიდგომების დანერგვა განსაკუთრებით […]

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამამ ნათლად დამანახა ჩემი რეალური შესაძლებლობები“ – ფერმა ოდაშის დამფუძნებელი

სალომე კალანდაძე ოთხი წელია გურიაში, სოფელ ნიგოითში, მეუღლესთან ერთად ფერმას აშენებს. ამბობს, ფერმის შექმნის იდეა ყოველთვის გვქონდა, თუმცა სურვილის რეალობად ქცევა მხოლოდ პანდემიის დროს მოვახერხეთო. დღეს უკვე წყვილს ფერმაში ორგანული ბოსტნეული მოჰყავს მათთვის, ვისთვისაც ჯანსაღი პროდუქტი ღირებული და პრიორიტეტულია. ფერმა ოდაში ტრადიციული მეურნეობაა, სადაც როგორც ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, ისე მოსავლის რეალიზაციის საერთაშორისო მიდგომების დანერგვა განსაკუთრებით […]

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.71 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.001 ლარი გახდა. 1.74 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5620 ლარი გახდა. ლარის […]