ქართველმა ტაეკვონდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში G1 კატეგორიის სარეიტინგო ჩემპიონატზე “Riga open 2024” ასპარეზობა 12 მედლით დაასრულა. კადეტებსა და იუნიორებს შორის ოქროს მედლები ნიკა ღოღობერიძემ და ნიკა ალოიანმა მოიპოვეს. მეორე ადგილზე ნიკა ქარდავა, ალექსანდრე გურაბანიძე და აბალფაზ მამედოვი გავიდნენ, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს გიორგი ნინიაშვილმა, ალექსანდრე ტრეგლაზოვმა, მარიამ ცქიტიშვილმა და გიორგი ლექვთანიძემ. ეროვნული […]
18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მოძრაობა სრულად იზღუდება

18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მოძრაობა სრულად იზღუდება ,ყაზბეგის” საბაჟოს გავლით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა იზღუდება. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ, საავტომობილო გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით, გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე […]
საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას, მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ – ირაკლი კობახიძე

საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას, მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ – ირაკლი კობახიძე საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დადებით დინამიკას და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან […]
ვახტანგ ხმალაძე – რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. – ბატონო ვახტანგ, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებას რომ ქართველებმა ოსებს ბოდიში უნდა მოუხადონ, ქართულ საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემაა. აფხაზებისა და ოსების მიმართ „ბოდიშის მოხდის“ თემა ახალი არაა. ქართული არასამთავრობო ორგანიოზაცა ატარებდა აქციას „მშიბზია“, რაც ბოდიშს ნიშნავს. ვითარებაში, როცა […]
პრეზიდენტი “ძლიერ საქართველოსა” და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ “მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის” გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გამო, ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არვინ დაუვიწყებს. პრეზიდენტი იმედოვნებს, […]
ხობის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შუა ქვალონის და ნოჯიხევის სკოლები გახსნეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ანა არაბულმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლები გახსნეს და პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო […]
ფოთში 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ქალაქ ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო როგორც შიდა ინფრასტრუქტურა ასევე გარე სივრცე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 3 885 000 ლარი შეადგინა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის […]
ვლადიმერ პუტინის ბრძანებით რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 180 000 სამხედრო მოსამსახურით იზრდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 180 000 სამხედრო მოსამსახურით გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ვლადიმერ პუტინის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 389 130, მათ შორის სამხედრო მოსამსახურე 1,5 მილიონი იქნება. ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა, რომ ბრძანების შესასრულებლად თავდაცვის სამინისტროს თანხა გამოუყოს. ცნობისთვის, […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი დარჩა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0010 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9939 ლარს შეადგენდა. […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ქართულ ოცნებას” არ უნდა დიალოგი ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და საქართველოს იზოლაციაში ტოვებს – მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა ფუნდამენტურად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის

“ქართულ ოცნებას” არ უნდა დიალოგი ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და საქართველოს იზოლაციაში ტოვებს , – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ჭიაბერაშვილის განმარტებით, ხელისუფლებაში იციან, რომ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შემთხვევაში, ისინი აგებენ. “ისინი არჩევნებს ყველა შემთხვევაში წააგებენ, რა […]