ცოტნე ცარციძე რუმინული “პლოეშტ პეტროულის” ლიდერად ყალიბდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, 24 წლის ცოტნე ცარციძე პირველ პროფესიონალურ სეზონს ატარებს, რომელმაც ჩინებული სტარტი აიღო. ამერიკის სტუდენტურ ლიგაში 4-წლიანი თამაშისა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ცარციძემ კონტრაქტი რუმინულ “პეტროულ პლოეშტთან” გააფორმა და ახალ კლუბში ჩინებული დებიუტიც მოიწყო. ცოტნემ პლოეტური კლუბის მაისურით პირველი მატჩები რუმინეთის თასზე ჩაატარა და ორივე შეხვედრაში საუკეთესო იყო. პირველი რაუნდის შეხვედრაში “პეტროულმა” […]
თვაური ევროპას მალტადან იწყებს, რატიშვილი – თურქეთიდან

ევროსეზონი საკლუბო კალათბურთში იხსნება. ფიბა თავის ორგანიზებულ ოთხივე ტურნირში (ჩემპიონთა ლიგა, ფიბა ევროპის თასი, ქალთა ევროლიგა, ქალთა ევროპის თასი) საკვალიფიკაციო მატჩებს იწყებს. ევროსეზონისთვის ემზადება საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი”, რომელიც 18 სექტემბერს ანტალიაში სლოვაკურ “ლევიცეს” დაუპირისპირდება. ქუთაისელებთან ერთად ევროსეზონის სადებიუტო მატჩებისთვის ემზადებიან ქართველი არბიტრი და კომისარიც. მსაჯი კირილე თვაური მალტაში, ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო მატჩს […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ირაკლი […]
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები“ – როდის გაფორმდება ჩინურ CCCC-ისთან ანაკლიის პორტზე საინვესტიციო შეთანხმება?

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები“ – როდის გაფორმდება ჩინურ CCCC-ისთან ანაკლიის პორტზე საინვესტიციო შეთანხმება? “მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. მოლაპარაკებები დასრულდება და ამის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება”, – ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 […]
მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში – ნიკოლ ფაშინიანი

მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში – ნიკოლ ფაშინიანი ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, […]
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია […]
იპოთეკით დატვირთული ბინების გაყიდვისთვის დაკავებულია ორი პირი – საქმეს 73 დაზარალებული ჰყავს

საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა. კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიის – შპს „დიღომი თაუერის“ დირექტორმა და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირმა კომპანიას სახელწოდება შპს „თიმ დეველოპმენტით“ შეუცვალეს და განვადებით ან ნასყიდობით შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეებზე […]
ქართველებიც, აფხაზებიც და ოსებიც პოლიტიკოსების შეცდომას შეეწირნენ და ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს

„შიდა კონფლიქტების დაწყებიდან დღემდე, საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო არათუ კონფლიქტების მოგვარება, არამედ, კონფლიქტების ტრანსფორმაციაც კი,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დაიწყო კონფლიქტების მოგვარების პროცესი. ჩიბურდანიძე ოპოზიციას ეთნოკონფლიქტში დაღუპული ბიჭების სახელით მანიპულირებას არ ურჩევს. „შიდა კონფლიქტების დაწყებიდან დღემდე, საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ […]
საქართველოს მიგრაციის სამსახურმა მიიჩნია, რომ ჩემი ქმარი ბაქოს უნდა გადასცენ – სადიგოვის ცოლი

დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას ინფორმაციით, დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს მიგრაციის სამსახურმა ჟურნალისტთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი გამოაცხადა. პასუხში ნათქვამია, რომ არ არსებობს პოლიტიკური მიზეზები მისი აზერბაიჯანისთვის არგადაცემის შესახებ. “მათ მიიჩნიეს, რომ პოლიტიკურ საქმიანობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან საქართველო და განსაკუთრებით საქართველოს მიგრაციის სამსახური […]
ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილი ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნისკენ უბიძგებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების არჩევანი განსაზღვრავს იქნება თუ არა საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი უბიძგებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 16 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს ისტორიისათვის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად […]