მოსკოვმა სოხუმს „გამოსაფხიზლებელი წიხლი“ უთავაზა – როგორ შემოსწყრა კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთს?

კრემლმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დაფინანსება შეუჩერა და მალე შეიძლება ურჩ დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას. რუსული პროპაგანდა სეირს უყურებს და ოკუპირებული რეგიონის დასჯას გემოს ატანს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სოხუმმა მოსკოვისთვის სასურველი კანონები არ მიიღო. რუსეთს მოთმინების ფიალა აევსო. აფხაზეთი დიდხანს იქცეოდა „ცუდად აღზრდილი ჭირვეული შვილივით, რომელიც პატივს არ სცემს იმას, ვინც აჭმევს“, – […]
ექსტრემალური ამინდი მომდევნო 20 წელიწადში ადამიანთა 70 პროცენტს შეეხება — ახალი კვლევა

მომდევნო ოც წელიწადში, ყოველი ოთხი ჩვენგანიდან სამი საკუთარ თავზე გამოცდის ამინდის უკიდურეს ცვლილებებს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. „საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენი გაანგარიშებით, სწრაფი ცვლილებები 1,5 მილიარდ ადამიანს შეეხება“, — ამბობს ნორვეგიის კლიმატის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CICERO) ფიზიკოსი ბიორნ სამსეტი. ასეთი სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუკი მნიშვნელოვნად შევამცირებთ სათბურის აირების გამოყოფას — რაც ჯერ მიუღწეველია. […]
“მოდი, 1-ელ ნოემბერს დავიწყოთ” – საარჩევნო პერიოდის და “რუსულ კანონის” გავლენა დასაქმების ბაზარზე

საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორის მედეა ტაბატაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი და „რუსული კანონის“ ამოქმედება დასაქმების ბაზარს დაეტყო. “დასაქმების ბაზარზე პოლიტიკური ფაქტორის გავლენას ვადასტურებ“, – ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას. Insource-ის მმართველი პარტნიორის დაკვირვებით, ძირითადად, ბიზნესი აუცილებელ ხაჯებს სწევს და მხოლოდ იმ კადრებს ქირაობს, რომელიც ორგანიზაციის საოპერაციო მუშაობისთვის საჭიროა. „ჯერ […]
სანქციები შედეგია საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის პროცესის, – სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა რამდენიმე განმარტება გააკეთა საქართველოს 4 მოქალაქისთვის დღეს, 16 სექტემბერს დაწესებულ სანქციებზე და იმ სავიზო შეზღუდვებზე, რომელიც ამჯერად ქვეყნის 60-მდე მოქალაქეს დაუწესდა, მათ შორის – საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს. ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, ამ უკანასკნელთა სია საჯაროდ არ ქვეყნდება და საზოგადოებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი არ […]
აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – მეთიუ მილერი სანქციებზე

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მეთიუ მილერმა განმარტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახაზინო დეპარტამენტის სანქციების დაწესების მოტივაცია. „ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს […]
მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფასეულობები – “თავისუფლების მოედანი” გახარიასთან გაერთიანებაზე

პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი”, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს” შემადგენლობშია, აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე, ერთობლივად, ოთხივე წევრის მიერ მიიღება. ამით ისინი ეხმაურებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას, რომელმაც კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა. მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფასეულობები და პრინციპები. […]
მეთიუ მილერი – სხვა პოტენციური ანგარიშვალდებულების ქმედებებისა და დაფინანსების ტრანშების შესახებ გადახედვა გრძელდება

სხვა პოტენციური ანგარიშვალდებულების ქმედებებისა და დაფინანსების სხვა ტრანშების შესახებ ჩვენი გადახედვა გრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „რაიმე სახის ქმედებების წინასწარ განხილვას არ ვაპირებ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სხვა პოტენციური ანგარიშვალდებულების ქმედებებისა და დაფინანსების სხვა ტრანშების შესახებ ჩვენი გადახედვა გრძელდება“, – განაცხადა მეთიუ მილერმა. ამასთან, მეთიუ […]
მამუკა ხაზარაძე: გახარიასთან მოლაპარაკების შედეგზე თუ გადაწყვეტილება იქნება, პრეზიდენტს ვაცნობებთ

ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასთან საუბრისთვის მზად არის და იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების შედეგი დადგება – შემდეგ აცნობებენ სალომე ზურაბიშვილს, – ასე გამოეხმაურა ხაზარაძე პრეზიდენტის შეთავაზებას, პარტიების ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიწვევის შესახებ. ”მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში “ძლიერი […]
„არა მგონია, რომ საქართველომ რუსეთის შეჭრისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს“ – მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო ბოდიში უნდა მოვიხადოთ. მილერმა თქვა, რომ მისი აზრით, საქართველოს არ აქვს ბოდიში მოსახდელი იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. ივანიშვილის განცხადების შესახებ კითხვა მილერს ალექს რაუფოღლუმ დაუსვა. „ვნახე ეს კომენტარი. არა მგონია, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ […]
არ მგონია, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს რუსეთის შეჭრის გამო – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გორში გაჟღერებულ განცხადებას აგვისტოს ომზე. მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა არ სჭირდება რუსეთის მხრიდან შეჭრის გამო, რამეთუ რუსეთია აგრესორი, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. “მე არ მგონია, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება რუსეთის მიერ შეჭრის გამო, […]