Kyiv Post: უკრაინის სამხედრო დაზვერვამ იერიში მიიტანა რუსულ ბაზაზე სირიაში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ოპერაცია ჩაატარა სირიაში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის წინააღმდეგ. ამის შესახებ გამოცემა Kyiv Post-ი წერს სამხედრო დაზვერვაში თავის წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, სირიის ქალაქ ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე რუსულ ბაზას 15 სექტემბერს შეუტიეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ჯგუფ „ქიმიკოსის“ სპეცრაზმელებმა. წყაროს ინფორმაციით, რუსეთი ამ ბაზას იყენებს დამრტყმელი დრონების დამზადებისა და გამოცდისთვის. […]
იენს სტოლტენბერგი უკრაინის მიერ რუსეთში დარტყმების განხორციელებაზე – გადაწყვეტილება ცალკეულმა მოკავშირეებმა უნდა მიიღონ – ომში არ არსებობს ვარიანტები რისკის გარეშე

გადაწყვეტილება იმის შესახებ, დართონ თუ არა უკრაინას ნება, დასავლური შორ-მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენოს, დამოკიდებული იქნება ცალკეულ ქვეყნებზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს გადაწყვეტილებები ცალკეულმა მოკავშირეებმა უნდა მიიღონ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მჭიდრო კონსულტაციები გავმართოთ, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა LBC-თან ინტერვიუში. ამავე […]
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისზე – ეს ის ხალხია, ვისაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს, ისინი შიდა მტრები არიან

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასზე განხორციელებულ თავდასხმებში დამნაშავეები პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი არიან, რომლებიც გამუდმებით აკრიტიკებენ მას. „მათი რიტორიკა იწვევს იმას, რომ მსვრიან, როდესაც მე ვარ ის, ვინც აპირებს ქვეყნის გადარჩენას და ისინი არიან, ვინც ანადგურებენ ქვეყანას – როგორც შიგნიდან, ასევე გარედან“, – განაცხადა ტრამპმა. […]
იოავ გალანტი – „ჰეზბოლასთან“ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა მცირდება

ლიბანის საზღვარზე თითქმის ყოველდღიური შეტაკებების გამო, დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების შანსები მცირდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილესთან და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან, ამოს ჰოკსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეთანხმების შესაძლებლობა მცირდება, რადგან „ჰეზბოლა“ აგრძელებს „ჰამასთან“ დაკავშირებას და კონფლიქტის დასრულებაზე უარს ამბობს“, – აღნიშნა გალანტმა. მისი […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მოკავშირეებს გამარჯვების გეგმას მომავალ კვირას გააცნობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში გამარჯვების გეგმას უკრაინა მოკავშირეებს მომავალ კვირას გააცნობს. პრეზიდენტის თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში უკრაინის გამარჯვების გეგმის მოსამზადებლად. კერძოდ, შეხვედრებზე განიხილეს ამ გეგმის ყველა პუნქტის რეალური შინაარსი. “სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური შინაარსი. ჩართული იყვნენ საკვანძო პირები თითოეული მიმართულებით და უკრაინისთვის აუცილებელი ნაბიჯები უკვე განსაზღვრულია, აბსოლუტურად მკაფიოდ. ის, […]
,, ეგ სანქციები ცარცის ქაღალდზე ამობეჭდონ და წვრილად დაახვიონ!” – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება: ,,ჰო, ხარებას მაგ სანქციების ისე შეეშინდა, 27 ოქტომბერს პარლამენტის შტურმს რომ მოინდომებთ, “მობრძანდით, გენაცვალეო”, გეტყვით და კარსაც გაგიღებთ. 😂 ეს რანაირი შტერები ხართ?! 🤔 ეგ სანქციები ცარცის ქაღალდზე ამობეჭდონ და წვრილად დაახვიონ! როთისთვის მსხვილადაც შეიძლება. 😉”
“ემის” დაჯილდოების ცერემონია – 2024

ლოს-ანჯელესში, პრესტიჟული ამერიკული სატელევიზიო ჯილდოს – “ემის” გადაცემის საზეიმო, 76-ე ცერემონია გაიმართა. ყველაზე მეტი, 18 “ემი” გადაეცა სერიალს “სიოგუნი”. ფოტოგალერეაში რამდენიმე გამარჯვებული ფილმისა თუ ტელეგადაცემის შემქმნელ ჯგუფს ნახავთ. 1 სერიალ “სიოგუნის” გადამღები ჯგუფი. ფილმმა 17 სხვა ჯილდოსთან ერთად, საუკეთესო დრამატული სერიალის პრიზი აიღო. 2 ფილმის “ეშმაკობები” გადამღები ჯგუფი იღებს პრიზს საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალისთვის. 4 […]
,,ეს ყველაზე მეტად არ აწყობთ ქოცებს“ – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია: ,,ჩემი აზრით, ძალიან სწორი შეთავაზება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა. ძალიან რთული,მაგრამ აუცილებელი და არჩევნებში ხელისუფლების დასამარცხებლად, უმნიშვნელივანესი იქნებოდა ხაზარაძის და გახარიას დაზავება ,რაც ყველაზე მეტად არ აწყობთ ქოცებს. გარეთა თვალით ასე ვხედავ. დანარჩენს კი გავიგებთ უახლოეს დღებში,რამდენადაც გაერთიანებების ვადა იწურება.”
ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი

„საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო ოპოზიციურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში, როცა იწვევს ორ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციიდან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, მას შემდეგ რაც გახარიასა და ხაზარაძის პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა, მორიგ ჯერზე დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. „ზურაბიშვილი, გახარია, ხაზარაძე […]
არადა არ უმართლებს – საზონოვმა მძიმე ტრავმა მიიღო

“ემპოლის” საიტის ცნობით, მცველმა საბა საზონოვმა ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ, ალბათ, რამდენიმე თვე უქმობა მოუწევს. დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება, დასჭირდება თუ არა საზონოვს მუხლზე ოპერაციის გაკეთება. საბა “ემპოლიში” “ტორინოდან” იჯარით გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. მან ერთი მატჩი “ტორინოში” ჩაატარა. ერთი სიტყვით, არადა არ უმართლებს საზონოვს – […]