ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს. საქართველოს მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ“, – წერს ჯიმ რიში X-ზე. ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა […]
„ეს იმათთვის, ვისაც ჰგონია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს გამთენიისას მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და ომი ჩვენ დავიწყეთ“ – ლევან ჯავახიშვილი

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი: „ეს იმათთვის, ვისაც ჰგონია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს გამთენიისას მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და ომი ჩვენ დავიწყეთ. რუსეთს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა შემუშავებული საგანგებო გეგმა, რითაც იხელმძღვანელა 2008 წლის აგვისტოში. პრეზიდენტმა პუტინმა სამხედრო კონფლიქტის ოთხი წლისთავზე განაცხადა: “მგონი, არავისთვისაა საიდუმლო, რომ გეგმა ნამდვილად არსებობდა. სწორედ მის მიხედვით მოქმედებდა რუსეთის […]
„არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება“ – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი: „არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე როგორც, საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას განაგრძობს. სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და საქართველოს უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. როგორც რუსეთი ყოფილა აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, […]
მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფინანსური და სავიზო სანქციები დააწესა – შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი შეერთებული შტატების მიერ 4 პირითვის სანქციების დაწესებას ასე გამოეხმაურა: „მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, [ფინანსური] სანქციები და ასევე, 60 ქართველ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს“
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა. როგორც სახაზინო დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც „ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში“. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები დაუწესდა საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც […]
მამუკა ხაზარაძე – მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი – თუ იქნება გადაწყვეტილება გახარიასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ პრეზიდენტს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიესალმება პრეზიდნეტის ძალისმხევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად. ხაზარაძის თქმით, “ძლიერი საქართველო” მზად არის ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და გვერდზე გადადოს პიროვნული საკითხები. როგორც ხაზარაძე წერს, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ ამას საქართველოს პრეზიდენტს. „მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად […]
მამუკა მდინარაძე – ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი

დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი, მაგალითად. ეს უნდა შეიგნონ ბოლოს და ბოლოს , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ ადამიანებმა, ვინც ურთიერთპატიებას და შერიგებას დაუპირისპირდნენ, კარგად უნდა გაიაზრონ, რასთან […]
მამუკა არეშიძე – აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო რას იტყვის მნიშვნელობა არ აქვს – რაც შეეხება რუსეთს, ისტორიას რომ გადახედო, არ არსებობს რომელიმე მოლაპარაკება, სადაც მოსკოვს სიტყვა შეუნარჩუნებია

განცხადებებით და მიმართვებით გეოპოლიტიკა არც იცვლება და არც პოლიტიკა კეთდება. პოლიტიკა კეთდება კულუარებში, მით უმეტეს, ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა , – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადება და ამასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება […]
მამუკა მდინარაძე – როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ – გულწრფელად მეცოდებიან

როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ – გულწრფელად მეცოდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ “ძლიერ საქართველოსა” და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიწვევას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ეძახიან და ავალებენ, […]
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ნიკოლ ფაშინიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა, სომეხ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.