“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ ისაუბრა. პრემიერის თქმით, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის “საუკეთესო გზაა”. “ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული პრობლემები მოვაგვაროთ. აღმოვფხვრათ სიღარიბე, უმუშევრობა, ხელი შევუწყოთ ადამიანთა დასაქმებას… მომავალშიც, […]
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ შეკრებილ ქართულ დიასპორასთან შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ და დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა 14-15 სექტემბერს ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ შეკრებილ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. “კონსტანტინე გამსახურდიამ ჩაატარა საჯარო ლექცია და დისკუსია აქტუალურ საკითხებზე. დიასპორასთან შეხვედრისას ასევე გაიმართა მისი წიგნების, „სამშობლოსა და ერი – სახელმწიფოსთვის“ და „ისტორიულ – ლიტერატურული ათინათების“ წარდგენა. ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას“ […]
KfW ბათუმის ურბანული განვითარებისთვის 16 მლნ ევროს გამოყოფს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს შორის (მდგრადი ურბანული განვითარება – ურბანული მობილობა ბათუმში)“ სასესხო შეთანხმება გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტი ბათუმში ურბანული მობილობის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს. […]
ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ – საბანკო ასოციაცია

საქართველოს საბანკო ასოციაცია აშშ-ის ხაზინის მიერ საქართველოს 4 მოქალაქის, შსს-ს სპეციალური დავალებების სამსახურის უფროსის ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის, ასევე პრო-რუსული პარტიის ალტ-ინფოს ლიდერების, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. საბანკო ასოციაციაში აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს. საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ […]
ბბ ლიზინგმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის კორპორატიული ლიზინგის პორტფელი შეიძინა

ბბ ლიზინგსა და საქართველოს სალიზინგო კომპანიას შორის პორტფელის გასხვისების მორიგი შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, საქართველოს სალიზინგო კომპანიის კორპორატიული პორტფელის ნაწილი სამართავად ბბ ლიზინგს გადაეცა. აღნიშნული გარიგების შედეგად, ბბ ლიზინგი განაგრძობს კორპორატიულ პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, რადგან კომპანიის სამომავლო პრიორიტეტებს მომხმარებლებისთვის მეტად მრავალფეროვანი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება წარმოადგენს. ბბ ლიზინგი აქტიურად განაგრძობს ქართულ […]
კოკოითის თქმით, საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს და ტერიტორიები დაუბრუნოს

ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი იყო, ამბობს, რომ საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს. კოკოითმა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შეაფასა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ “ოს ძმებს” ბოდიში უნდა მოუხადოს. კოკოითის თქმით, ეს “გაბედული განცხადებაა”, თუმცა ივანიშვილის გულწრფელობაში დარწმუნებული არაა. “თვითონ ივანიშვილის განცხადების შინაარსში ახალი არაფერი არაა. […]
მამუკა ხაზარაძე – მზად ვარ შევხვდე გიორგი გახარიას და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს – მე გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით, თუმცა, სამწუხაროდ, ერთი-ერთზე შეხვედრის შესაძლებლობა დღეს ვერ ხერხდება

მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, გიორგი გახარიასთან შეხვედრა, შესაძლოა, დღეს ვერ შედგეს და შესაბამისად, გახარიასთან შეხვედრის გარეშე, პრეზიდენტთან მისვლა უპატივცემლობა იქნებოდა. „მე „ჩვენ კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც […]
აშშ-მა ტაივანისთვის 228 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების სათადარიგო ნაწილების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტაივანისთვის 228 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სათადარიგო ნაწილების, მათ შორის ავიაციისთვის განკუთვნილი ნაწილების, შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. სათადარიგო ნაწილების დაბრუნება, შეკეთება და გადაზიდვა ამერიკის სამთავრობო მარაგიდან განხორციელდება. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ტაივანის სამხედროებს არ გაუჭირდებათ ამ ტექნიკის შეიარაღებულ ძალებში ათვისება. ტაივანის არმიაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას […]
Euromoney-იმ „გალტ & თაგარტს“ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანიის ჯილდო მიანიჭა

„გალტ & თაგარტმა“ საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ის ახალი ჯილდო მიიღო. Euromoney-ის საინვესტიციო „ბანკი საქართველოში” ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანიად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ „გალტ & თაგარტი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა. გამოცემის შეფასებით, „გალტ & თაგარტმა“ გამორჩეული პერფორმანსი პროდუქტების ინოვაციისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით აჩვენა. „საქართველოს ეროვნულ […]
გასულ წელს საქართველოში 14 884 აბორტი გაკეთდა, საიდანაც 64 არასრულწლოვანს ჩაუტარდა

გასულ წელს საქართველოში 14 884 აბორტი გაკეთდა, მათ შორის 64 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. „საქსტატის“ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი 5 716 აბორტი 15-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გაიკეთეს, 15-24 წლის ასაკში კი -2 371. 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. 2022 წელს 16 619 აბორტი გაკეთდა, საიდანაც 83 არასრულწლოვანი იყო. „საქსტატის“ ოფიციალურ გვერდზე […]