ანა ნაცვლიშვილი – სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, სანქცირებულ ხელისუფლებას სერიოზულად არავინ დაელაპარაკება – ეს ადამიანები ვეღარ იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები

სანქციები არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს, სწორედ ამიტომ ცივილიზებული სამყარო მათ სანქციების ენით ესაუბრება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის, ასევე „ალტ-ინფოს“ […]
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე წერს, დაღუპული გიორგი როინიშვილია. როგორც სპეციალური დანაყოფი “თბილისი” სოციალურ ქსელში წერს, როინიშვილი კურსკის ოლქში ბრძოლაში დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, ამავე ოპერაციაში დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.
დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დმანისში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის რაიონის სოფლების: პანტიანის, ზემო და ქვემო ოროზმანის, მთისძირისა და ვაკის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დელეგატმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებსა და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პროექტები და პროგრამები განიხილეს. დავით შერაზადიშვილის თქმით, […]
ემილ ავდალიანი – საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება

ირანის პრეზიდენტის ახალ საგარეო პოლიტიკაზე, ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით რაზე ვერ თანხმდებიან თეირანი და ანკარა, ეს საკითხი შეიძლება აღმოჩნდეს ის თემა, რითაც დასავლეთი შეძლებს რუსეთისაგან ირანის ჩამოშორებას, ასევე იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს თურქეთის სწრაფვა ბრექსიტისა და შანხაის ორგანიზაციებში, თუ ეს რეალურად მოხდა, მომხდარი რა კორექტივებს შეიტანს სამხრეთ კავკასიაში ანკარის პოლიტიკაში, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეს, ემილ […]
პრეზიდენტი ხაზარაძე-გახარიას პირისპირ შეხვედრაზე – მე ვეპატიჟები ორივეს სადილად, მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ – პირიქით, ძალიან კარგი იქნება

მე ვეპატიჟები ორივეს 15:00 საათზე, სადილად. მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოზიციას, რომ ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე ის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პირისპირ უნდა შეხვდნენ. პრეზიდენტმა მცირე კომენტარი „ტვ პირველთან“ გააკეთა. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე […]
სამინისტრო – თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია

2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, რისთვისაც ბაკურიანში ბიატლონის ინფრასტრუქტურა შენდება, ხოლო თბილისში – ყინულის სასახლე, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანსა და თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, პროექტირებისა და სამუშაოების წარმოებისას სრულად არის დაცული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, აბსოლუტურად, ყველა და სტანდარტი მოთხოვნა. […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 17 სექტემბერს, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური მილი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ. მათივე ცნობით, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე ტექნიკური სამუშაოები 17 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ […]
უკრაინის სუმის ოლქზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის სუმის ოლქზე. ეს რეგიონი ესაზღვრება რუსეთის კურსკის ოლქს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აგვისტოს დასაწყისიდან ატარებენ სახმელეთო ოპერაციას. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 17 სექტემბერს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მასირებული დარტყმის სამიზნე იყო ენერგოობიექტები. ქალაქ სუმის და კონოტოპის და ახტირსკის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შეფერხებით […]
ხაზარაძე: სამწუხაროდ, გახარიასთან პირადი შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიასთან პირადი შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება. მისი თქმით, მიაჩნია, რომ სანამ პრეზიდენტთან შეხვედრა შედგება, მნიშვნელოვანია, მან და გახარიამ განსაზღვრონ, აქვთ თუ არა საერთო ხედვა. “მე, ჩვენს კოალიცია ძლიერ საქართველოსთან ერთად, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისათვის, რომ დავასრულო ქართული ოცნების მმართველობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და […]
კოკოითის თქმით, საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს და ტერიტორიები დაუბრუნოს

ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი იყო, ამბობს, რომ საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს. კოკოითმა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შეაფასა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ “ოს ძმებს” ბოდიში უნდა მოუხადოს. კოკოითის თქმით, ეს “გაბედული განცხადებაა”, თუმცა ივანიშვილის გულწრფელობაში დარწმუნებული არაა. “თვითონ ივანიშვილის განცხადების შინაარსში ახალი არაფერი არაა. […]