კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახმა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, ოჯახმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტიზის დასკვნა მიაწოდა, რომელშიც ვკითხულობთ: „როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას, ისე მისი კორექციისას არ განხორციელდა ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ნიმუშის აღება და არ განხორციელდა ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო […]

გასულ წელს საქართველოში 14 884 აბორტი გაკეთდა, საიდანაც 64 არასრულწლოვანს ჩაუტარდა

გასულ წელს საქართველოში 14 884 აბორტი გაკეთდა, მათ შორის 64 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. „საქსტატის“ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი 5 716 აბორტი 15-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გაიკეთეს, 15-24 წლის ასაკში კი -2 371. 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. 2022 წელს 16 619 აბორტი გაკეთდა, საიდანაც 83 არასრულწლოვანი იყო. „საქსტატის“ ოფიციალურ გვერდზე […]

დღეს ღირსი სვიმეონ გარეჯელის ხსენების დღეა

ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. ერთხელ ღირსი სვიმეონი ავად გახდა და გარდაიცვალა. ერთ საათზე მეტ ხანს იყო უსულოდ, შემდეგ კი, ღვთის განგებით, წამოდგა, […]

ბჟანიას მიერ „ერთადერთ სტრატეგიულ პარტნიორად“ თურქეთის გამოცხადება კიბერშეტევის შედეგი იყო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას საიტზე ჰაკერებმა შეაღწიეს და გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ, როგორც რადიო თავისუფლების პროექტი „ეხო კავკაზა“ წერს, 16 სექტემბერს ღამით განაცხადა ბჟანიას ადმინისტრაციამ. მისივე ცნობით, ინფორმაცია დაიბლოკა, სპეციალისტები კი მომხდარს არკვევენ და პორტალის მუშაობას აღადგენენ. ინფორმაციით, რომლის გავრცელებაც კიბერშეტევით ახსნეს, აფხაზეთმა რუსეთის ნაცვლად „სტრატეგიულ […]

რთველის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, დამატებით ₾50 მლნ გამოიყო

მთავრობამ 2024 წლის რთველის შეუფერხებლად ჩასატარებლად დამატებით 50 მლნ ლარი გამოყო. მიმდინარე წელს რთველის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. აქედან, 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას უნდა მოხმარებოდა, ( კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ. რქაწითელზე 20 თეთრია) ხოლო 50 მილიონი ლარი – ბაზარზე დარჩენილი ჭარბი […]

„მთავრობის ეს ინიციატივა იმისთვის არის, რომ რაღაცნაირად მოთაფლონ NGO-ები, რათა დარეგისტრირდნენ „რუსული კანონის“ ფარგლებში“

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დაფინანსებით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების დარწმუნებას, რომ „რუსული კანონით“ შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდნენ. როგორც ფინანსისტმა BMG-სთან, საკითხის შეფასებისას განაცხადა, საბოლოო მიზანი სიტუაციის ისე წარმოჩენაა, თითქოს კანონს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, ზოგადად არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოსგან დაფინანსების პრაქტიკა, თუმცა ამას უნდა ახლდეს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმებიც. „ეს გადაწყვეტილება იმისთვის არის, […]

ბბ ლიზინგმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის კორპორაციული ლიზინგის პორტფელი შეიძინა

ბბ ლიზინგსა და საქართველოს სალიზინგო კომპანიას შორის პორტფელის გასხვისების მორიგი შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, საქართველოს სალიზინგო კომპანიის კორპორაციული პორტფელის ნაწილი სამართავად ბბ ლიზინგს გადაეცა. აღნიშნული გარიგების შედეგად, ბბ ლიზინგი განაგრძობს კორპორაციულ პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, რადგან კომპანიის სამომავლო პრიორიტეტებს მომხმარებლებისთვის მეტად მრავალფეროვანი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება წარმოადგენს. ბბ ლიზინგი აქტიურად განაგრძობს ქართულ […]

ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024”, მე-9 ტური

15 სექტემბერს სასტუმრო “ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუში” ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024”-ის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებული ედუარდ ნაზარიანი გახდა, ხოლო პირველ ლიგაში ტური ალექსანდრე ყაშაშვილმა მოიგო. პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული: I ადგილი – ედუარდ ნაზარიანი II ადგილი -ალექსეი ჭანტურიძე III ადგილი – სოინგულ ამიროვი IV-V ადგილი – ალეკო მანაშვილი IV-V ადგილი […]

საქართველოში არ უშვებენ არსენ ხარატიანს, ფაშინიანის ყოფილ მრჩეველს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ყოფილ მრჩეველს, ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელ არსენ ხარატიანს საქართველოში არ უშვებენ. აეროპორტში მისი დაყოვნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მისმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ. მისი კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არსენ ხარატიანი დაახლოებით დილის 4 საათიდან ჰყავთ დაყოვნებული. მისი ცნობით, არსენ ხარატიანი ამჟამად ლუქსემბურგიდან ბრუნდებოდა […]

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი ბარაკ ობამას შეხვდა

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა. „მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც გატაცებულებს სახლში დააბრუნებს“, – წერს იაირ ლაპიდი სოციალურ ქსელში. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ისრაელის ოპოზიციის ლიდერს ვაშინგტონში უმასპინძლა. ლაპიდმა აღნიშნა, რომ მხარდაჭერისთვის და ისრაელელი მძევლების დაბრუნების მცდელობებისთვის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს […]