„ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში“

„ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში“ კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება, – ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად […]

რუსეთის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი, გიორგი როინიშვილი დაიღუპა. ის მტერთან უშუალო შეტაკებებს ემსხვერპლა. როინიშვილი “ქართველი მეომრები-სპეცდანაყოფი თბილისის” მეთაურის მოადგილე იყო. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა ორი უკრაინელი მებრძოლი, სამი ქართველი კი დაიჭრა. ისინი უკვე ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაზიანდა მილი, რომელიც გლდანი-ნაძალადევს ამარაგებს, წყალი 19 საათით წყდება – GWP-ს განცხადება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს, რომ დღეს, 17 სექტემბერს, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის მიმდებარედ კომპანიის მაგისტრალური მილი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. GWP ამბობს, რომ ტექნიკური სამუშაოები 17 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულის გამო, 17 სექტემბერს, დღის 12:00 საათიდან 18 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე […]

“დღეს ბიზნესი თავისუფალია, არავითარი წნეხი არ არსებობს” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა. “ყველას გახსოვთ, 2012 წლამდე რა ვითარება იყო ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით. რამდენად მძიმე ზეწოლა იყო ბიზნესზე, პირდაპირი ტერორი ხორციელდებოდა ბიზნესმენების მიმართ. იყო ათასობით ფაქტი იმისა, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფოზე უწევდათ საკუთარი ქონების […]

ფორმულა: EU-ში მიღწეულია შეთანხმება უვიზოს შეჩერებაზე დემოკრატიის უკუსვლის კვალდაკვალ

ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში. ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კონსულტაციები და შეთანხმების ეტაპი უკვე დასრულებულია. ქართული ოცნების მიმართ პერსონალურ სანქციებს ევროკავშირში მუდმივად უნგრეთი ბლოკავს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ის გადაწყვეტილებაა, […]

მე ვეპატიჟები ორივეს სადილად, მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ – პრეზიდენტი ხაზარაძე-გახარიას პირისპირ შეხვედრაზე

მე ვეპატიჟები ორივეს 15:00 საათზე, სადილად. მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოზიციას, რომ ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე ის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პირისპირ უნდა შეხვდნენ. პრეზიდენტმა მცირე კომენტარი „ტვ პირველთან“ გააკეთა. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე […]

მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს – მამუკა ხაზარაძე

მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერ. როგორც ხაზარაძე წერს, პრეზიდენტის მიერ ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას აფასებს. „მე, ჩვენს კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან ერთად, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, იმისათვის, რომ დავასრულო „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელიც ემსახურება […]

პრეზიდენტი გახარიას და ხაზარაძეს სადილზე ეპატიჟება – სავარაუდოდ, დღეს ეს შეხვედრა არ შედგება – Netgazeti • გიორგი გახარია • მამუკა ხაზარაძე • სალომე ზურაბიშვილი • Netgazeti.ge

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე შესაძლო გაერთიანებაზე სალაპარაკოდ თავისთან მიიწვია, თუმცა, სავარაუდოდ დღეს ეს შეხვედრა არ შედგება. “მე 15:00 საათზე ვეპატიჟები ორივეს სადილზე. მანამდე, რაც უნდათ ის გააკეთონ, შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება,” – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველს.” ამ მოწვევას გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, ის მზადაა პირადად შეხვდეს გიორგი გახარიას […]

ირმა ზავრადაშვილი – ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ – ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ადამიანებმა სიცოცხლე გასწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება

ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ – ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ადამიანებმა სიცოცხლე გასწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები ქვეყნის გადარჩენისთვის, ყველაფრისთვის მზად არიან. „რატომ დარდობთ ჩვენს დასანქცირებაზე? ნუ ნერვიულობთ. ჩემს […]

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს ქონება, 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა

2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება; 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. […]