ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს, მთავარია, გავუფრთხილდეთ დღეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ზრდის ძალიან კარგი ტემპია. „ეს ყოველთვის ასე არ […]
თამარ კორძაია – ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვაშოროს და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ბავშვებს აქვთ, გაანადგუროს

შინდისის საჯარო სკოლის რემონტი დაფინანსებულია აშშ-ის მიერ. აშშ ზრუნავს, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფელში ჩვენს ბავშვებს სათანადო სწავლის პირობები ჰქონდეს, მაგრამ ამ დახმარებას ყოველდღე „ქართული ოცნება“ ანადგურებს – არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდს, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი ზუსტად ჩვენი შვილების განათლებისთვის იქნება, იმისთვის, რომ ბავშვებს უფასო კვება სკოლებში ჰქონდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ […]
ბექა ქორჩილავა – შინდისის საჯარო სკოლა, ისევე როგორც უამრავი ახლომდებარე სკოლა და ცენტრი, რეაბილიტირებულია ევროკავშირისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ, „ქართული ოცნება“ კი გვეუბნება, რომ ამ და მსგავსი სიკეთეებით არ უნდა ვისარგებლოთ

შინდისის საჯარო სკოლა, ისევე როგორც უამრავი ახლომდებარე სკოლა და ცენტრი, რეაბილიტირებულია ევროკავშირისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ, „ქართული ოცნება“ კი გვეუბნება, რომ ამ და მსგავსი სიკეთეებით არ უნდა ვისარგებლოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გორის საკრებულოში, ბექა ქორჩილავამ განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი და შესაძლებლობაა. „სოფელ სინდისის საჯარო სკოლა, ისევე […]
„ქართული ოცნების“ დელეგატი ზაალ დუგლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხაშურში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ალის, ბრილის, ზემო და ქვემო ნაბახტევის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრეს ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ლაშა ბაქარაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თანხები, რომელიც ევროპას საქართველოსთვის აქვს გამოყოფილი, მივიღოთ – ჩვენი ყველა პარტნიორი ამბობს, რომ ამ გზაზე ერთადერთი შემაფერხებელი „ქართული ოცნებაა“

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თანხები, რომელიც ევროპას საქართველოსთვის აქვს გამოყოფილი, მივიღოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა, მეტი სოციალური თანასწორობა. ჩვენი ყველა პარტნიორი ამბობს, რომ ამ გზაზე ერთადერთი შემაფერხებელი არის „ქართული ოცნება“, ამიტომ ისინი ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლაშა ბაქრაძე შინდისის საჯარო სკოლასთან იმყოფებოდა, […]
გია ჯაფარიძე – 26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გავაკეთოთ – ვიცხოვრებთ ევროკავშირში და კეთილდღეობაში თუ – იზოლაციაში, სანქცირებული „ქართული ოცნების” მმართველობის ქვეშ

26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გავაკეთოთ – ვიცხოვრებთ ევროკავშირში და კეთილდღეობაში თუ – იზოლაციაში, სანქცირებული „ქართული ოცნების” მმართველობის ქვეშ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ შინდისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში, საოკუპაციო ხაზთან, ჯაფარიძესთან ერთად კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია და ენმ-ს გორის […]
სუბარი: ქართულმა სახელმწიფომ უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარსავე მოქალაქეებს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის თანხმობის პოლიტიკა. ამ მიმართულებით პირველი ძალიან გაბედული განაცხადი უკვე გაკეთდა ეს განაცხადი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. თანხმობა გულისხმობს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი და ინტერესების დამცველი. ბუნებრივია, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი […]
კობახიძე ირწმუნება, რომ მომავალი წლიდან პარტნიორებთან ურთიერთობები “გაჯანსაღდება”

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მომავალი წლიდან პარტნიორებთან ურთიერთობები “გაჯანსაღდება”. მისი თქმით, ელის, რომ უკრაინაში ომი შემდეგ წელს დასრულდება, რაც, მისივე ლოგიკით, საქართველოს მთავრობასა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების დალაგებას გამოიწვევს. “მინდა, ყურადღება გავამახვილო პარტნიორებთან ურთიერთობაზე. არის გარკვეული სირთულეები, თუმცა მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ყველა პრობლემა მოგვარდება და […]
„პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ – საქართველოში არ შემოუშვეს ფაშინიანის ყოფილი მრჩეველი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი მრჩეველი, ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი საქართველოში არ შემოუშვეს. „ამ დროისთვის ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, – ანუ დეპორტაცია, – პოლიტიკურია“, – აცხადებს ხარატიანი. არსენ ხარატიანი 2018 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში ახლად მოსული ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი საგარეო საკითხებში. მას შემდეგ არასამთავრობო სექტორსა და მედიაში საქმიანობს. […]
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში , საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში , საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ისაკაძის N12-ის, პეკინის N33ა და N35-ის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა მოქალაქეების […]