საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს – საბანკო ასოციაცია

აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს საბანკო ასოციაციაში განუცხადეს. „საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს […]

როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგება და კონსტიტუციაშიც ცვლილების შეტანა დაგვჭირდება, ოპოზიცია ამას მხარს არ დაუჭერს, ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება

როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგება და კონსტიტუციაშიც ცვლილების შეტანა დაგვჭირდება, ოპოზიცია ამას მხარს არ დაუჭერს, ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება „პირველ რიგში, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ [თავიდან, როცა ბიძინა ივანიშვილის განცხადება გააპროტესტა ოპოზიციამ], მათ რუსი ოკუპანტები არ უხსენებიათ. მათ პირდაპირ თქვეს – ოსებს რატომ უნდა მოვუხადოთ ბოდიშიო. რუსი ოკუპანტი არავის არ ახსოვდა ორი დღე, მხოლოდ […]

ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი 2012 წლის შემდეგ; ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „ბევრ რამეს გადაწყვეტს არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები […]

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა, მათ შორის თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურაა დასახელებული

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ფონ დერ ლაიენმა ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დაასახელა: ტერეზა რიბერა ესპანეთითად, ჰენა ვირკკუნენი ფინეთიდან, სტეფან სეჟურნე საფრანგეთიდან, კაია კალასი ესტონეთიდან, როქსანა მინზატუ რუმინეთიდან და რაფაელე ფიტო იტალიიდან. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეკონომიკისა და პროდუქტიულობის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი წარადგინა, ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში […]

სოზარ სუბარი – ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ გზა გადის საკუთარი შეცდომების დანახვასა და აღიარებაზე და ამ შეცდომების გამო ბოდიშის მოხდაზე – ნებისმიერი ოცნება ქვეყნის გამთლიანებაზე არის ამაო, თუ ადამიანებს შორის ნდობა ვერ აღდგება

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულმა განცხადებამ მკაფიოდ წარმოაჩინა ის გადაულახავი უფსკრული, რომელიც ყოფს და ერთმანეთისგან მიჯნავს, ერთი მხრივ, აგენტოკრატიას, რომელიც „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და მეორე მხრივ – ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზაა თანხმობის პოლიტიკა […]

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობაზე, ურთიერთმიტევებაზე და ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენაზე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობაზე, ურთიერთმიტევებაზე და ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, ურთიერთმიტევება და ერთმანეთის მიმართ ნდობის […]

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში რეიტინგით პირველია

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ რეიტინგით საუკეთესო ფეხბურთელია, – ასეთია Sofascore-ს შეფასება. იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კალიარი“ 4:0 დაამარცხა და 9 ქულით მეორე ადგილზეა. Sofascore-ის რეიტინგით (თამაშების შეფასების საშუალო არითმეტიკულით), ნეაპოლელთა ქართველ ლიდერს 8,28 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავზე წინაა. მეორე ადგილზეა „ტორინოს“ მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი 7,98 ქულით, […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – თუ ეს არის ევროპა, რომ სამსახურში არ უნდა იარო, მაშინ ვერ ვთანხმდებით ზოგიერთ უცხოელთან – ევროპა გვესმის ისე, რომ ხელფასი, რომელსაც მოქალაქეებისგან იღებენ, მანდატის განხორციელებას უნდა მოახმარონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა ოპოზიციონერები, ვინც სხდომას არ ესწრებიან და განაცხადა, რომ ევროპა არის ის, რომ ხელფასი, რომელსაც მოქალაქეებისგან იღებენ, მანდატის განხორციელებას მოახმარონ. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ზოგიერთ ოპოზიციონერს სხვა წარმოდგენა აქვს. „ბოლო სხდომას არ ესწრებიან ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე, თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, რომან […]

რომან გოცირიძე – სად ჩაურიცხავენ „ხარებას“ და მის მოადგილეს ხელფასს? ივანიშვილი „ქართუ ბანკს“ არ გაწირავს, არა მგონია, რომ რუხაძეც დათანხმდეს „ლიბერთი ბანკი“ სანქციების ქვეშ დააყენოს – უმძიმეს მდგომარეობაში არიან ბანკები

აშშ-ს მიერ დასანქცირებული 4 ადამიანი გლობალური „მაგნიტსკის სიაში“ მოხვდა – ისინი ცხოვრების ბოლომდე იქნებიან დამღა დასმულები და ყველა სახელმწიფო შეწყვეტს მათთან ურთიერთობას, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალურად, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას”, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის დასანქცირებას გამოეხმაურა. მისივე […]

გერმანია უკრაინის დახმარებისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია უკრაინის დახმარებისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა. ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას ფინანსურ დახმარებას ზამთარში გაუწევს. „რუსეთი ზამთრის ომს კიდევ ერთხელ გეგმავს, რომლის მიზანია ის, რომ უკრაინაში ადამიანების ცხოვრება რაც შეიძლება საშინელი გახდეს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.